Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ყალბია ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პეტერ მადიარმა ლეკვი შეწვა მიკროტალღურ ღუმელში

ყალბია ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პეტერ მადიარმა ლეკვი შეწვა მიკროტალღურ ღუმელში

აპრილს 29, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

უნგრეთის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარის შესახებ, თითქოს მან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას მიკროტალღურ ღუმელში ლეკვი ცოცხლად შეწვა (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული).



აღნიშნული დეზინფორმაცია პირველად 2026 წლის 6 აპრილს გავრცელდა და ეყრდნობოდა მტკიცებას, თითქოს პეტერ მადიარის ყოფილმა მეუღლემ და უნგრეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ გამოსცა მემუარები სახელად “16 წელი მონსტრთან ერთად,” სადაც ეს ეპიზოდიც აღწერა.

პოლონური და უნგრული AFP-ის ფაქტების გადამოწმების კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი წიგნი საერთოდ არ არსებობს. უნგრულენოვანი წიგნის სათაურის ძიებისას მკვლევარებმა მიაგნეს Magyar Girek 24-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც 2026 წლის 6 აპრილით თარიღდება. სწორედ ამ სტატიიდან მომდინარეობს ვირუსულად გავრცელებული ფოტოკოლაჟიც. AFP-მ წიგნის კვალს ვერ მიაგნო ონლაინ-მაღაზიებში, ვერც წიგნების მაღაზია Libri-ში (სადაც, თითქოს იყიდებოდა ეს ავტობიოგრაფია) და ვერც გამომცემლებთან კომუნიკაციის შედეგად. 2026 წლის 9 აპრილს კი თავად იუდით ვარგამაც დაუდასტურა AFP-ს, რომ ავტობიოგრაფია არ დაუწერია და ეს ყალბი ამბავი იყო.

AFP-ის გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ის ვებ-საიტი, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია ვარგას ავტობიოგრაფიის და “ლეკვის ეპიზოდის” შესახებ, იმ დღეს დარეგისტრირდა, როდესაც ყალბი ამბავი გამოქვეყნდა. Who.is ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელია საჯარო დომეინების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, მართლაც დასტურდება, რომ ვებგვერდი 2026 წლის 6 აპრილს არის შექმნილი.


გარდა ამისა, დეზინფორმაციის გასავრცელებლად შექმნილ საიტზე არ მოიძებნა არც მფლობელის შესახებ ინფორმაცია, ხოლო საიტის საკონტაქტო ფორმაში მოყვანილი ტექსტი ამერიკული კრიმინალური სერიალიდან “სამართალი და წესრიგი” (Law & Order) იყო აღებული. ამ საიტზე განთავსებული ერთი სავარაუდო ილუსტრაცია კი 99%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ აღმოჩნდა გენერირებული.

AFP-მ ასევე მიაკვლია, რომ ამ ყალბი პორტალის უკან იდგა ქსელი Storm-1516, რომელიც დადასტურებულად არის კავშირში რუსეთთან და ცნობილია ყალბი საიტების შექმნით და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით.


მადიარის მიერ ლეკვის “შეწვის” შესახებ სიუჟეტი მხოლოდ უნგრეთის შიგნით არ გავრცელებულა. ეს ბრალდება ასევე გაიმეორა პოლონეთის ოპოზიციური პარტია “წესრიგი და სამართლიანობის” ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ. თუმცა, რამდენიმე საათში პარტიის წარმომადგენელმა აღიარა, რომ კაჩინსკი შეცდა და დაეყრდნო ინტერნეტში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.


See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.