Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
არ დასტურდება მტკიცება, რომ ბორის ჯონსონმა სტამბულის მოლაპარაკებები ჩაშალა

არ დასტურდება მტკიცება, რომ ბორის ჯონსონმა სტამბულის მოლაპარაკებები ჩაშალა

მაისს 15, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

მცდარი მტკიცებები, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა სტამბულის 2022 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა, წლებია ვრცელდება;
აღნიშნული დეზინფორმაციის საფუძველი უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას 2023 წლის ინტერვიუ გახდა, რომელშიც ნათქვამი ფრაზა მცდარი კონტექსტით გავრცელდა;
სინამდვილეში აღნიშნულ ინტერვიუში არახამია სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარ მიზეზად რუსეთისადმი უნდობლობას და მათი მოთხოვნების შინაარსს ასახელებს.
დამატებით, აღნიშნულ დეზინფორმაციას თავად ჯონსონი და არახამიაც გამოეხმაურნენ და გავრცელებული ბრალდებები უარყვეს.

წლებია, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება მტკიცება, თითქოს უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წლის გაზაფხულზე მიმდინარე სტაბულის სამშვიდობო მოლაპარაკებები იმ დროისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა (ბმული 1, 2). გარდა სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი მტკიცებებისა, იდენტური ბრალდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააჟღერა. 2026 წელს აღნიშნული დეზინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის (რომელმაც პოსტი 2021 წელს დატოვა) მიერ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს ფარგლებში გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული).

აღნიშნული მანიპულაციის საფუძველი უკრაინულ ტელეარხ 1+1-ზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ლიდერის დავით არახამიას ინტერვიუ გახდა, საიდანაც მისი ნათქვამი მცდარი კონტექსტით გავრცელდა. ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუს დროს არახამიამ მოლაპარაკებების პროცესზე და იმ წინააღმდეგობებზე ისაუბრა, რაც ამ პროცესში უკრაინული მხარისთვის არსებობდა.

ინტერვიუში დავით არახამიას ჟურნალისტმა კითხვა იმ დოკუმენტის შესახებ დაუსვა, რომელიც პუტინმა აფრიკის დელეგაციასთან წარადგინა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება უკრაინული მხარის მომლაპარაკებლების მიერ იყო პარაფირებული. დოკუმენტს ეწოდებოდა „შეთანხმება უკრაინის მუდმივ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მიზანი ჰქონდა რუსულ დელეგაციას პროცესში, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსული მხარის მიზანი უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმება და ნატოში შესვლაზე უარის მიღება იყო. „ჩემი აზრით, ისინი ბოლომდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლის საშუალებით ნეიტრალიტეტზე დაგვითანხმებდნენ. ეს მათთვის მთავარი იყო. ისინი მზად იყვნენ ომი დაესრულებინათ, თუკი ჩვენ ოდესღაც ფინეთის მსგავსად ნეიტრალიტეტს მივიღებდით, ამასთან ვალდებულებას ავიღებდით რომ NATO-ს წევრობაზე უარი გვეთქვა“, - განაცხადა მან.

რუსეთის მიერ დაყენებული სხვა ყველა მოთხოვნა, მათ შორის „დენაციფიკაცია“ ან რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები, არახამიას შეფასებით, პოლიტიკური კოსმეტიკური დანამატი იყო. ხოლო იმ საკითხზე საუბრისას, თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული შეთანხმების მიღწევა, არახამია რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, გამოყოფს ნატოში გაერთიანების მისწრაფების უარყოფისა და ნეიტრალიტეტის პუნქტზე თანხმობის გაცხადებისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას და რუსეთის მიმართ ნდობის არარსებობას, ასევე კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობას.

[26:02 წუთიდან] „პირველ რიგში, ამ პუნქტს რომ დავთანხმებოდით, კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო. ჩვენი ნატოსკენ მიმავალი გზა კონსტიტუციაშია გაწერილი. მეორეც, არ იყო და არ არის ნდობა რუსეთის მიმართ, რომ ისინი ამას შეასრულებდნენ. ეს მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებით შეიძლება მომხდარიყო. ჩვენ ხომ არ შეგვეძლო რაღაცისთვის ხელი მოგვეწერა, გავსულიყავით და ამოგვესუნთქა და შემდეგ მათ შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ ბევრად უკეთ მომზადებულები, რადგან ისინი [თავდაპირველად] ძალიან მოუმზადებლები შემოვიდნენ. ამიტომაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჩვენ 100%-ით დარწმუნებულები ვიქნებოდით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. ასეთი დარწმუნებულები კი არ ვიყავით. უფრო მეტიც, როდესაც სტამბულიდან დავბრუნდით, ჩამოვიდა ბორის ჯონსონი კიევში და გვითხრა, რომ ჩვენ მათთან ხელს არ მოვაწერთ არაფერზე და მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - განაცხადა დავით არახამიამ.

იმაზე, რომ ბორის ჯონსონს მოლაპარაკებების შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ ჰქონია, თავად დავით არახამიას სიტყვები მეტყველებს, რომელიც მან ამავე ინტერვიუში მოგვიანებით გააჟღერა. კერძოდ, კითხვაზე, თუ რამდენად იყო ბელარუსისა და სტამბულის მოლაპარაკებების პროცესი ვაშინგტონის, ლონდონის, ვარშავის, ბერლინი ზედამხედველობის ქვეშ, მან უპასუხა, რომ პროცესები მათ მიერ მართული არ ყოფილა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევს ჰქონდა კონსულტაციები პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების მრჩევლების მიერ შექმნილ ჯგუფთან და რომ უკრაინული მხარე მათ დოზირებულ ინფორმაციას აწვდიდა და შეთანხმების სამუშაო ვერსიაზე წვდომას აძლევდა.

[28:35 წუთიდან] „...ჩვენ გავდიოდით კონსულტაციებს, რადგან გვესმოდა, რომ ჩვენ მარტო არ შეგვეძლო ომის მოგება, ამიტომ ცალსახად გვჭირდებოდა ისინი. ჩვენ კონსულტაცია გვქონდა მათთან და ისინი გვირჩევდნენ არ დავთანხმებოდით უსაფრთხოების ეფემერულ გარანტიებს, რისი გაცემაც იმ დროს შეუძლებელი იყო“, - თქვა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ.

დამატებით ინტერვიუში არახამია ამბობს, რომ მას ან დელეგაციის რომელიმე წევრს რაიმე სახის შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ შეეძლოთ და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ თეორიულად მსგავსი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე შეიძლებოდა, რაც შემდეგ პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული.

ამდენად, არახამიას განცხადებით, მართალია, კიევში ბორის ჯონსონი ნამდვილად ჩავიდა და ხელშეკრულების ხელმოწერისადმი სკეპტიციზმი გამოავლინა, თუმცა ინტერვიუში არახამია შეთანხმების მიღწევის სირთულეებზე საუბრისას უმთავრესად უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობას, რუსეთისადმი უნდობლობას და კონსტიტუციაში გაწერილ პუნქტს ასახელებს, რომლის მიხედვით, უკრაინა NATO-ს წევრობას ესწრაფვის.

მოგვიანებით აღნიშნულ დეზინფორმაციას თავად ბორის ჯონსონი და დავით არახმიაც გამოეხმაურნენ. ჯონსონმა The Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტის დროს მან შეშფოთება გამოთქვა უკრაინა-რუსეთის შეთანხმების შესაძლო პირობებთან დაკავშირებით და დაპირდა, რომ ბრიტანეთი კიევს „ათასი პროცენტით“ დაუჭერდა მხარს. თავის მხრივ, არახამიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მისი სიტყვების კონტექსტი მიზანიმართულად დაამახინჯა. მისი თქმით, ჯონსონის სიტყვები "უბრალოდ ვიომოთ" არა სამშვიდობო მოლარაკებების, არამედ საბრძოლო სტრატეგიის კონტექსტში ითქვა.

დამატებით, აღნიშნულ საკითხზე ბრიტანულ გამოცემასთან ანჯელა სტენტმა ისაუბრა, რომელიც თეთრი სახლის რუსეთის საკითხზე მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, მას დასავლელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ ჯონსონის ვიზიტს 2022 წლის აპრილში მორალური მხარდაჭერის ფუნქცია ჰქონდა. სტენტის თანახმად, მისთვის რთული წარმოსადგენია, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ზელენსკისთვის "კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ებრძანებინა". დასავლელი ლიდერები ზელენსკის წინააღმდეგობას იმ შემთხვევაშიც კი შეხვედრიან, როდესაც უკრაინის პრეზიდენტისთვის გარკვეული საკითხები შეთავაზების ფორმით მიუწოდებიათ. უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგობის მაგალითად სტენტს უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის უკრაინის 2023 წლის ჩავარდნილ კონტრშეტევაზე დაპირისპირებაც მოჰყავს.

აღნიშნულ დეზინფორმაციის სხვა ავტორიტეტული ფაქტების გადაამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ (ბმული 1, 2, 3).


See all posts

EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.