Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ნინო ნადირაძე გიორგი ვაშაძის ციტატას კონტექსტის გარეშე ავრცელებს

ნინო ნადირაძე გიორგი ვაშაძის ციტატას კონტექსტის გარეშე ავრცელებს

сентябрь 10, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

2025 წლის 5 სექტემბერს ექიმმა და ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანმა, ნინო ნადირაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. „თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები. არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ“, ვკითხულობთ პოსტში. ნინო ნადირაძე საკუთარ განცხადებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას გულისხმობს, რომელიც „ჯეოფაქტსმა“ 2024 წლის ოქტომბერში გადაამოწმა.

ნინო ნადირაძის პოსტი გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“, ასევე ონლაინგამოცემა „ნიუსჰაბმა“, „კვირის პალიტრამ“, „სააგენტო სივრცეებმა“, „INFO 9-მ“, „Newpost-მა“ და სხვა.

გიორგი ვაშაძის ციტატა კონტექსტის გარეშე – „ჩვენ ახლა ვასხამთ „შავ ხვრელში“ ფულს – ქმნის წარმოდგენას, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსებას არასწორად მიიჩნევს. რეალურად, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც ნინო ნადირაძის Facebook-პოსტში ჰყავს მოყვანილი, სატელევიზიო ინტერვიუდან თავდაპირველად შერჩევით და იზოლირებულად გავრცელდა. 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუს სრულ ვერსიაში გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემებზე საუბრობს, სადაც პოლიტიკოსი არა ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფინანსების გამოყოფას, არამედ ჯანდაცვის სისტემის არაეფექტიანობას აკრიტიკებს და ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მეტად უნდა კონცენტრირდეს სიმსივნური დაავადებების პრევენციასა და ადრეულ ეტაპზე მკურნალობაზე, რაც, მისი აზრით, მეტ სიცოცხლეს გადაარჩენდა და სახელმწიფო რესურსების უფრო ეფექტიანად დახარჯვას უზრუნველყოფდა.

„დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში არ არის ყურადღება გამახვილებული: პირველი ეს არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ, არა მკურნალობ ავადმყოფს, არამედ, სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევი ამ ყველაფერში. ასეთი არის დასავლური პრაქტიკა და რაზეც უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ფინანსები გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა ვასხამთ „შავ ხვრელში“ ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს, ანუ, მაგალითად, ადამიანს, რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიო თერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ეს ცხოვრება. მაგრამ, არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში, ჯანმრთელობის კუთხით, იყოს მაქსიმალურად ყურადღება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ, სანამ ადამიანი უკვე გადასარჩენ პირობებში მივა, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, მათ შორის, სახელმწიფოს, და ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, უბრალოდ, რადგან ვეღარ უშველი, და, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ და მანამდე პრევენციული მექანიზმების მეშვეობით ეს გავაკეთოთ. ეს როგორ უნდა მოხდეს? ეს არის საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინერცია გავაკეთოთ საბიუჯეტო სახსრების იქ სადაც არის პრევენცია, რომ დავზოგოთ საბოლოო ჯამში ადამიანის სიცოცხლე, პირველ რიგში და რესურსები, რომელიც იხარჯება ამასთან დაკავშირებით.“

აქედან გამომდინარე, ნინო ნადირაძის პოსტი, რომ ოპოზიციის „ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა“, დამატებით კონტექსტს საჭიროებს.

Все посты

Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
ноя 12, 2024
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
янв 31, 2025
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
янв 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.