Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს ინტერვიუ მცდარი აღწერით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მარკო რუბიოს ინტერვიუ მცდარი აღწერით ვრცელდება

მაისს 5, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ინტერვიუს მონაკვეთი ვრცელდება (არქივირებული ბმული). ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია: "ამერიკულ მედია Fox News-ზე „აბსოლუტური სკანდალი“ გავრცელდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საჯაროდ წამოსცდა ირანში რეალური მიზნები. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია განზრახ მიზანში იღებს ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: გზებს, ქარხნებს და საწარმოებს იმისთვის, რომ მათი ეკონომიკა დაანგრიოს. ასევე ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ქმნის პირობებს, რაც სამოქალაქო მოსახლეობას საკვების დეფიციტისკენ უბიძგებს."

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუბიოს ინტერვიუ ტელეკომპანია Fox News-ზე, გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი 2026 წლის 27 აპრილს გავიდა. ინტერვიუს მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სწორედ გადაცემის "სპეციალური რეპორტაჟი" Facebook-გვერდიდანაა აღებული. ინტერვიუს სრული ტრანსკრიპტი ასევე ხელმისაწვდომია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვებგვერდზე (არქივი). ინტერვიუს აღნიშნული ნაწილის მოსმენა ცხადყოფს, რომ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული თარგმანი არაზუსტია.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორაა შესაძლებელი, რომ ირანში ინფრასტრუქტურაზე დამიზნება მოხდეს ისე, რომ ზიანი რეჟიმს მიადგეს და არა სამოქალაქო მოსახლეობას, რომლის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობთ? - მარკო რუბიო პასუხობს:

"პირველი, მთავარია, რა არის განზრახვა. ჩვენი სურვილი არ არის, რომ ზიანი მივაყენოთ ირანელ ხალხს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ირანელ ხალხთან. გულწრფელად, ჩვენ გვსურს, რომ ირანელი ხალხის ხმა ისმოდეს იმის და არა ის, რომ 30-40 ათასი ირანელი იხოცებოდეს ქუჩაში, საავადმყოფოებში, ან რეგულარული სიკვდილით დასჯების დროს. ამდენად, ჩვენ ირანელ ხალხთან დაპირისპირება არ გვაქვს.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ახერხებს რეჟიმი გადარჩენას, ის ამას საკუთარი ინდუსტრიული შესაძლებლობებით, ასევე ენერგიის გამომუშავების უნარით და გზებისა და ხიდების სამხედრო მიზნით გამოყენებით ახერხებს. შესაბამისად, ჩვენი სამიზნეები ყოველთვის იქნება ობიექტები, რომლებიც რეჟიმს პირდაპირ უჭერს მხარს. ცხადია, შესაძლებელია იყოს გზა, ენერგოობიექტი ან ქარხანა, რომელიც ეკონომიკის სარგებელსაც წარმოადგენს, მაგრამ მისი მთავარი როლი რეჟიმისა და მისი სამხედრო აპარატის გაძლიერებაა. ესაა სწორედ ჩვენი სამიზნე, ამაზე ვართ კონცენტრირებული. ჩვენ არ ვესვრით საავადმყოფოებს ან სხვა მსგავს ადგილებს. ჩვენ არ ვესვით სხვა სამედიცინო პუნქტებს და დღის ზრუნვის ცენტრებს. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ისინი არასდროსაა ჩვენი სამიზნე. ჩვენ სამიზნეში იმ ობიექტებს ვიღებთ, რომლებიც რეჟიმს ტერორიზმის ექსპორტსა და ბირთვული პროგრამის დაცვაში მხარს უჭერს."

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარკო რუბიომ აღიარა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ქმნის პირობებს, რაც ირანში სამოქალაქო მოსახლეობას საკვების დეფიციტისკენ უბიძგებს, მცდარია. ასევე არაზუსტია მტკიცება, რომ რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია განზრახ იღებს მიზანში ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. პირიქით, მარკო რუბიომ ინტერვიუში ისაუბრა ვაშინგტონის პოლიტიკაზე, რომელიც, მისი თქმით, სამიზნეში იმ ობიექტებს იღებს, რომლებიც რეჟიმს ემსახურება და არა იმ ობიექტებს, რომლებიც მოქალაქეებს ზიანს აყენებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, გზებზე, საწარმოებსა თუ ელექტროსადგურებზე საუბრისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ისინი იმ შემთხვევაში ხდებიან სამიზნეში თუ აღნიშნული ობიექტები უპირველესად რეჟიმსა და მის ბირთვული პროგრამას ემსახურებიან.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.