Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
Blackrock-ის დირექტორ ლარი ფინკს არ უთქვამს, რომ ამერიკელები ვალდებულები უნდა იყვნენ თავიანთი დანაზოგებით დაეხმარონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას

Blackrock-ის დირექტორ ლარი ფინკს არ უთქვამს, რომ ამერიკელები ვალდებულები უნდა იყვნენ თავიანთი დანაზოგებით დაეხმარონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას

ივნისს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, კომპანია Blackrock-ის დირექტორი ფიქრობს, რომ ამერიკელები ვალდებულები უნდა იყვნენ თავიანთი დანაზოგებით დაეხმარონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
გავრცელებული ვიდეოს და ასევე მისი სრული ვერსიის გაცნობა გვიჩვენებს, რომ საუბარია ხელოვნურ ინტელექტში ნებაყოფლობით და არა სავალდებულო ინვესტიციების ჩადებაზე.

ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რადიო სივრცის ერთ-ერთი წამყვანი ამბობს, რომ ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა, ლარი ფინკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი მონაცემთა ცენტრებისა და მათთან დაკავშირებული ენერგეტიკული ქსელების დასაფინანსებლად რიგითი მოქალაქეების შემნახველი ანგარიშებიდან და საპენსიო ფონდებიდან ტრილიონობით დოლარი უნდა იქნას მოზიდული, და ეს სავალდებულო უნდა იყოს (დაარქივებული ბმული). ამის შემდეგ გადაცემის წამყვანი საუბრობს იმაზე, თუ რა ირონიულია, რომ ხელოვნური ინტელექტი რიგით ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს, თუმცა მისი განვითარება სწორედ მათი დანაზოგებიდან და პენსიებიდან უნდა დაფინანსდეს.

ღონისძიების სრული ვიდეოს ნახვისას, რომელიც ტეხასში BlackRock Future Builders-ის პროექტის ფარგლებში 30 მილიონი დოლარის ღირებულების საქველმოქმედო ინვესტიციის წარდგენის ღონისძიების ჩანაწერს ასახავს, ქრონომეტრაჟზე 30:40 ვხედავთ მოდერატორის მიერ დასმულ კითხვას ინვესტიციების შესახებ, რასაც მოჰყვება ლარი ფინკის პასუხი.

მოდერატორის მიერ დასმული კითხვა ეხება 2040 წლისთვის მსოფლიო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო საჭიროებებს, რასაც, მოდერატორის თქმით, ლარი ფინკმა მანამდე უწოდა ათობით ტრილიონი დოლარის საჭიროების მქონე პროცესი. მოდერატორი კითხულობს, ლარი ფინკის აზრით, სად შეიძლება იყოს ეს ინვესტიციები ყველაზე მეტად საჭირო. პასუხის დასაწყისში ფინკი ყურადღებას იმთავითვე ამახვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია იქნება საჭირო. ფინკი საერთოდ არ საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე ან მასთან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრებზე, არამედ ზოგად ინფრასტრუქტურაზე.

სწორედ ამ კონტექსტში ლარი ფინკი ამბობს, რომ, მისი აზრით, ინვესტიციების დიდი ნაწილი მოვა ჩვეულებრივი შემნახველი და საინვესტიციო ანგარიშებიდან. მოგვიანებით თავის პასუხში იგი ახენებს საპენსიო ანგარიშებსაც. ფინკის პასუხიდან ნათელია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს სახსრები ნებაყოფლობით საფუძველზე უნდა იქნას ინვესტირებული, ადგილობრივი მთავრობებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მიერ მომავალი ინვესტორების დარწმუნების გზით, რომ სჯობს ფული ინფრასტრუქტურაში დააბანდონ, ვიდრე უბრალოდ ანგარიშებზე შეინახონ, რადგან ამ გზით მათი თანხა უფრო სწრაფად გაიზრდება. ლარი ფინკი საუბრობს იმის საჭიროებაზე, რომ ადამიანები დარწმუნდნენ, რომ მათთვის უკეთესია ინვესტირება და „ამერიკასთან ერთად ზრდა“. ის არსად ამბობს, რომ ინვესტირება ვინმესთვის სავალდებულო უნდა იყოს, ან რომ ინვესტიციები კონკრეტულად ხელოვნურ ინტელექტზე უნდა იყოს ფოკუსირებული.


See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.