Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: Adidas რუსეთში ოფიციალურად ბრუნდება

დეზინფორმაცია: Adidas რუსეთში ოფიციალურად ბრუნდება

მაისს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „Nero Nero“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთში სპორტული ბრენდი Adidas ოფიციალურად ბრუნდება და ის რეესტრში კვლავ რეგისტრირებულია.

„Adidas ოფიციალურად ბრუნდება რუსეთში - ბრენდი კვლავ რეგისტრირებულია რეესტრში. ახლა კომპანიას შეეძლება კანონიერად აწარმოოს და გაყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები საკუთარი სახელით. შეგახსენებთ, რომ Adidas-მა ქვეყანაში ბიზნესი 2022 ყველა მაღაზია დახურა. (ვსიო) მორჩა სანქცია წადით სახლებში“, - ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა.

Adidas-მა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ 2022 წლის 9 მარტს გამოაცხადა, ხოლო ქსელის საცალო მაღაზიები აქედან რამდენიმე დღეში დახურა.

ამის შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სანქციების მიუხედავად, გერმანული Adidas რუსულ ბაზარზე ბრუნდება.

მაგალითად, 2023 წლის 2 მაისს რუსულმა სამთავრობო მედია Tass-მა უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Adidas-ის სპორტული ტანსაცმლის ბრენდის მაღაზიები შესაძლოა რუსეთში ახალი ფორმატით წლის ბოლომდე გახსნილიყო. ამავე მედიის მიხედვით, ადრე ცნობები გავრცელდა, რომ Adidas თავისი რუსული განყოფილების უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემას და შედეგად რუსეთში 100-მდე მაღაზიის ხელახლა გახსნას გეგმავდა.

2023 წლის 6 დეკემბერს ასევე რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც რუსული მაღაზიის დახლებზე ბრენდების დაბრუნების შესახებ იტყობინებოდა. კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ Adidas-ისა და Reebok-ის პროდუქცია დასავლური სპორტული ბრენდების დისტრიბუტორ Lestate-ის მიერ დაარსებულ ახალ ASP ქსელში გაიყიდებოდა.

Reuters-ის მიერ ამ საკითხზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ასევე „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეეხება, აღნიშნულია, რომ „რუსებმა ბრენდების გადინების პრობლემის გადაჭრის გზები შეიმუშავეს მცირე მასშტაბის იმპორტისა და ონლაინ გამყიდველების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს უცხოური ბრენდების განსაკუთრებით კი ისეთი სამომხმარებლო საქონლის შენარჩუნებას, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარებიან“. Reuters-ის ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ Adidas ან Reebok ხელს უწყობდნენ Lestate-ს მათი საქონლის გაყიდვაში.

2025 წლის მარტში გერმანულმა Deuche Welle-მ გერმანულ კომპანიებს ჰკითხა ამერიკის ახალი ადმინისტრაციასა და კრემლს შორის არსებული კონტაქტების ფონზე აპირებდნენ, თუ - არა ისინი რუსეთში დაბრუნებას. Adidas-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიდგომაში არაფერი შეცვლილა. ხოლო ოდნავ უფრო ადრე, პრეზენტაციაზე, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი რუსულ მარკეტინგზე წამითაც კი არ ფიქრობდნენ.

Adidas-ის რუსეთში დაბრუნების თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა 2025 წლის ივლისში, როდესაც სხვადასხვა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანულმა ბრენდმა 11 ივლისს რუსეთის „როსპატენტში“ თავისი ლოგო დაარეგისტრირა.

mskagency.ru-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანია სავაჭრო ნიშნებს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის №3, 9, 14, 16, 18, 24, 25, 27, 28 და 35 კლასებში არეგისტრირებს. რაც, გამოცემის მიხედვით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავსაბურავების, სპორტული საქონლის, სამკაულებისა და სუნამოების გაყიდვისა და წარმოების საშუალებას იძლევა. მტკიცება, რომ adidas რუსულ ბაზარზე ბრუნდება სწორედ ამ ინფორმაციიდან გამომდინარეობს.

სინამდვილეში, Adidas-ის მიერ რუსეთში სავაჭრო ნიშანზე განაცხადის შეიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ პროდუქციის გაყიდვები განაახლა. რუსულ ბაზარზე დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ Adidas-ს ოფიციალურად არ განუცხადებია, კომპანიის მიერ რუსეთში პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია არც სხვა სანდო გამოცემას.

სხვადასხვა დასავლური კომპანიების, მათ შორის IKEA-ს, McDonald’s-ის, Intel-ის და სხვათა მიერ სავაჭრო ნიშნის რუსეთში ხელახალი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხსენებული კომპანიები ამ ნაბიჯით რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის ემზადებიან.

რუსულენოვანი გამოცემა „იზვესტიას“ მიხედვით, „რუსული ბაზრიდან გასული უცხოური კომპანიების მიერ ახალი სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია სტრატეგიული მანევრია. პირველ რიგში, ეს ბრენდზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებაა: მაშინაც კი, თუ კომპანია ფიზიკურად წავიდა [ბაზრიდან], მისი სახელი, ლოგო და ამოსაცნობი ელემენტები დაცული რჩება, რაც ხელს უშლის მესამე მხარეებს (იქნება ეს კონკურენტები, ყოფილი პარტნიორები თუ მეწარმე ბიზნესმენები) გამოიყენონ ისინი მათ სასარგებლოდ. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ საავტორო უფლებების მფლობელმა სავაჭრო ნიშანი სამი წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მისი გაუქმება შესაძლებელია“.

ვინაიდან დასავლური კომპანიების უმრავლესობამ რუსული ბაზარი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო 2022 წელს დატოვა, მათი გასვლიდან და სავაჭრო ნიშნის გამოყენებიდან 3 წელი, სწორედ 2025 წელს იწურება.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „პარალელური იმპორტისა და ნაცრისფერი ბაზრის ეპოქაში, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სიტუაციაზე გავლენის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ბერკეტია. ის საშუალებას გაძლევთ, დაიწყოთ სამართლებრივი დევნის წარმოება არაკეთილსინდისიერი მომწოდებლების ან დამრღვევების წინააღმდეგ, ასევე წარმოადგინოთ თქვენი ინტერესები“.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანულ ბრენდს რუსულ ბაზარზე ოფიციალურად დაბრუნების შესახებ არ განუცხადებია, მის მიერ სავაჭრო ნიშნის ხელახალი დარეგისტრირება, სხვა დასავლური კომპანიების მსგავსად, ბრენდის დაცვას და იმიტატორების მიერ მისი გამოყენების პრევენციას უკავშირდება.

ამდენად, მტკიცება, რომ ადიდასი რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, არ დასტურდება.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.