Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება

ივნისს 30, 2026 · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცესა და სოციალური ქსელების რუსულენოვან ნაწილში ვრცელდება პოსტერი, რომელსაც გამავრცელებლები უკრაინის მთავრობას მიაწერენ.
გამავრცელებლების მტკიცებით, უკრაინა იწვევს მამაკაცებს ინდოეთიდან გადასახლდნენ უკრაინაში, შექმნან ოჯახი და იპოვონ სამუშაო.
სარეკლამო პოსტერის და ღია წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პოსტერი ყალბია, შესაბამის უკრაინულ სააგენტოს კი მსგავსი რეკლამა არასდროს შეუქმნია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა სარეკლამო პოსტერი, რომელსაც გამავრცელებელი უკრაინის მთავრობის სარეკლამო ბანერს უწოდებს. მტკიცების მიხედვით: "ინდოეთში უკრაინის მთავრობის სარეკლამო ბანერებს კიდებენ, რომლებიც ინდოელებს უკრაინაში გადასვლისკენ მოუწოდებენ, რათა „ოჯახი შექმნან“ და „სამსახური იშოვონ“. ბანერებიდან ინდოელებს სიმპათიური და მარტოხელა უკრაინელი ქალები ეპატიჟებიან" (დაარქივებული ბმული).

იმავე ტიპის პოსტერი, მსგავსი შინაარსის მტკიცებებით ასევე გავრცელდა რუსულ ფეისბუქ სივრცეში (1; 2; 3; 4; 5) და სხვა სოციალურ ქსელებში, რუსულ ენაზე (1; 2; 3; 4; 5; 6; 7).

სარეკლამო ბანერის ქვედა ნაწილში ვხედავთ ვებსაიტის მისამართს: visitukraine.today, რომელიც რეალურ ვებსაიტს წარმოადგენს. VisitUkraine.Today, საიტზევე არსებული აღწერით, მომსახურების პორტალია უკრაინაში ჩასული ტურისტებისთვის და ასევე უკრაინელებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავენ. პორტალის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის მომსახურება და ინფორმაცია მართლაც მთლიანად ტურიზმის სფეროს ეხება და მოიცავს სავიზო საკითხებს, საზღვრის კვეთის წესებს, დაზღვევას და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საიტის "ჩვენ შესახებ" სექციაში ნათლადაა განმარტებული, რომ პორტალი იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია Visit Ukraine-ის მიერ. ამდენად, იმთავითვე მცდარია მტკიცება, რომ გავრცელებული სარეკლამო ბანერი უკრაინის მთავრობას ეკუთვნის.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტერის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით ჩვენ Visit Ukraine-ს დავუკავშირდით და დავუსვით შეკითხვა ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა აღნიშნული პოსტერი. ორგანიზაციისგან მიღებული პასუხის მიხედვით, "აღნიშნული გამოსახულება 100%-ით ყალბია და დეზინფორმაციას წარმოადგენს". ორგანიზაციის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ მათ არასდროს უწარმოებიათ რაიმე სახის კამპანია უცხო ქვეყნებიდან პირების უკრაინაში გადმოსახლების მიმართულებით. ორგანიზაციის შეფასებით გავრცელებული პოსტერის ვიზუალი გრაფიკული პროგრამებით ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი და შემდგომ ხელოვნურად დადებული შენობის გამოსახულებაზე.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიზუალზე დაკვირვებით რთულია განსაზღვრა თუ რომელ ქვეყანას ასახავს იგი. არაფერი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ფოტო მართლაც ინდოეთიდანაა. ჩვენ მიერ შესწავლილი ყველა წყაროს მიერ გავრცელებული ვიზუალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაბალი ხარისხისაა, რაც არ გვაძლევს საშუალებას გავარჩიოთ წარწერები შენობებსა და მცირე ზომის ბანერებზე, რაც ლოკაციის უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაგვეხმარებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პოსტერი, თანდართული მტკიცებებით, ასევე გავრცელდა უკრაინაში, უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მა საკითხს სტატია მიუძღვნა და მივიდა დასკვნამდე, რომ პოსტერი ყალბია. საკითხს სტატია მიუძღვნა კიდევ ერთმა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცი Vox Ukraine-მაც. მათი დასკვნითაც, პოსტერი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.