Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

декабрь 10, 2025 · Вердикт: Газетная статья

ახალი სავიზო დირექტივები ჟურნალისტიკას ცენზურასთან არასწორად აკავშირებს

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულო ოფიცრებს დაავალა, უარი უთხრან ვიზებზე პირებს, რომლებიც ფაქტების გადამოწმების, მასალის მოდერაციისა და ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ.

ფაქტების გადამოწმება არის ჟურნალისტიკა. ეს არის სამუშაო, რომელიც საჯაროდ გაჟღერებული მტკიცებების საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებთან შედარებასა და შედეგების ყველასთვის გაცნობას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაო არ ახდენს ცენზურას, არამედ აძლიერებს საზოგადოებრივ დისკუსიას. ის აშშ-ში კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული, ხოლო აშშ  მედიის თავისუფლებას საერთაშორისო მასშტაბით დიდი ხანია მხარს უჭერს. ამ სამუშაოს დაკავშირება ცენზურასთან ფაქტების გადამოწმების არასწორად გაგებას ან მის განზრახ დამახინჯებას ნიშნავს.

IFCN-ის გლობალური ქსელი 80-ზე მეტ ქვეყანაში 170-ზე მეტ ორგანიზაციას მოიცავს. ყოველი მათგანი მიუკერძოებლობის, წყაროების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკის მიმართ ერთგულია. ეს არის იგივე სტანდარტები, რომლებიც თაობების განმავლობაში მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას განსაზღვრავდა. ჩვენი პრინციპების ხელმომწერები ინტერნეტიდან კონტენტს არ შლიან, ისინი საჯარო მტკიცებებს ინფორმაციას მატებენ.

ჩვენ ასევე გვაწუხებს შესაძლო შედეგები ნდობისა და უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომელთა მუშაობა ბავშვებს ექსპლუატაციისგან იცავს, ახდენს თაღლითობების პრევენციას და ინტერნეტში კოორდინირებულ შევიწროებას ებრძვის. აღნიშნული ყველასთვის, მათ შორის ამერიკელებისთვის, ინტერნეტს უფრო უსაფრთხოს ხდის. ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მასალის მოდერაცია და ჟურნალისტური ფაქტების გადამოწმება გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკაა.

თავისუფალი მედია და ინფორმირებული საზოგადოება დემოკრატიის საფუძველია. პოლიტიკა, რომელიც სიზუსტისკენ სწრაფვას განიხილავს, როგორც უარყოფით საქმიანობას, მთელ მსოფლიოში გზავნის მსუსხავ მესიჯს ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ.

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) შესახებ

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელი“,  მთელ მსოფლიოში მზარდი ფაქტების გადამმოწმებელთა საზოგადოების გაერთიანების მიზნით, 2015 წელს შეიქმნა. ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფარგლებში ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

ის ფაქტების გადამმოწმებლებს ერთმანეთთან კავშირების დამყარების, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. IFCN მის პრინციპების კოდექსზე ხელმომწერებს – 80-ზე მეტ ქვეყანაში 170-ზე მეტ ორგანიზაციას – ადვოკატირებით, ტრენინგებითა და გლობალური ღონისძიებებით, ეხმარება ფაქტების გადამოწმების განვითარებასა და სრულყოფაში.

IFCN-ის გუნდი აკვირდება ფაქტების გადამოწმების სფეროში არსებულ ტენდენციებს, რათა შესთავაზოს ფაქტების გადამმოწმებლებს რესურსები, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ დისკურსში და მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ჟურნალისტიკაში ანგარიშვალდებულების ზრდას უწყობენ ხელს.

Все посты

В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
сен 02, 2024
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.