Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს

დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს

сентябрь 5, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), წერს (დაარქივებული ბმული): „მეგობრებო; კიევი ჩაბარდა , როგორც წმინდა მამების წინასწარმეტყველება, დიდ რუსეთს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა“. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია სანდო წყაროებში არ დასტურდება.

 პირველ რიგში, კიევის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში, არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლების ოფიციალურ განცხადებებში.

კიევი უკრაინის დედაქალაქია, შესაბამისად, მისი ჩაბარება უკრაინის სახელმწიფოს კაპიტულაციას ნიშნავს ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო. ომი დღემდე მიმდინარეობს და, მიუხედავად დასრულებისკენ მიმართული პოლიტიკური ძალისხმევებისა, იგი 5 სექტემბრის მონაცემებით 1289-ე დღეს ითვლის. სამხედრო თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ რუსი ჯარისკაცების კიევის აღების მცდელობა ომის დასაწყისში მარცხით დასრულდა, 2022 წლის ოქტომბრისთვის კი მათ სრულად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილი და მას შემდეგ, ომი ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ამრიგად, კიევში რუსული ჯარი არ შესულა და ის დღემდე უკრაინული მთავრობის კონტროლქვეშაა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ მისამართში სწორედ კიევი, ბანკოვას ქუჩა 11 ნომერია მითითებული.

წყარო: liveuamap.com

ამასთანავე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრად აქვს გაცხადებული, რომ უკრაინელები საკუთარ მიწას ოკუპანტს არ გადასცემენ: „[უკრაინა] რუსეთს არანაირ ჯილდოს არ მისცემს მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის“. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან პასუხად მოჰყვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესების ფარგლებში  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიები გაიცვლება ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დონალდ ტრამპი ტერიტორიულ დათმობებს განიხილავს, კიევის რუსეთისთვის ჩაბარება დღის წესრიგში არ დგას.

ამდენად, პოსტში გამოტანილი მტკიცება კიევის ჩაბარების შესახებ ტყუილია.

Все посты

В социальных сетях распространяется ложная информация о якобы инициировании в Украине закона о химической кастрации женщин
В социальных сетях распространяется ложная информация о якобы инициировании в Украине закона о химической кастрации женщин
апр 30, 2026
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
Ложный перевод высказывания Алисы Вайдель вновь распространяется в социальных сетях
апр 06, 2026
Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
май 05, 2026
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
Дезинформация: Владимир Зеленский купил особняк у американского шоумена
дек 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.