Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში თეთრ სახლზე რობოტების თავდასხმის AI გენერირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში თეთრ სახლზე რობოტების თავდასხმის AI გენერირებული ვიდეო ვრცელდება

მარტს 19, 2026 · Verified Facts · Verdict: Altered · საერთაშორისო

სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეოები ( ბმული 1, ბმული 2), რომელზეც ასახულია, როგორ ესხმის თეთრ სახლს რობოტების არმია.


ერთ-ერთ პოსტში მოცემულია შემდეგი მტკიცება: „ჩინელებმა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნეს ვიდეო, თუ როგორ იღებენ თეთრ სახლს ჩინური რობოტები“. მეორე პოსტის მიხედვით, ვიდეო ჩინეთმა გამოაქვეყნა.

სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეოს პირველწყარო უცნობია. შესაბამისად, ფაქტებს არ ეფუძნება მტკიცება, რომ ვიდეო ჩინეთის სახელმწიფო უწყებების მიერ შეიქმნა ან გამოქვეყნდა. ამასთან, მეორე პოსტში საერთოდ გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული.

ის რომ აღნიშნული ვიდეო ნამდვილი არ არის, მარტივად გადამოწმებადია. პირველ რიგში ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში ვხედავთ ხატულას, რომელზეც მითითებულია AIGC – ანუ Artificial Intelligence Generated Content - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონენტი. ხატულა იმგვარადაა განთავსებული, რომ დამატებითი განმარტების გარეშე შესაძლოა მომხმარებელმა რომელიმე ტელევიზიის ლოგოდაც კი მიიჩნიოს.

მოცემული ვიდეოს ხელოვნური ინტელექტის გენერირების დადასტურება ვიდეოს ხარისხითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, ვიდეოს დასაწყისში თვითმფრინავიდან პარაშუტით დესანტი ხტება. კადრში ჩანს, რომ მათი პარაშუტები ყავისფერია. როდესაც დესანტი უკვე თეთრი სახლის წინ ქუჩაზე ეშვება, პარაშუტების ფერი შეცვლილია და ის წითელ-თეთრია.



ვიდეოს კიდევ ერთ მონაკვეთში, თეთრი სახლის უკანა მხარეს განთავსებულ კოლონებს ვერტმფრენიდან გასროლილი რაკეტა ხვდება და ინგრევა. ვიდეოს ბოლოს დანგრეული კოლონები თითქმის სრულად აღდგენილია, ხოლო თავდაპირველად გადარჩენილი მოაჯირი პირიქით - დანგრეულია.

ამასთან, თეთრი სახლის უკანა მხარე ასე გამოიყურება - კოლონების ორივე მხარეს ვხედავთ ოთხ-ოთხ ფანჯარას.

ხოლო ვიდეოს ბოლოს თეთრი სახლი „ერთი ფანჯრით უფრო ვიწროა.“

მსგავსი ვიდეოები ვირუსულად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და, სავარაუდოდ, ჩინეთში წარმოებული რობოტების საკითხით ასეთი დაინტერესება ჩინურ ახალ წელს გამართულმა ერთ-ერთმა საჩვენებელმა გამოსვლამ გამოიწვია. 2026 წლის ღონისძიებაზე ბავშვებთან ერთად სცენაზე რობოტები გამოვიდნენ და სხვადასხვა საცეკვაო ნომერსა და საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებაში მიიღეს მონაწილეობა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებულ ვიდეოში მოცემული რობოტების დიზაინი სწორედ ამ გამოსვლაში მონაწილე რობოტების დიზაინს ემთხვევა. როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, რობოტები, რომლებიც ჩინური ახალი წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვიხილეთ, კომპანია უნიტრის (unitree) მიერ არის წარმოებული. კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ისინი სამი ტიპის ჰუმანოიდ რობოტებს აწარმოებენ - G1, R1 და H2. მათი ფასები 5 900-დან 48 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამჟამად კომპანია მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების ჰუმანოიდ რობოტებს აწარმოებს. ვიდეოში „თეთრ სახლზე თავდამსხმელი“ რობოტები G1 მოდელებია.

ჩინური რობოტების მონაწილეობით გავრცელებული სხვა ვიდეოს ნამდვილობა Deutche Welle-ს ფაქტების გადამმოწმებლებმა გამოიკვლიეს. ამ შემთხვევაში ვიდეოში სამხედრო სწავლებაში მონაწილე რობოტებს ვხედავთ. აღნიშნული ვიდეოც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ პირველწყარო არც ამ ვიდეოს შემთხვევაშია მიკვლევადი, სოციალურ ქსელებში ვიდეოს გამავრცელები ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო „ჩინეთმა გაავრცელა“.

ამდენად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულია. მტკიცება, რომ ვიდეო „ჩინეთმა გაავრცელა“, არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.