Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: Eagle Hills-ის პროექტს 180 000 ჰექტარი მიჰყიდეს

დეზინფორმაცია: Eagle Hills-ის პროექტს 180 000 ჰექტარი მიჰყიდეს

ноябрь 26, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაბებს 180 000 ჰექტარი მიჰყიდა. ავტორი, სავარაუდოდ, Eagle Hills-ის პროექტს გულისხმობს, რომელზეც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და გონიოში არა 180 000, არამედ მასზე 212-ჯერ ნაკლები – 850 ჰექტარია გამოყოფილი და სადაც სახელმწიფო თანამესაკუთრედ რჩება (არქივირებული ბმული).

22 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ირაკლი კობახიძის ხელმოწერით #1712 განკარგულება სათაურით „საინვესტიციო ხელშეკრულებისა“ და „აქციონერთა შეთანხმების“ მოწონებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ აიტვირთა. მეექვსე მუხლის მიხედვით, საინვესტიციო ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებას წარმოადგენს. ამდენად, პროექტთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის პროექტის ფართობი, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ინვესტორების განცხადებებიდან ირკვევა.

ცნობილია, რომ თბილისში კომპლექსის ასაშენებლად კრწანისის ტყე-პარკში 590 ჰა, ხოლო გონიოში 260 ჰა გამოიყოფა. მათი ჯამური ფართობი 850 ჰექტარი ანუ 8.5 კვადრატული კილომეტრია. 180 000 ჰა კი 1800 კვადრატულ კილომეტრს უდრის, რაც ნახევარ აჭარაზე მეტია და თბილისის ფართობს თითქმის ოთხჯერ აღემატება. 850 ჰექტარი საქართველოს ფართობის 0.012%-ია, 180 000 ჰექტარი – 212-ჯერ მეტი – 2.58%.

კერძოდ, Eagle Hills-ის დამფუძნებლის, ირაკლი კობახიძისა და მარიამ ქვრივიშვილის განცხადებებიდან ირკვევა, რომ პროექტი ითვალისწინებს:

  • სახელმწიფოს 33%-იან თანამონაწილეობას;
  • 16 000 სახლს/ბინას;
  • სასტუმროებს ჯამურად 1400 ნომრით;
  • საოფისე ფართებსა და სავაჭრო-გასართობ ცენტრებს;
  • ჯამურად 2.4 მლნ მ2 ფართის მშენებლობას, რომელიც საცხოვრებელზე და საოფისე ფართებზე დაახლოებით თანაბრად გადანაწილდება;
  • მშენებლობის პროცესში 24 000 – 30 000-ის და მისი დასრულების შემდეგ 8000 ადამიანის დასაქმებას;
  • 11 მლრდ ლარიან ეფექტს ეკონომიკაზე;
  • სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით წლიურად 500 მლნ ლარის გადახდას, პლუს თანამონაწილეობის საფასურს მოგებიდან მიღებულ 200 მლნ-ს.

 

როგორც ცნობილია, 2017 წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა აიკრძალა (მუხლი 19, პუნქტი 4). აკრძალვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს არ შეხებია. საცხოვრებელი კორპუსის, სასტუმროს ან საწარმოს ასაშენებლად მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახლაც შეუძლიათ. ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიწები დეველოპერული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და მის თანამესაკუთრედ ქართული მხარე რჩება.

პროექტს კრიტიკოსებიც ჰყავს. მაგალითად, „ლელო- ძლიერი საქართველო“ ოფიციალური განცხადებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვს დაზუსტებულ ინფორმაციას, არაბული კომპანიისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემის შესახებ. პარტიის თქმით,  „მთავრობა ამბობს, რომ 33% წილი Eagle Hills-ის ქართულ შვილობილ კომპანიაში სახელმწიფომ მიიღო დაახლოებით, 600 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის სანაცვლოდ. ჩვენ გვაინტერესებს, სად, რომელ ანგარიშზე ინახება ის არაბული მილიარდ 200 მილიონი დოლარი, რომელიც შეესაბამება ამ მიწის ღირებულების ფასს და არის საწესდებო კაპიტალი, რომლითაც დაახლოებით 70% წაიღო ამ არაბულმა კომპანიამ. რატომ შევიდა სახელმწიფო ამ კომპანიაში?“. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე: „საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის შეშფოთებული ამ პროექტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, დიახაც უნდა მოხდეს ყველა პუნქტის გამომზეურება, იმიტომ, რომ საქმე ეხება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქართულ მიწებს“.

 

Все посты

В социальных сетях распространяется видео, на  котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
В социальных сетях распространяется видео, на котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
ноя 27, 2025
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
авг 05, 2024
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июн 26, 2024
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
сен 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.