Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
არ დასტურდება, რომ მაროკოელმა მიგრანტებმა ესპანეთის ანკლავ სეუტაში ძარცვა და ვანდალიზმი ჩაიდინეს

არ დასტურდება, რომ მაროკოელმა მიგრანტებმა ესპანეთის ანკლავ სეუტაში ძარცვა და ვანდალიზმი ჩაიდინეს

აგვისტოს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცებები, რომ ესპანეთის ქალაქ სეუტაში შეჭრის შემდეგ, მაროკოელი მიგრანტები ძარცვით და ვანდალიზმით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ადგილობრივებს მათთან დაპირისპირება და მათი მოგერიება მოუწიათ.
ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ძარცვისა და ვანდალიზმის ფართოდ გავრცელებული ტენდენცია, ან შეტაკებები ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მტკიცებების მიხედვით, მაროკოს მიმართულებით უკან დაბრუნებამდე მიგრანტების დიდმა ჯგუფებმა ესპანეთის ქალაქ სეუტაში ვანდალიზმის არაერთი ფაქტი ჩაიდინა (დაარქივებული ბმული). ჩამოთვლილია აქტივობებიც: ავტომობილების დაწვა, მაღაზიების დაზიანება და ძარცვა, ქუჩების დაზიანება და ნაგვით დაფარვა.

გამავრცელებლები ასევე ამტკიცებენ, რომ ესპანეთის ქალაქ სეუტას მაცხოვრებლები ქუჩებში ჯოხებით გამოვიდნენ, რათა ქალაქი ძარცვისგან დაეცვათ და რომ ადგილობრივი მედიის ცნობით, მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკებების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის ფოტო და ვიდეო მასალა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ღია წყაროებში ძიებისას არ გვხვდება სარწმუნო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სეუტაში მაროკოელი მიგრანტების მიერ ჩადენილი ძარცვის ან ვანდალიზმის შესახებ. არ იძებნება ავტორიტეტული მედია საშუალებების მიერ დაწერილი არცერთი სტატია ამ საკითხზე. ძიება მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებს გვიჩვენებს, რომლებსაც მსგავსი შინაარსი აქვთ, რაც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ პოსტებს.

მანქანების დაწვაზე გავრცელებულ პოსტზე თანდართული ფოტოს ანაბეჭდის უკუძიება ღია წყაროებში გვიჩვენებს, რომ ფოტო 2022 წლიდან პერიოდულად სხვადასხვა ენებზე ვრცელდება და მისი გავრცელება ძირითადად ლიბიაში მიმდინარე არეულობებს უკავშირდება (არქივი 1, არქივი 2, არქივი 3 ). ვერ ხერხდება დადგენა ზუსტად როდის და სადაა ფოტო გადაღებული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ესპანეთთან ან სეუტასთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება გავრცელებულ პოსტს სეუტას ქუჩებში ადგილობრივებისა და მაროკოელი მიგრანტების დაპირისპირებაზე, რომელსაც გამავრცელებლის მტკიცებით 57 ადამიანი ემსხვერპლა, აქაც მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თანდართულ ვიდეო მასალებს და ვეძიოთ ამავე შინაარსის ინფორმაცია ღია წყაროებში.

ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ღია წყაროებში ძიებას არ მივყავართ რაიმე სარწმუნო წყაროებამდე, რაც შეტაკებებს ან შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას დაადასტურებდა. კვლავაც გვხვდება მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტები და არსად გვხვდება ავტორიტეტული მედია საშუალებების სტატიები.

იქიდან გამომდინარე, რომ 57 საკმაოდ სპეციფიკური რიცხვია, ღირებულია ცალკე მოძებნა ამ პარამეტრითაც, იმის დასაზუსტებლად, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგვრჩენია. მსგავს ძიებას მივყავართ დიდი საერთაშორისო მედია საშუალებების სტატიებამდე, რომლებიც 2026 წლის 31 ივლისს (კრიზისის საწყის დღეს) გავრცელდა და გვიჩვენებს, რომ 57 ადამიანი დაიღუპა სეუტაში შეღწევის მცდელობისას, ძირითადად წყალში ან საზღვარზე გადასვლისას ჭყლეტვის გამო. ნახსენები არსადაა დაპირისპირება სეუტას ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რიცხვები მოგვიანებით დაზუსტდა და გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც საუბარი იყო სეუტაში შეღწევის მცდელობისას დაღუპულ ადამიანებზე.

რაც შეეხება მეორე პოსტზე თანდართულ ვიდეო მასალას, ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც შეტაკებებს, წყლის ჭავლის მანქანებს და ასეულობით ადამიანის პოლიციასთან დაპირისპირებას აჩვენებს, საზღვრის მაროკოულ მხარესაა გადაღებული, რაც დასტურდება France 24-ის სტატიაში არსებული ფოტოების შედარებით გავრცელებულ ვიდეოსთან. მსგავს კადრებს ვხედავთ სააგენტო AFP-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც.

მეორე ვიდეო, რომელშიც მორბენალი ხალხი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული სავარაუდოდ ნამდვილად სეუტაშია გადაღებული, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ვიდეო საკმაოდ მოკლეა, ის არ იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს როდისაა ის გადაღებული ან ვინ არიან სავარაუდოდ დაპირისპირებული მხარეები. ვიდეოს ფოტოანაბეჭდის უკუძიება არ გვაძლევს რაიმე რელევანტურ შედეგს გარდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმავე ვიდეოსი.


See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.