FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის შესახებ, ყალბი ვიდეო ვრცელდება
2026 წლის 27 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კაშ პატელის, ელფოსტა გატეხეს და ინტერნეტში მისი პირადი ფოტოები და სხვა დოკუმენტები გამოაქვეყნეს. მას შემდეგ, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ინდური წარმოშობის მამაკაცის ცეკვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არაერთ ენაზე გავრცელდა ყალბი აღწერა, რომლის მიხედვითაც კაშ პატელის გატეხილი ელფოსტის მასალებიდან იქნა ამოღებული. განსაკუთრებით აქტიურობდნენ რუსული ანგარიშები, რომელთა მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ქართულენოვანმა ანგარიშებმა ქართულ საინფორმაციო სივრცეში გაავრცელეს.
რეალურად, ვიდეო ინტერნეტში 2020 წლიდან არის ხელმისაწვდომი.
ამავდროულად, ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცის სახეზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ ის კაშ პატელს არ არის.
29 მარტს, კაშ პატელის პირადი სურათების გამოქვეყნებიდან ორ დღეში, რუსულმა ანგარიშებმა ტელეგრამზე (1, 2, 3, 4), Facebook-სა (1, 2, 3, 4) და პლატფორმა X-ზე (1, 2, 3, 4) ვიდეო ყალბი აღწერით კოორდინირებულად გაავრცელეს.
რუსულ სოციალურ მედია სივრცეში ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ის ქართულმა ანგარიშებმაც (1, 2, 3, 4, 5) გამოაქვეყნეს.