Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინის ე.წ. ორეულის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინის ე.წ. ორეულის ვიდეო ვრცელდება

აგვისტოს 10, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის გამავრცელებელიც ამტკიცებს, რომ მასში ჯეფრი ეპსტინია ასახული, რომ ის ახლაც ცოცხალია და ფლორიდაში იმყოფება.
ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია ეპსტინის ე.წ. ორეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს Palm Beach Pete-ს უწოდებს. ვიდეოში სწორედ აღნიშნული პიროვნებაა ასახული.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ ავტომობილის საჭესთან მჯდარ პიროვნებას, რომელიც გარეგნულად წააგავს აწ უკვე გარდაცვლილ, სექს-ტრეფიკინგში ბრალდებულ ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს გამავრცელებელი ამბობს, რომ "ოფიციალურად ჯეფრი ეფშტეინი გარდაცვლილად გამოაცხადეს, არაოფიციალურად ის ცოცხალია." მას ასევე მითითებული აქვს ვიდეოს გადაღების სავარაუდო ლოკაცია, Palm Beach Florida, აშშ-ის ფლორიდის შტატის პატარა ქალაქი პალმ ბიჩი.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოში ასახულ პიროვნებასა და ჯეფრი ეპსტინს შორის გარეგნული მსგავსება ნამდვილად არსებობს. ღია წყაროებში ჯეფრი ეპსტინის ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩში გამოჩენის შესახებ ძიებას მივყავართ არაერთ წყარომდე, საიდანაც ირკვევა, რომ ვიდეოზე ასახულია ეპსტინის ე.წ. ორეული - ადამიანი, რომელიც მას გარეგნულად ძალიან ჰგავს. ამ მსგავსების პირველად დაფიქსირების შემდეგ, რაც 2026 წლის მარტის პირველ ნახევარში მოხდა, ეს პიროვნება ინტერნეტში საკმაოდ პოპულარული გახდა. ის მისი აღმოჩენით გამოწვეულ სენსაციას დაახლოებით ერთ კვირაში გამოეხმაურა ტიკტოკზე ჩაწერილი ვიდეოთი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე 6.2 მილიონი ნახვა აქვს. ვიდეოში ის ამბობს, რომ უცხო ადამიანის მიერ გადაღებული მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და სინამდვილეში ის არ არის ჯეფრი ეპსტინი. ის საკუთარ თავს Palm Beach Pete-ს უწოდებს, ანუ პიტს პალმ ბიჩიდან. ამ გამოხმაურების შემდეგ პიტი ვიდეოებს ტიკტოკზე რეგულარულად დებს და ამ ეტაპზე მის არხს 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Palm Beach Pete არც მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილა. მის შესახებ ინფორმაციას Fox News-ზე და CNN-ის გადაცემებშიც შეხვდებით. არსებობს მის შესახებ ვიკიპედიის გვერდიც. ვიკიპედიის მიხედვით მისი ნამდვილი სახელი პიტერ ბარტ სიმელია (Peter Bart Simel).

აღსანიშნავია, რომ ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო არ არის ის თავდაპირველი ვიდეო, რომლითაც ინტერნეტმა Palm Beach Pete გაიცნო, რაზეც ისიც მიანიშნებს, რომ ვიდეოს ბოლოს გადამღები მას სწორედ Palm Beach Pete-ს ეძახის, რაც გვიჩვენებს, რომ გადამღებმა იცოდა, რომ ვიდეოს არა ჯეფრი ეპსტინს, არამედ მის ინტერნეტში ვირუსულად გაპოპულარულებულ "ორეულს" უღებდა.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.