Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა

სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა

იანვარს 25, 2026 · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

ინფორმაცია, რომ პოსტერზე უკრაინის შეიარაღებული ძალების რეკლამაა გამოსახული, სოციალურ ქსელში გაავრცელეს როგორც ქართულმა, ისე რუსულენოვანმა წყაროებმა.
გავრცელებულ პოსტერზე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოქალაქეებს არმიაში მსახურის სანაცვლოდ ელექტროენერგიას და გათბობას სათავაზობს.
რეალურად პოსტერი არ წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეკლამას და მთლიანი ფოტო, რომელზეც პოსტერია გამოსახული, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სარეკლამო პოსტერის ფოტო. აღწერის მიხედვით პოსტერი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კიევში განთავსებულ რეკლამას წარმოადგენს, რომელშიც მოქალაქეებს უკრაინის არმიაში შეერთებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული პოსტერის ფოტო ვირუსულად გაავრცელა რუსულმა ანგარიშმაც Саня во Флориде, ტელეგრამსა და ფეისბუქზე. რეკლამის მიხედვით, უკრაინის არმიაში მსახურის სანაცვლოდ მოქალაქე გარანტირებული იქნება ელექტროენერგიით, გათბობითა და თბილი საკვებით (დაარქივებული ბმული).

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტერი. წყარო Саня во Флориде ფეისბუქ ანგარიში.

პოსტერი უკრაინაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გავრცელდა, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვებისა და საჰაერო დარტყმებითაა გამოწვეული. შედეგად, უკრაინაში ელექტროენერგია ხშირად ითიშება და როგორც დედაქალაქ კიევში, ისე სხვა ქალაქებში გათბობა ხშირად ხელმისაწვდომი არ არის.

"ჯეოფაქტსმა" გავცელებული პოსტერის ნამდვილობა გადაამოწმა და აღმოაჩინა ის უზუსტობები, რაც პოსტერის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, გავრცელებულ ფოტოზე დატანილი ტექსტების გარჩევადობა განსახვევებულია პოსტერის კუთხეებსა და ცენტრში. გადიდებისას აშკარაა, რომ ცენტრალური ტექსტის ხარისხი და გარჩევადობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კუთხეებში არსებულისა. რეალური პოსტერის შემთხვევაში, ტექსტის გარჩევადობის ხარისხი პოსტერის ყველა ნაწილში მეტ-ნაკლებად მსგავსი იქნებოდა.

პოსტერის ნამდვილობას ასევე ეჭვქვეშ აყენებს მასზე დატანილ ტექსტში დაშვებული ენობრივი შეცდომები - მაგალითად უკრაინის შეიარაღებული ძალების სწორი დასახელების ნაცვლად, რომელიც უკრაინულად გამოიყურება როგორც Збро́йні Си́ли Украї́ни, პოსტერზე მითითებულია Зйро́йні Сили Украї́ни.

ვებსაიტი zsu.team, რომელიც პოსტერზეა გამოსახული, არ ეკუთვნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. სწორი მისამართი ამ შემთხვევაში zsu.gov.ua იქნებოდა.

აღნიშნული პოსტერის შექმნისთვის სავარაუდოდ, 2023 წლის 17 აპრილს კიევის ადგილობრივი სამხედრო მობილიზაციის ცენტრის მიერ გამოაქვეყნებული ფოტო გამოიყენეს. ორიგინალ სამობილიზაციო პოსტერზე ჩანს, რომ მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე შეერთებისკენ მოუწოდებენ.

კიევის ადგილობრივი სამხედრო მობილიზაციის ცენტრის მიერ გავრცელებული პოსტერი. Screenshot.

აღნიშნული პოსტერის ნამდვილობა ესტონურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Delfi-მაც გადაამოწმა და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილად შეაფასა.



See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.