Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან

სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება, თითქოს ინგა გრიგოლია და თორნიკე რაზმაძე კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრას განიცდიან

მაისს 7, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

სოციალურ ქსელ Facebook-სა და TikTok-ზე გავრცელდა ვიდეოები (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, არქივირებული ბმული), რომლებშიც თითქოს ჩანს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ან აქტივისტები ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე წუხან. კერძოდ, რედაქტირებულ ვიდეოებში ჩანან ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც აცხადებს, რომ შოკშია და სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ეთერს ტოვებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი სომხეთში 2026 წლის 4 მაისს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. სწორედ აღნიშნულ შეხვედრას მოჰყვა სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეოების გავრცელება.

გავრცელებული ვიდეოს დასაწყისში მოცემული კადრი, სადაც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ შოკშია, სინამდვილეში 2020 წლის 30 ივნისის გადაცემიდანაა ამოჭრილი. გრიგოლიას საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ერთვება, რომელიც ამერიკის საელჩოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს. ჟურნალისტის რეაქციაც (იხილეთ 13:09 წუთიდან) აღნიშნულ თავდასხმას უკავშირდება.

რაც შეეხება თორნიკე რაზმაძის ჩართვას, გავრცელებული მონაკვეთი 2025 წლის 5 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში გასული გადაცემიდან „დღის ამბები“ არის ამოჭრილი (27:55). გადაცემაში თორნიკე რაზმაძე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე, ამ დღის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მათ დაკავებაზე საუბრობს. ამის შემდეგ კი რაზმაძე საზოგადოებას მიმართავს:

„ჩვენ, მინდა, ერთი რამ გავიაზროთ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში. „დიპ სტეიტს“ არ ებრძოდა წმინდანი პატრიარქი ამბროსი ხელაია. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გააზრებული ჰქონდათ, რა ბრძოლაში იყვნენ შესული, როცა იატაკქვეშა პროკლამაციებს ბეჭდავდნენ და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ბრძოლა დღეს გადმოვიდა ჩვენზე და ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, დავიცავით მერაბ კოსტავა ისე, როგორც საჭირო იყო? ზვიად გამსახურდია დავიცავით ჩვენმა ქვეყანამ ისე, როგორც საჭირო იყო? ამბროსი ხელაია დავიცავით?“.

სწორედ აღნიშნული მიმართვის შემდეგ კადრში ჩანს, რომ თორნიკე რაზმაძე ემოციებს ვერ იკავებს და ტირილს იწყებს. წამყვანი ანა ახალაია კი სიტყვით სხვა სტუმართან, გიორგი მელაშვილთან გადადის. მოგვიანებით წამყვანი კითხვით კვლავ უბრუნდება თორნიკე რაზმაძეს: „ეს რისი ცრემლები იყო?“, თორნიკე რაზმაძემ კი ემოციების გამო ვერ შეძლო პასუხი და სტუდია დატოვა. აღსანიშნავია, რომ რაზმაძის ემოციური გამოსვლა გადაცემის გასვლიდან მალევე მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ვერსიებით გავრცელდა, რასაც "ჯეოფაქტსი" გამოეხმაურა.

ამდენად, არც ინგა გრიგოლიას განცხადება და არც თორნიკე რაზმაძის ემოციური გამოხმაურება ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 4 მაისის სომხეთში გამართულ შეხვედრას არ უკავშირდება.


See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.