Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

декабрь 22, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში „Irakli Jankarashvili”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ამბობს: „აკაცუკებთან რაღაც სექტანტებთან, ქვიარ აქტივისტებთან და ასე შემდეგ, ამ ყველაფერთან ერთად დებილებიც ვყოფილვართ“. ვიდეოს აღწერაში Facebook-ანგარიში წერს: „ ბოლო თვითონ აღმოაჩინა?“.

ინტერვიუს გავრცელებული მონაკვეთი იმგვარად არის მოჭრილი, თითქოს  ლუკა ჭოხონელიძე საპროტესტო აქციებზე შეკრებილ მოქალაქეებზე საკუთარ პოზიციას აჟღერებს. რეალურად, ინტერვიუს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ აქტივისტი არა საკუთარ, არამედ პროტესტის მონაწილეებზე „ქართული ოცნების“ პოზიციას აჟღერებს.

ლუკა ჭოხონელიძის ინტერვიუს მონაკვეთი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან „რეაქცია“ არის აღებული, რომელიც ეთერში მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გავიდა. პირდაპირ ეთერში სამოქალაქო აქტივისტს ჟურნალისტმა ჰკითხა (იხილეთ ბმულზე): „დეპუტატები ამბობენ, რომ აქ მყოფი ადამიანები, ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, არიან „დახელფასებულები“ და ბრბოდ მოიხსენიებს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. გაგაბრაზათ, თუ – არა ამ განცხადებამ, დღეს რაც მოისმინეთ?“.

ჭოხონელიძე ჟურნალისტს პასუხობს: „ესე იგი,  „ქართული ოცნებისთვის“ ჩვენ აკაცუკებთან, რაღაც სექტანტებთან, ქვიარ აქტივისტებთან და ასე შემდეგ ამ ყველაფერთან ერთად დებილებიც ვყოფილვართ, ანუ ყოველდღე 5000 ლარით გვაჯარიმებენ და აი, რამხელა ხელფასი უნდა ჰქონდეს აქ თითოეულ ადამიანს, რომ თან ეს ყადაღა გადაფაროს და თან რაღაც ბენეფიტი ჰქონდეს ამაში და ეს უღირდეს. ხო ალოგიკურია, მაგრამ „ქართული ოცნებაა“, ანუ ლოგიკურია. ესე იგი,  შეშინება არის ყველაზე შეუსაბამო ტერმინი, რაც ამ ადამიანებზე შეიძლება ვთქვათ.  ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც პოლიციამ მოგვიწოდა ტროტუარიდან გადაწევისკენ, ამ დროს ჩვენ ვიხილეთ წინააღმდეგობის მოძრაობა, სპონტანურად შექმნილი. ხო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არის და მოდის წინააღმდეგობაში იმ დრაკონულ კანონებთან, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობთ, არის პირველ რიგში რეჟიმის დემონტაჟის მომასწავებელი. ეს სიტყვები შეიძლება ვიღაცას, პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ასეა. ეს პროტესტი „ქართულ ოცნებას“ რომ არ აწუხებდეს და რომ გამოდის ამხელა პრემიერი კაცი ეს სუპერ ძალოვანი ადამიანი რომ გამოდის და იძახის, რომ მოკლედ ესე იგი კი კაცო 50 აკაცუკი იყვნენო  ხო, მაშინ ამდენი ასე ვთქვათ კონსტიტუციის ცვლილება, ამდენი კანონის მიღება, ამდენი რეპრესიული მოქმედება რაში სჭირდებათ?! ძალიან მტკივად რუსთაველის პროტესტი და უნდა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ივანიშვილი არ დამარცხდება და არ დაემხობა“.

ამდენად, გავრცელებულ მონაკვეთში სამოქალაქო აქტივისტი საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ხალხის მიმართ არა საკუთარ, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას აჟღერებს. შესაბამისად, ვიდეო დამატებითი კონტექსტის გარეშე შეცდომაში შემყვანია.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „300-კაციანი დახელფასებული ბრბო“ 17 დეკემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უწოდა, მაშინ, როცა „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს მიმართავდა. „გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ. რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ, არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ, რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე. ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის? თუ გიგაური, ლომჯარია და „სამოქალაქო საზოგადოება”, გახარია და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია, მეგობრებო. კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოდგებით თავისი დესტრუქციისთვის,“- განაცხადა  კირცხალიამ.

Все посты

Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
авг 08, 2025
Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
ноя 05, 2024
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
Дезинформация: В Украине планируется начать мобилизацию студентов
окт 25, 2024
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.