Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 27, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Law, Politics

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ანგარიში [1] ელენე ხოშტარიას შესახებ პოსტს აქვეყნებს (არქივირებული ბმული). პოსტში ვკითხულობთ:

„საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ ელენე ხოშტარია ციხეში ვანდალიზმის გამო კი არ ზის, იმ ვანდალიზმზე, რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, სასამართლომ გირაო რომ შეუფარდა, მაგ გირაოს არ გადახდის გამო ზის. ეს ყოველივე ემსგავსება კომედიას, თუ როგორ ცდილობენ საზოგადოებას გამოაპარონ ეგ საკვანძო მომენტი, არა მეგობრებო, ხოშტარიამ რაც დააშავა, მაგაზე შეეფარდა ჯარიმის გადახდა, არ გადაიხადა რუბლოვნამ და წავიდა ციხეში გმირულად. მის გარდა მაგ ციხეში მისი პარტნიორებიც ისხდნენ, თუმცა დროდადრო გაიძურწნენ ეგეც გემახსოვრებათ, ზოგი ბრიუსელში მიტოვებული ოპერის შენობის აყვავებასაც კი გვპირდება.“

მოცემულ პოსტში ორი მთავარი უზუსტობაა. პირველი - გირაო და ჯარიმა ერთიდა იგივე არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (მუხლი 40), ჯარიმა სასჯელის სახეა. სისხლის სამართლის დანაშაულზე ჯარიმა კონკრეტული მუხლის მიხედვით განისაზღვრება და იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩადენილი დანაშაულის სასჯელად ინიშნება.

რაც შეეხება გირაოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (მუხლი 198 და მუხლი 199), გირაო აღმკვეთი ღონისძიების სახეა. აღმკვეთი ღონისძიების მიზანია: „ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.“ აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

შესაბამისად, ეს ორი განსხვავებული ტერმინია - ელენე ხოშტარიას სასჯელის სახედ ჯარიმა არ განესაზღვრა, მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გადახდა დაეკისრა და ამისათვის 20 დღე მიეცა. აღმკვეთი ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე, იგი სასამართლო პროცესების დასრულებამდე მოქმედი პირობაა, ხოლო შემდგომში, მიუხედავად აღმკვეთი ღონისძიების სახისა, სასამართლო ცალკე წყვეტს სასჯელის სახესა და ზომას.

2025 წლის 15 სექტემბერს ელენე ხოშტარია მართლაც გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს, თუმცა 2026 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ელენე ხოშტარია 2026 წლის ივნისის მდგომარეობით ციხეში არა გირაოს გადაუხდელობის გამო, არამედ სასამართლოს ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ზის. პოლიტიკოსისთვის საარჩევნო ბანერის „დაზიანების“ გამო პატიმრობის მისჯა კრიტიკულად შეაფასეს როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (მაგალითად, იხილეთ ბმული), ასევე საერთაშორისო ავტორიტეტულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (იხილეთ ბმული). „სიმბოლური საპროტესტო ჟესტის- საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის ელენე ხოშტარია წელიწადნახევარს გაატარებს ციხეში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად,“- ვკითხულობთ Amnesty International-ის განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტის შინაარსი შეცდომაში შემყვანია: 1. გირაო და ჯარიმა სხვადასხვა სამართლებრივი ტერმინებია და 2. ელენე ხოშტარია ციხეში არა გირაოს გადაუხდელობის, არამედ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ზის.

[1] მითების დეტექტორის კვლევა მოცემული ანგარიშის ნამდვილობის შესახებ იხილეთ ბმულზე.


See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.