Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ

დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ

აპრილს 22, 2026 · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას მოქალაქემ გალანძღა.
ვიდეო ავსტრალიელი კომედიანტის მიერ, სხვადასხვა ვიდეოს ერთმანეთთან მიერთებით არის შექმნილი.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მოქალაქემ Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას გალანძღა. ვიდეოში სამ ადამიანს ვხედავთ: გადაცემის წამყვანს, მოქალაქეს და დონალდ ტრამპს. ვიდეოს წყობა გვაფიქრებინებს, რომ მოქალაქე და დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ირანში ომის განსახილველად ერთვებიან. წამყვანის შეკითხვის შემდეგ , თუ რისი თქმა სურს დონალდ ტრამპისთვის, მოქალაქე უშვერი სიტყვებით ლანძღავს პრეზიდენტ ტრამპს და ახსენებს ომის დაწყებასაც. ამ მონაკვეთის განმავლობაში წამყვანი თითქოს ცდილობს მოქალაქის დამშვიდებას. ვიდეოს ბოლო მონაკვეთში დონალდ ტრამპი სვამს კითხვას "რომელი ქვეყნიდან ხართ?".

აღნიშნული ინციდენტის კონტექსტუალურ ძიებას ღია წყაროებში, მივყავართ სოციალური პლატფორმა TikTok-ის გვერდამდე, საიდანაც სავარაუდოდ გავრცელდა აღნიშნული ვიდეო. გვერდი ეკუთვნის ჯონ-ბერნარდ კაირუს (Jon-Bernard Kairouz), რომელიც გვერდის აღწერაში საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც ავსტრალიელ კომედიანტს და პრეზენტატორს. მის გვერდს 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კონკრეტული ვიდეო კაირუს TikTok გვერდზე 2026 წლის 10 მარტს დაიდო. ვიდეოზე და კაირუს პროფილის ფოტოზე დაკვირვებით აშკარა ხდება, რომ ამ ვიდეოში კაირუ Fox News-ის წამყვანის როლში თავადაა, რაც უკვე ცხადად მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული ინტერაქცია Fox News-ზე არ მომხდარა და ვიდეოში, სავარაუდოდ, მხოლოდ Fox News-ის ლოგო და ახალი ამბების სტრიქონია გამოყენებული.

Google-ის საძიებო სისტემაში კაირუს შესახებ ინფორმაცია Fox News-თან მის კავშირს არ მოიცავს. კაირუს TikTok გვერდზე თვალის გადავლებით გასაგები ხდება, რომ მას მსგავსი სტილის ვიდეოები სხვა პოლიტიკოსების, მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მონაწილეობითაც აქვს შექმნილი. ამ ვიდეოშიც, ავსტრალიის პრემიერს იგივე ქალბატონი ლანძღავს.

ჯონ-ბერნარდ კაირუ თავის ზემოთ-მითითებულ ვიდეოში ამ ქალბატონს Auntie Christine-ს (დეიდა კრისტინს) ეძახის. ამ სახელით ძიებას მივყავართ კიდევ ერთ TikTok გვერდამდე, რომელიც აღნიშნულ ქალბატონს ეკუთვნის. გვერდი პირადი ხასიათისაა და აქ განთავსებულ ვიდეოებში ქალბატონი, Auntie C, სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს და მათ შორის პოლიტიკოსებსაც ლანძღავს. აქვე ვხვდებით დონალდ ტრამპის ლანძღვის ვიდეოს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ცალკე მდგომი კომენტარის შემცველი ვიდეოა და არა ჩართვა Fox News-თან.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.