Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
იტალიას ისრაელის საერთაშორისო იზოლაციის მოქცევის მოწოდება არ გაუკეთებია

იტალიას ისრაელის საერთაშორისო იზოლაციის მოქცევის მოწოდება არ გაუკეთებია

მარტს 11, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article
მოკლედ საკითხავი
Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იტალიამ ისრაელს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა და საერთაშორისო თანამეგობრობას მისი იზოლაციისკენ მოუწოდა;
მსგავსი ინფორმაცია სანდო წყაროებს არ გაუვრცელებიათ და არ დასტურდება;
ინფორმაციის პირველწყარო პაკისტანელი ბლოგერია.


2025 წლის 2 მარტს, პაკისტანტელმა იუთუბერმა და ბლოგერმა Raza Samo გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც იტალიამ ოფიციალურად დაადანაშაულა ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისი იზოლირება მოახდინოს. აღნიშნული ინფორმაცია იდენტური სურათით ქართულ Facebook-სივრცეშიც გავრცელდა.



ინფორმაციის პირველწყარო, Raza Samo, არ არის სანდო. როგორც მის Facebook, ასევე YouTube გვერდს, გაზვიადებული, ემოციური ან სენსაციური პოსტები ახასიათებს, ვიზუალური მასალა კი დიდწილად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. მსგავსი ტექნიკების გამოყენება ე.წ "ქლიქბეითს" (Clickbait) ახასიათებს. მსგავსი პოსტების მიზანი არის რაც შეიძლება მეტი რეაქციის, ნახვის და კომენტარის მოზიდვა და არა დადასტურებული, სანდო ინფორმაციის გავრცელება.

რაც შეეხება კონკრეტულ პოსტს, რომელშიც ისრაელის შესახებ იტალიის მთავრობის პოზიციაზე არის საუბარი, მასზეც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი არის დართული. ამავდროულად, არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია - ციტატა და თუ ვინ გააკეთა იტალიის მთავრობიდან მსგავსი განცხადება. პოსტზე ასევე არ არის დართული წყარო, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებდა.

2025 წლის 28 თებერვალს ირანის რეჟიმზე აშშ-ისრაელის საერთო ძალისხმევით განხორციელებულ სამხედრო დარტყმების ფონზე, იტალიის მთავრობამ "კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში გაბედულად მოითხოვა მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პატივისცემა" და ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების დაბომბვა "გაუმართლებელ თავდასხმად" შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ იტალიურ ტელეკომპანია TG5-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, "მაგრამ შეთანხმება ჩავარდა და აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს შეტევა ევროპელი პარტნიორების ჩარევის გარეშე“. იმავე ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის კრიზისის წარმოშობაში 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მნიშვნელობას, რამაც, მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიც წაახალისა - "როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი განზრახ დაესხა თავს მეზობელს, გარდაუვალი იყო, რომ ეს ქაოსამდე მიგვიყვანდა“, თქვა მელონიმ.

ზოგადად, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი და მისი მთავრობა ევროპის მასშტაბით ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მიუხედავად ამისა, მელონიმ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და ისრაელს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის პატივისცემისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.



See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.