Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში გაზაფხულზე ნალექიანი ამინდების და დაბალი ტემპერატურის მიზეზი მზის გეოინჟინერიაა

მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში გაზაფხულზე ნალექიანი ამინდების და დაბალი ტემპერატურის მიზეზი მზის გეოინჟინერიაა

ივნისს 9, 2026 · Verdict: Newspaper article · Climate change

საქართველოში გაზაფხულზე, განსაკუთრებით კი მაისში გახანგრძლივებულ დაბალ ტემპერატურას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, რომლის ნაწილმაც ცუდი ამინდები მზის გეოინჟინერიას დაუკავშირა (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული). გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების ნაწილი მზის გეოინჟინერიას მოსახლეობის მოწამვლის მიზანმიმართულ ინტსტრუმენტად წარმოადგენს (ბმული 1,2, არქივირებული ბმული). პოსტების უმრავლესობას ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტის მოკლე მონაკვეთი ახლავს თან, სადაც ჟურნალისტი მზის გეოინჟინერიის ერთ კონკრეტულ პროექტზე საუბრობს.


გეოინჟინერია სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს, რომლებიც დედამიწის გაგრილებას ცდილობენ ან ატმოსფეროდან ცალკეული აირების ამოღებას. აირები, რომლებიც ატმოსფეროში ენერგიას აკავებენ, ხშირად მოიხსენიებიან როგორც სათბურის აირები, მათ შორისაა ნახშიროჟანგი, მეთანი და ფტორირებული აირები.

გეოინჟინერიის მიმართულების ერთი ნაწილი მიზნად დედამიწის გაგრილებას იმ მზის სინათლის რაოდენობის მოდიფიცირებით ისახავს, რომელიც დედამიწის ზედაპირს აღწევს. ამ აქტივობებს მზის გეოინჟინერიას ან მზის რადიაციის მოდიფიცირებას (SRM) უწოდებენ. მზის რადიაციის მოდიფიცირების შემოთავაზებული ტექნიკების უმეტესობა ატმოსფეროში გარკვეული ნივთიერებების დამატებას გულისხმობს, რათა კოსმოსში უკუარეკლილი მზის სინათლის რაოდენობა გაიზარდოს. მეორე მხრივ, საზღვაო მზის რადიაციის მართვის (mSRM) ტექნიკები ითვალისწინებს ნივთიერებების დამატებას ოკეანის წყლებში, ზღვის ყინულში ან ქვედა ატმოსფეროში, რათა გაიზარდოს ოკეანის ზედაპირზე ან მის სიახლოვეს არეკლილი მზის რადიაციის რაოდენობა, რაც მიზნად ზედაპირის დათბობის ან ზღვის ყინულის დნობის შეზღუდვას ისახავს.


ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად (არქივი), მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ მიდგომის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ სრულად იქნას გააზრებული თითოეული მათგანის განხორციელებადობა, რისკები და სარგებელი.

სააგენტოს თანახმად, მზის გეოინჟინერიის ტექნიკების ტიპები შემდეგნაირია:

  1. სტრატოსფერული აეროზოლის ინექცია (SAI) – ზედა ატმოსფეროში (სტრატოსფეროში) მცირე ზომის ამრეკლავი ნაწილაკების შეყვანა მზის შემომავალი სინათლის ასარეკლად. გოგირდის დიოქსიდს ($SO_2$), რომელიც SAI-სთვის განხილული ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერებაა, შეუძლია სტრატოსფეროში ქიმიურ რეაქციაში შევიდეს და ამრეკლავი სულფატური აეროზოლები წარმოქმნას.
  2. საზღვაო ღრუბლების განათება (MCB) – ქვედა ატმოსფეროში (ზედაპირთან ახლოს) ისეთი ნაწილაკების დამატება, როგორიცაა ოკეანის შხეფები, ოკეანის თავზე არსებული ღრუბლების ამრეკლავი უნარის გასაზრდელად.
  3. საზღვაო ზედაპირის ალბედოს გაზრდა – ზღვის ყინულსა თუ ოკეანის ზედაპირზე ამრეკლავი მასალების (მაგ. სპეციალურად შექმნილი ნაწილაკების, ამრეკლავი ბუშტუკების ან ქაფის) შეყვანა ოკეანის ზედაპირიდან არეკლილი მზის შუქის რაოდენობის გასაზრდელად და/ან ზღვის ყინულის დნობის შესაზღუდად.
  4. სხვა ტექნიკები, როგორიცაა ბუმბულოვანი ღრუბლების გათხელება (CCT) ან კოსმოსური მეთოდები, გაცილებით ნაკლებადაა შესწავლილი პროცესების გაურკვევლობის, მაღალი პოტენციური ხარჯებისა და უფრო შეზღუდული განხორციელებადობის გამო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტში საუბარი მზის გეოინჟინერიის პირველ მეთოდს, სტრატოსფერული აეროზოლის ინექციას განიხილავს. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნული სიუჟეტი 2025 წლის 21 მაისს გავიდა. სიუჟეტის სრულ ვერსიაში ცხადი ხდება, რო ჟურნალისტი აღნიშნულზე არა როგორც არსებულ პრაქტიკაზე, არამედ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად ერთ-ერთ თეორიულ გზაზე საუბრობს, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ. სიუჟეტში უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორის ფრენკ ბირმანის ინტერვიუა მოცემული, სადაც ის განმარტავს, რომ აღნიშნულ თეორიულ ექსპერიმენტს 100-1000 თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტის მიერ წლების განმავლობაში სტრატოსფეროში ნაწილების გაშვება დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბირმანი თავად მზის გეოინჟინერიის მოწინააღმდეგეა და აღნიშნულს ინტერვიუს დროსაც აფიქსირებს. სიუჟეტში ასევე რამდენჯერმეა აღნიშნული, რომ მზის გეოინჟინერიის SAI მეთოდის ფართომასშტაბიანი გამოცდა არ მომხდარა, სოციალურ ქსელში მოჭრილ მონაკვეთში კი აღნიშნული გამოტოვებულია.

Harvard-ის SCoPEx პროექტი

"იმედის" გადაცემაში მზის გეოინჟინერიის ზოგადი მიმოხილვის გარდა, ნახსენებია პროექტი, რომელიც SCoPEx-ის (Stratospheric Controlled Perturbation Experiment) სახელით იყო ცნობილი და მას ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი შვედეთში ახორციელებდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, გამოეკვლია მზის გეოინჟინერიის ეფექტურობა და მასთან დაკავშირებული რისკები. ამ ექსპერიმენტის საშუალებით, მეცნიერები გეგმავნდნენ კომპიუტერული მოდელების ემპირიულად გადამოწმებას, რათა დაედგინათ, „შესაძლებელი იყო, თუ - არა აეროზოლების გამოყენებით ოზონის ხვრელების შემცირება ან ელიმინაცია, ისე, რომ არ გაზრდილიყო სხვა რისკები“ (არქივი).

SCoPEx-ის ექსპერიმენტი ატმოსფეროში საჰაერო ბურთის 12 მილის სიმაღლეზე გაშვებას ითვალისწინებდა, რომელიც მცირე რაოდენობით (დაახლოებით 2კგ) ნაწილაკებს გამოაფრქვევდა, რაც დაახლოებით 100 მეტრის სიგანისა და 800 მეტრის სიგრძის აეროზოლის მასას წარმოქმნიდა. საჰაერო ბურთზე განთავსებული სპეციალური სენსორები ამ არეალის მონიტორინგს მოახდენენ და ცვლილებებს აეროზოლის სიმჭიდროვეში, ატმოსფერულ ქიმიურ პროცესებში და სინათლის გამტარობაში გაზომავდნენ. თუმცა, თავად პროექტთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციითა და ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა კრიტიკოსების გათვალისწინებით, პროექტი 2024 წელს დაიხურა და ექსპერიმენტი არ განხორციელებულა (არქივი).

ხორციელდება თუ არა რეალური ექსპერიმენტები მზის გეოინჟინერიის (SAI) გამოსაცდელად?

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს მიხედვით (არქივი),წარმოდგენა იმ ტემპერატურულ გავლენაზე, რაც სტრატოსფერული აეროზოლის ინექციას (SAI) აქვს, დიდწილად ბუნებრივ ანალოგებზე დაკვირვებიდან და მათი მოდელირებიდან მომდინარეობს. მაგალითად, SAI-ს მსგავსად, ვულკანური ამოფრქვევის დროსაც ხდება სტრატოსფეროში გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევა, რომელიც ამრეკლავ სულფატურ ნაწილაკებს წარმოქმნის. 1991 წელს, ვულკან პინატუბოს ამოფრქვევისას, სტრატოსფეროში დაახლოებით 20 მილიონი ტონა გოგირდის დიოქსიდი მოხვდა, რამაც, ვარაუდით, პლანეტა ორიოდე წლის განმავლობაში დაახლოებით 0.3 გრადუსი ცელსიუსით (0.5 გრადუსი ფარენჰაიტით) გააგრილა.

კითხვაზე, განხორციელებულა თუ არა ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი, სააგენტო ამბობს, რომ - არა. მათი თქმით, აშშ-ის მთავრობა არ არის ჩართული მზის გეოინჟინერიის გარე ტესტირების არცერთ ფორმაში (მაგ. მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტები, რომლებიც გაფრქვევის ტექნოლოგიების შესასწავლადაა შექმნილი) ან ფართომასშტაბიან გამოყენებაში (მაგ. დედამიწის გასაგრილებლად SRM-ის განზრახ გამოყენება). მზის გეოინჟინერია არ ხორციელდება კომერციული თვითმფრინავების მიერ პირდაპირი გაფრქვევის გზით და მას კავშირი არ აქვს ავიაციის კონდენსაციურ კვალთან (ე.წ. თვითმფრინავის კვალთან). 2025 წლის ივლისის მონაცემებით, გარემოს დაცვის სააგენტოსთვის (EPA) ცნობილი იყო, რომ კერძო სექტორის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, „Make Sunsets“ იყო, რომელმაც აქტიურად გამოიყენა SAI ან MCB ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართალია, არსებობდა კიდევ რამდენიმე კერძო აქტორი, რომელიც მზის გეოინჟინერიის სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარებაზე იყო ფოკუსირებული, თუმცა 2025 წლამდე ატმოსფეროში განზრახ გაშვებული მასალის რაოდენობა ძალიან მცირე იყო ისეთ ბუნებრივ მოვლენებთან შედარებით, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები.

2025 წლის აგვისტოში, გარემოს დაცვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაგეგმილი და შემდგომში გაუქმებული მზის გეოინჟინერიის ექსპერიმენტი, შესაძლოა, ყოფილიყო წინაპირობა გაცილებით ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტისა.

თუმცა, ვაშინგტონის განახლებას ქალაქ ალამედას საბჭომ 2024 წლის ივნისში კენჭი უყარა და ის დაბლოკა, რაც, ნაწილობრივ, მკვლევარების მხრიდან გამჭვირვალობის ნაკლებობამ გამოიწვია. ალამედას მერმა განაცხადა, რომ ამ ექსპერიმენტის შესახებ პირველად მედიის რეპორტაჟებიდან გაიგო.

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე პროექტი

მიმდინარე ფართომასშთაბიანი პროგრამა, რაც გეოინჟინერიას უკავშირდება, დიდ ბრიტანეთში ახალი სამთავრობო სამეცნიერო სააგენტოს - ARIA (Advanced Research and Invention Agency) უკავშირდება, რომელმაც 56.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო პროგრამისთვის, „Exploring Climate Cooling“ (კლიმატის გაგრილების შესწავლა).

პროგრამა აფინანსებს 22 კვლევით ჯგუფს, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებს — ატმოსფეროს ფიზიკიდან, ქიმიიდან და კლიმატის მოდელირებიდან დაწყებული, ქიმიური ინჟინერიით, სისტემური ანალიზითა და ოკეანოგრაფიით დამთავრებული. მათთან ერთად ჩართულნი არიან მართვისა (Governance) და ეთიკის მიმართულების წამყვანი ექსპერტებიც, რაც ასახავს კიდეც პროგრამის კომპლექსურ და ყოვლისმომცველ მიდგომას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, მათ შორის, გარე ექსპერიმენტი, თუმცა, არც ერთი მათგანი ჯერ არ განხორციელებულა. ყველა მათგანი ადრეული დაგეგმვის ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში დაწყებულ ამ პროგრამას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. პროგრამას უპირისპირდებიან „მზის გეოინჟინერიის გამოუყენებლობის გლობალური შეთანხმების“ (Solar Geoengineering Non-Use Agreement), ხელმომწერი მეცნიერები, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი და ეკოლოგიური ორგანიზაცია CIEL (საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ცენტრი).. კრიტიკოსები აპელირებენ, რომ მსგავსი მიდგომები კაცობრიობას რეალური გამოსავლის ძიებას (გამონაბოლქვის შემცირებას) აშორებს და გაუთვლელ გეოპოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს.

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მსოფლიოში არ განხორციელებულა მზის გეოინჟინერიის გარე მასშტაბური ექსპერიმენტები, შეუძლებელია, რომ მათ საქართველოში ამინდზე გავლენა მოეხდინათ.


See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.