Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის

არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის

მაისს 4, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

მტკიცების ავტორი რუსი და პრორუსი ანგარიშები არიან, რომლებმაც Bentley-ის რეგიონალური დირექტორის განცხადება განზრახ არასწორად გაავრცელეს
"ბენტლის" კიევის ოფისი ევროპაში მესამეზე მართლაც გავიდა, მაგრამ შეფასება ეფუძნება 12 ძირითად ინდიკატორს (Key Performance Indicator - KPI) და არა გაყიდვების მოცულობას
კიევის ოფისი გაყიდვების მოცულობის მიხედვით საუკეთესო შვიდეულშიც ვერ მოხვდა
უკრაინაში 2025 წელს 20 ახალი "ბენტლი" გაიყიდა


2026 წლის 23 მარტს, პრორუსულად განწყობილმა უკრაინელმა მედიაფიგურამ, დიანა პანჩენკომ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც კიევი "ბენტლის" გაყიდვების რაოდენობით ევროპაში მესამე ადგილზე გავიდა. პანჩენკოს პოსტი გააზიარა კირილ დმიტრიევმა, პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა. მალე, მტკიცება რუსული საინფორმაციო არხებიდან მასობრივად გავრცელდა, მათ შორის ტელეგრამ არხების (1, 2, 3, 4, 5), კრემლის ონლაინმედიების (1, 2, 3, 4) და X-ის ანგარიშების მიერ. ყალბი მტკიცების გამეორება რუსულმა არხებმა 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყო. მსგავსი ხერხით, რუსული პროპაგანდა ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება და დასავლური აუდიტორია დაარწმუნოს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება არ გამოყოს, რადგან ის კორუფციაში გაიფლანგება. 26 აპრილიდან ყალბი მტკიცება კვლავ გაავრცელეს რუსულმა ტელეგრამ არხებმა და პრორუსულმა X-ის ანგარიშებმა (1, 2, 3). მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები ქართულ საინფორმაციო სივრცეში გაავრცელეს Facebook-ანგარიშებმა (ბმული 1, 2).


მტკიცების საფუძველი "ბენტლი მოტორსის" რეგიონალური დირექტორის, რიჩარდ ლეოპოლდის LinkedIn-ის პოსტი გახდა, სადაც ის აღნიშნავს - "2025 წელს ჩვენს 12 ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით ყველაზე მაღალი ქულები მიენიჭათ: მე-3 ადგილი: კიევი (რა გამძლეობაა!), მე-2 ადგილი: როტერდამი, მე-3 ადგილი: პადოვა".

რიჩარდ ლეოპოლდის პოსტის კომენტარებში იძებნება სურათი, რომელშიც ჩანს, რომ გაყიდვების მოცულობის კატეგორიის ჯილდო ცალკე იყო განსაზღვრული, რომელიც "ბენტლის" მაასტრიხტის ოფისმა მოიპოვა. გაყიდვების მოცულობის კატეგორიის ნომინანტებში კიევის ოფისი საერთოდ ვერ მოხვდა. აღნიშნულ კატეგორიაში ნომინანტები იყვნენ - მაასტრიხტი, ლუგანო, როტერდამი, პადოვა, ლეუსდენი, ბერლინი, მონაკო, თელ-ავივი.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობი არის თუ რა 12 კრიტერიუმისგან შედგება "ბენტლის" მიერ განსაზღვრული ძირითადი ინდიკატორები (KPI), მოცემული ინფორმაციიდან ცხადი ხდება, რომ "ბენტლის" კიევის ოფისს მესამე ადგილი გაყიდვების მოცულობის მიხედვით არ დაუკავია.

ამავდროულად, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია "Delfi-ის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, "ბენტლიმ" 2025 წელს მსოფლიო მასშტაბით 10 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, აქედან 993 გაიყიდა დიდ ბრიტანეთში, 536 გერმანიაში, 203 რუსეთში და ა.შ. უკრაინაში "ბენტლის" გაყიდვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება, თუმცა უკრაინის საავტომობილო ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2025 წელს ქვეყანაში მხოლოდ 20 ახალი "ბენტლი" დარეგისტრირდა.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის, მცდარია.



See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.