სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ხელზე კოცნის, რედაქტირებულია.
ნამდვილ ვიდეოში კობახიძე საამიროების პრეზიდენტს ხელს ართმევს და ამგვარად ესალმება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს ხვდება და ხელზე კოცნის. (არქივირებული ბმული)
რეალურად ვიდეო, , სავარაუდოდ, ხელოვნურ ინტელექტით არის რედაქტირებული.
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს 2026 წლის 4 თებერვალს დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო "ტვ იმედმა" გაავრცელა, რომელშიც კობახიძე შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს ხელს ართმევს, თუმცა ვიდეოში ხელზე კოცნის კადრი არ გვხვდება. მსგავსი კადრი არც შეხვედრის ფოტოებში ფიგურირებს, რომელიც "საქართველოს მთავრობის" Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი.