Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუდან ორი სხვადასხვა ეპიზოდი მანიპულაციურადაა გაერთიანებული

ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუდან ორი სხვადასხვა ეპიზოდი მანიპულაციურადაა გაერთიანებული

იანვარს 20, 2026 · Verdict: Newspaper article
Share

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თითქოს პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილს "გაპუტულ წიწილას" უწოდებს
სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და აღნიშნული სიტყვებით პუბლიცისტი ქართულ პოლიტიკას ახასიათებს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც "ტვ პირველის" ეთერში პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუა ასახული. ვიდეოში მეგრელიშვილი ამბობს: "მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, ის დღეს არის პატარა, დასველებული, გაპუტული წიწილა" (არქივირებული ბმული).

2022 წლის 1-ლი ოქტომბრის გადაცემაში პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი უკრაინის ომზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე საუბრობს. გადაცემის პირველ ნაწილში იგი 24 თებერვალს დაწყებული უკრაინის ომის მიმდინარე პროცესებზე, მის მიერ გამოწვეულ შესაძლო გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ძალთა ბალანსის პოტენციურ ცვლილებაზე საუბრობს:

"...ჩვენ ვდგავართ ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე, სამყარო იცვლება ჩვენ თვალწინ, ხდება უზარმაზარი გადალაგება გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული...იცით რისი ეჭვი მაქვს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია აბსოლულტურად, მე საერთოდ მგონია, რომ ერთი ძალიან სერიოზული მოთამაშე პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე, რომელიც დღეს არ იძვრის და ბუდისტურ დუმილშია, დაიძვრება ერთ მშვენიერ დღეს - ეს იქნება ჩინეთი და მე-20 საუკუნის ჰეგემონიური სახელმწიფოები ამერიკა და რუსეთი შეიძლება ჩაანაცვლოს ჩინურმა ჰეგემონიამ...რაც ახლა მე ვთქვი, ამის ფონზე ქართული პოლიტიკა დღეს არის პატარა, დასველებული, გაპუტული წიწილა".

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, პუბლიცისტი მესამე პრეზიდენტზე გადაცემის მეორე ნაწილში საუბრობს, რომელშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებებს, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ამ ყველაფრისადმი საკუთარ განწყობებსა და გამოცდილებებს განიხილავს:

"...მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, ის არც თქვენი მამიდაშვილია, არც ჩემი ბიძაშვილია. მე, სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდა, ძალიან სერიოზული თანაც, თავის დროზეც, და ძალიან დიდი შეტაკებები და ჩემი ბუნებიდან გამომდინარე - მე მაჩხუბარი ადამიანი ვარ და - ჩხუბებიც. მაგრამ დღეს ერთი წელი გახდა, რაც ციხეში ზის არა ვიღაც კრიმინალი, არამედ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს, რომელსაც შენ ეგონე კომბუჯუ, გააგებინა, რომ არსებობს საქართველო. არც ერთმა ქართველმა მიხეილ სააკაშვილამდე არ იცოდა ჰიმნი ზეპირად...ერთადერთი ზვიადის დროს ის ცნობილი ძველი მენშევიკების დროინდელი სიმღერა იმღერებოდა. ჩვენ ჰიმნი არ ვიცოდით ქართველებმა და ჩვენ ჰიმნი დღეს ვიცით..."

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუდან ორი სხვადასხვა ეპიზოდი მანიპულაციურადაა გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ რედაქტირებული ვიდეო თავდაპირველად 2022 წლის ოქტომბერში გავრცელდა TikTok-პლატფორმაზე და იგი POSTV-ანალიტიკის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაცემაშიც მოხვდა მეგრელიშვილისა და სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით.


See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.