Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა

ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა

მარტს 10, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის რეჟიმი სომხეთზე თავდასხმასაც განიხილავს.
აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაციების მიერ არ დასტურდება.
გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ მოყვანილი პიროვნების კვალიფიკაცია ომის ან გეოპოლიტიკის საკითხებში ასევე არ არის დადასტურებული.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის რეჟიმი სომხეთსა და აზერბაიჯანზე თავდასხმასაც განიხილავს. ინფორმაცია რამდენიმე აქტიურმა ქართულმა ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელა (1; 2; 3, დაარქივებული ბმული). აღნიშნულ ანგარიშებს წყაროდ მოყვანილი ჰყავთ დოქტორ ილაი დეივიდის პოსტი პლატფორმა X-ზე.

დოქტორი ილაი დეივიდი თავის სოციალურ პლატფორმებზე (X, Instagram, LinkedIn) საკუთარ თავს ახასიათებს როგორც ხელოვნური ინტელექტის მკვლევარს და ბიზნესმენს. როგორც იგი აღნიშნავს, მისი სპეციალობა ღრმა სწავლება და ევოლუციური კომპუტაციაა, რაც ასევე ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. Forbes-ის ტექნოლოგიური საბჭო ილაი დეივიდს ასევე მსგავს დახასიათებას აძლევს. არ იძებნება ინფორმაცია მისი ექსპერტიზის შესახებ ომის, საერთაშორისო პოლიტიკის ან გეოპოლიტიკის საკითხებში. ასევე არაფერი მიუთითებს, რომ ილაი დეივიდს შეიძლება ახლო კავშირები ჰქონდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და სხვებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციასთან ჰქონდეს შეხება.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული ირანზე შეტევის შემდეგ, დოქტორი ილაი დეივიდი საკმაოდ ხშირად ეხმაურება ამ თემას. ის ამას ძირითადად პოსტების (1; 2; 3) სახით აკეთებს პლატფორმა X-ზე. ქართულ სოციალურ ქსელებში ციტირებული მისი პოსტიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო.

ილაი დეივიდს აღნიშნულ პოსტში ან მის კომენტარებში მითითებული არ აქვს წყარო ან მტკიცებულება, რაზე დაყრდნობითაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირანი სომხეთზე, აზერბაიჯანზე ან ორივე მათგანზე შეტევას განიხილავს.

ირანის ურთიერთობას სომხეთთან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ახასიათებს რაიმე სახის დაძაბულობა, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მათ შეიძლება სომხეთზე შეტევის განხორციელება განიხილონ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის გავრცელების მომენტში ღია წყაროებში არ იძებნებოდა რაიმე ინფორმაცია, რაც მსგავსი ინფორმაციის ნამდვილობას დაადასტურებდა. ამ თემაზე ვერ შეხვდებით ინფორმაციას მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო გამოცემებისგანაც.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.