Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
„ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

„ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

ივლისს 3, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები ავრცელებენ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს მასზე დატანილი განცხადებით, რომელიც თითქოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2, არქივირებული ბმული). პოსტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მეც ვარ მიწვეული, მაგრამ ივანიშვილი არ მიშვებს“.

აღნიშნული ქარდი ვრცელდება ფორმულას ლოგოთი და ფოტორედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით ის იმგვარადაა დამუშავებული და შექმნილი, რომ მედიის მიერ გავრცელებულ ორიგინალ მასალას ჰგავს. ტელეკომპანია „ფორმულა“ საკუთარ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ადამიანის ციტატას სწორედ ამგვარად შედგენილი ფოტო-ქარდებით ავრცელებს (იხილეთ ბმული).

ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისად, აიათოლას დაკრძალვაზე დასწრების საკითხი მიმდინარე კვირაში აქტუალური გახდა. აღნიშნულმა დამატებითი დამაჯერებლობა შესძინა სააკაშვილის სახელით გავრცელებულ გამოგონილ ციტატას.

სინამდვილეში, ფორმულას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებული მსგავსი მასალა არ იძებნება. სააკაშვილმა აიათოლას შესახებ განცხადება წარსულში მართლაც რამდენჯერმე გააკეთა. მაგალითად, 2 მარტს სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე დაწერა (არქივირებული ბმული):

„მე მიხარია აიათოლას სიკვდილი და აი რატომ:
🔘 მისმა რეჟიმმა ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა რუსეთს "შაჰიდებით" მრავალი ათასი უკრაინელის განადგურებაში.
🔘 მან დახოცა ბოლო ათწლეულებში 100 ათასზე მეტი უდანაშაულო ირანელი
🔘 ის ასპონსორებდა ტერორიზმს მთელს მსოფლიოში, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა
🔘 მან ფული ჩადო საქართველოში რადიკალური ისლამის გავრცელებაში.
აიათოლა იყო ცივილიზაციის მტერი და მისი სიკვდილი ისეთივე კარგია, როგორც ჰიტლერის სიკვდილი.
ესენი ჰიტლერის დროს რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად მიუსამძიმრებდნენ კატასტროფას მესამე რაიხს.“

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია საკითხზე საჯაროდ არის ცნობილი. ის არათუ სამძიმარს გამოთქვამს, არამედ აიათოლას ჰიტლერს ადარებს, უწოდებს მას ცივილიზაციის მტერს და მის სიკვდილს დადებით მოვლენად აფასებს. შესაბამისად, “ფორმულას” დიზაინს მიმსგავსებული ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სინამდვილეში, მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა არ არის და მასზე დატანილი ციტატა გამოგონილია.


See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.