Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჰენტავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 1, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Healthcare
Share

Oceanwide Expeditions-ის მიერ მართულ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე მაისის დასაწყისში ჰანტავირუსის აფეთქება მოხდა. კრუიზზე 23 სხვადასხვა ქვეყნიდან 146 მგზავრი იმყოფებოდა. 27 მაისის მდგომარეობით, გემზე მყოფთაგან 13 ადამიანს დაუდასტურდა ჰანტავირუსი, მათგან 3 გარდაიცვალა.

ვირუსის აფეთქებას სოციალურ ქსელებში მცდარი და კონსპირაციული მტკიცებების გავრცელება მოჰყვა. მაგალითად, Facebook-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჰანტავირუსის გავრცელება ხელოვნურად დაგეგმილი ოპერაცია იყო. აღნიშნულის მტკიცებულებად კი, 2025 წელს ჰანტავირუსის ვაქცინის პატენტზე მოთხოვნის აპლიკაციის ფოტო-ანაბეჭდია მოყვანილი (არქივირებული ბმული).

საკრუიზო გემზე მომხდარი ჰანტავირუსის გამოვლენის პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ჰანტავირუსები ზოონოზური ვირუსებია, რომლებიც ბუნებრივად მღრღნელებს აავადებს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანსაც გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემზე ანდების შტამი გავრცელდა, რომელიც, ჯანმოს თანახმად, ადამიანიდან-ადამიანზე იშვიათად გადადის. ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად. ადამიანის ჰანტავირუსული ინფექცია ძირითადად ხდება ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.

აღსანიშნავია, რომ ჰანტავირუსი და კერძოდ მისი ანდების შტამი პირველად არ გამოვლენილა. ადამიანიდან ადამიანზე ანდების შტამის გადაცემის პირველი დადასტურებული შემთხვევა 1996 წელს სამხრეთ არგენტინაში მოხდა, სადაც აღნიშნული შტამი ენდემურია. ჯანმოს თანახმად, ყოველწლიურად ჰანტავირუსების 10 ათასიდან 100 ათასამდე შემთხვევა ხდება და გავრცელების ძირითადი არეალი აზია და ევროპაა.

ამ დროისთვის არც ერთ ეროვნულ ან საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტს ჰანტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ დაუმტკიცებია. პოსტში წარმოდგენილი დოკუმენტი რეალურად ჰანტავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის საპატენტო განაცხადს წარმოადგენს, რომელიც 2022 წელს ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (UTMB) ვირუსოლოგმა Alexander Bukreyev-მა და სხვა ექსპერტებმა შეიტანეს. განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის (USPTO) მიერ 2025 წლის 24 აპრილს გამოქვეყნდა. განაცხადის სტატუსი ამ დროისთვის კვლავ „დამტკიცების მოლოდინშია“ (pending approval).

როგორც The New York Times წერს, „სამეცნიერო კვლევითი ჯგუფები მსოფლიოს მასშტაბით უკვე ათწლეულებია მუშაობენ ჰანტავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობისა და ვაქცინების შექმნაზე“. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ კვლევების დაფინანსება რთული იყო, რადგან ეს ვირუსი ადამიანებს იშვიათად აინფიცირებს და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ ვრცელდება. მაგალითად, ფარმაცევტული კომპანია Moderna კორეის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის ვაქცინების ინოვაციის ცენტრთან (VIC-K) თანამშრომლობით 2023 წლიდან მუშაობს ჰანტავირუსის ვაქცინაზე.

ამდენად, ჰანტავირუსის ვაქცინაზე საპატენტო განცხადების არსებობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ვირუსი და მისი სხვადასხვა შტამი მსოფლიოში ყოველწლიურად ცირკულირებს. მტკიცებები იმის შესახებ, რომ ვირუსის გავრცელება "დაგეგმილი" იყო საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ (ბმული 1, 2).


See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.