Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება

октябрь 3, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано
Поделиться

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ფოტოს (1, 2), რომელზეც ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-პოსტის ფოტოანაბეჭდია ასახული შემდეგი ტექსტით: „ქართულმა დაზვერვამ მოიპოვა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ ტრამპს აზერბაიჯანისა და სომხეთის გამოყენება ირანისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდება“. სინამდვილეში, ფოტო ყალბია და „იმედს“ მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია იმგვარად, რომ იგი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ჰგავს. თუმცა, რეალურად, „იმედისა“ და  „IMEDINEWS-ის“ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია ქართული დაზვერვის მიერ მსგავსი დოკუმენტების მოპოვების შესახებ არ გამოქვეყნებულა.

დამატებით, ინფორმაცია პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მოპოვების შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) Facebook-გვერდსა თუ ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ უკანასკნელს 2025 წლის მაისიდან შეუერთდა/დაექვემდებარა დაზვერვის სამსახური ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სახელწოდებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც სხვა სანდო ქართულენოვან თუ უცხოურ მედიებს.

ფოტოს სიყალბე ცხადი ხდება ვიზუალური შეფასების თვალსაზრისითაც. ტელეკომპანია „იმედი“ ახალ ამბებს, როგორც წესი, განსხვავებული ფორმატით აქვეყნებს ხოლმე:

აგრეთვე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში თვალსაჩინოა გრამატიკული (პუნქტუაციური და მორფოლოგიური) შეცდომები, რაც ტელეკომპანია „იმედისთვის“ არ არის დამახასიათებელი.

ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც მხარეებმა ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის, ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გახსნისა და ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნული შეთანხმებით დაარსდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (ე.წ. ზანგეზურის კორიდორი), რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის რეგიონზე წვდომის საშუალებას სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო მედიის მიხედვით, აღნიშნული კორიდორის გახსნამ სხვადასხვა შესაძლო სცენარის განვითარებას მისცა შესაძლებლობა, ცნობები, რომ დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ხელი გამიზნულად ირანთან ფრონტის გასახსნელად მოაწერა,  არც ერთ ღია წყაროსა თუ სანდო მედიაში არ გავრცელებულა. შესაბამისად, ინფორმაცია არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
ноя 12, 2024
Фотография, на которой «бенгальская женщина тащит на спине британского торговца», создана искусственным интеллектом
Фотография, на которой «бенгальская женщина тащит на спине британского торговца», создана искусственным интеллектом
июл 30, 2026
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
фев 05, 2026
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
дек 11, 2024
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.