სოციალურ ქსეში გერმანიის კანცლერის მეუღლის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მომხმარებელი აქვეყნებს ფრიდრიხ მერცის მეუღლის, შარლოტა მერცის ფოტოს წარწერით (ბმული 1, 2):
«გერმანიის კანცლერმა მერცმა პოლიციას სოციალურ ქსელში მეუღლის კრიტიკის გამო უჩივლა». Zа Россию ❤ Прям красавица... Красота страшная сила, и не поспоришь... 🤔😳 (არქივირებული 1, 2).
პოსტში მოცემული ფოტო ყალბია და ის სინამდვილეში ფოტორედაქტირების პროგრამის ან/და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა დამუშავებული. შედეგად, გერმანიის კანცლერის მეუღლის სახე განზრახ არის კარიკატურიზებული.
რეალური სურათი 2026 წლის 7 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლეში NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურების ვახშმის წინ არის გადაღებული (არქივი).
(Photo by Mehmet Ali Ozcan/Anadolu via Getty Images)
შედარებისთვის შეგვიძლია ფოტოდან მოჭრილი მონაკვეთი და მისი რედაქტირებული ვერსია გაჩვენოთ. ფოტოს აშკარად ემჩნევა რედაქტირების კვალი.
მარცხნივ - რედაქტირებული ფოტო, მარჯვნივ - ნამდვილი
თავდაპირველად, 2026 წლის 11 ივლისს, რედაქტირებული სურათი პრორუსული, ანტიუკრაინული მასალის გამავრცელებელმა გერმანულენოვანმა ანგარიშმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ სურათი რუსულ სოციალური მედიის პლატფორმა Vkontakte-ზე, ასევე ტელეგრამ არხებზე (1, 2) და რუსულენოვან Facebook-სივრცეში გავრცელდა (1, 2).
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტში მოცემული ფოტო რედაქტირებულია.