Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მექსიკელი ქალი და მისი ბრალდებები კანიბალიზმზე ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული არ არის

იანვარს 26, 2026 · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდა მექსიკელი ქალის ვიდეო, რომელიც ვიდეოს გამავრცელებლის მიხედვით ეპსტინის კუნძულიდან გაიქცა და კანიბალიზმის ფაქტების შესახებ საუბრობდა.
სინამდვილეში, არ დასტურდება, რომ ახალგაზრდა ქალი ეპსტინის კუნძულიდან გაიქცა ან იქ მომხდარი მოვლენების შესახებ საუბრობდა.


სოციალურ ქსელში ვრცედლება ვიდეო, რომელშიც, აღწერის თანახმად, მექსიკელი მოდელი გაბრიელა რიკო ხიმენესი ჯეფრი ეპსტინის კუნძულიდან გაქცევის შემდეგ კუნძულზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ კი კანიბალიზმზე საუბრობს. აღწერა ასევე მიუთითებს, რომ ხიმენესი პოლიციამ მალევე დააკავა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გაბრიელა რიკო ხიმენესის შესახებ აღნიშნული ვიდეოს მიღმა ინფორმაცია ინტერნეტში პრაქტიკულად არ მოიპოვება.

YouTube-ზე გაბრიელა რიკო ხიმენესის სახელის ძებნას მივყავართ 2009 წელს ატვირთულ მექსიკურ ღამის ამბების გამოშვებამდე, რომელშიც აღწერილია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილი ინციდენტი. მექსიკური არხი Info 7, რომლის ღამის გადაცემაც საუბრობს ხიმენესის ინციდენტის შესახებ, მექსიკის ქალაქ მონტერეიში, ნუევა ლეონის შტატშია ბაზირებული და ძირითადად ამავე ქალაქის სიახლეებს ფარავს. ვიდეოს მოვლენებიც ქალაქ მონტერეის ერთ-ერთ სასტუმროსთან ვითარდება.

სოციალურ ქსელში ვიდეოს მხოლოდ მოკლე მონაკვეთია გავრცელებული. მისი სრული ვერსიის შესწავლით ცხადი ხდება, რომ გაბრიელა რიკო ხიმენესი კანიბალიზმში ბრალს სდებს მექსიკაში ცნობილ გავლენიან ბიზნესმენს და მასთან ასოცირებულ პირებს. ხიმენესის მიერ ნათქვამი სახელის მიხედვით საუბარია ბიზნესმენ კარლოს სლიმ ჰელუზე (Carlos Slim Helú) ან მის ვაჟზე, კარლოს სლიმ დომიტზე (Carlos Slim Domit).

ქალი საუბრობს, რომ ის დატყვევებული იყო და კანიბალიზმის შემთხვევებს ტყვეობისას შეესწრო. ტყვეობის პერიოდი მისი საუბრიდან ცხადი არ არის. ერთ მონაკვეთში ის ამბობს, რომ ეს წელიწადი და 4 თვე გრძელდებოდა. სხვა მონაკვეთში კი საუბრობს, რომ ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. შემთხვევის შესახებ შედარებით ვრცელი სტატია აქვს მომზადებული ბრიტანულ ტაბლოიდ Daily Mail-საც.

გაბრიელა რიკო ხიმენესის თავდაპირველ ისტორიაში არსად ფიგურირებს ჯეფრი ეპსტინის სახელი და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მას ეპსტინთან რამე საერთო აქვს. ასევე უნდა ითქვას, რომ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ხიმენესი ეპსტინის კუნძულიდან გამოიქცა. ვიდეოს მოქმედება მექსიკის ქალაქ მონტერეიში ვითარდება, რომელიც ეპსტინის კუნძულად წოდებული მცირე სენტ ჯეიმსის კუნძულიდან თითქმის 3,500 კილომეტრითაა დაშორებული.

მექსიკურ საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად დასტურდება, რომ პოლიცია აკავებს ხიმენესს. თუმცა, გამოშვების ორიგინალი ვიდეოთი არ დასტურდება მისი რაიმე კავშირი ჯეფრი ეპსტინთან.







See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.