Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება

сентябрь 3, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული): „დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7.5 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა მაცივრებისა და მობილური მორგების მიწოდებისთვის, რომლებიც 700 ცხედრის განთავსებას შეძლებენ. ოფიციალური ახსნა არ არსებობს. საინტერესოა: ემზადებიან თუ არა ომისთვის, ახალი პანდემიისთვის თუ რაიმე სახის კრიზისისთვის“. სინამდვილეში, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვა 2005 წელს დაწყებული პოლიტიკის ნაწილია.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო (The UK Home Office) პასუხისმგებელია ეროვნული რისკების რეესტრში ჩამოთვლილი ადამიანის მიერ გამოწვეული და ბუნებრივი საფრთხეების შედეგების შემსუბუქებაზე, როგორიცაა ტერორისტული თავდასხმები, სტიქიური კატასტროფები, კიბერშეტევები და სხვა. სწორედ ამ მოვალეობის ნაწილია 2025 წლის აგვისტოში განხორციელებული შესყიდვა მასობრივი სიკვდილიანობის შემთხვევაში ცხედრების მორგებში განთავსების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2025 წლის 18 აგვისტოს გამოაქვეყნა სახელმწიფო შესყიდვის ორი სერვის-კონტრაქტი, ანუ ტენდერი „Mass Fatality Resilience Capability-Lot 2” და “Mass Fatality Resilience Capability-Lot 3” . ტენდერების აღწერაში ვკითხულობთ: „იმგვარი მასშტაბური ინციდენტის შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს ისეთი დიდი რაოდენობით სიკვდილიანობას, რომ გადააჭარბებს არსებულ ცხედრების შენახვის შესაძლებლობებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო (Home Office) გაუთვალისწინებელ დახმარებას გაუწევს მომთხოვნ ადგილობრივ ხელისუფლებას“. ტენდერში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული შემნახველი მოწყობილობების საწყისი ვადა 2 წელია, ყოველწლიურად მაქსიმუმ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამავე აღწერაში ხაზგასმულია, რომ მიმდინარეობს უკვე არსებული შესაძლებლობების ჩანაცვლება უფრო ეფექტური მოდელით. გაერთიანებულმა სამეფომ ორივე ტენდერის კონტრაქტი 2025 წლის 14 აგვისტოს გააფორმა შპს „Fews Marquees“ -თან ორწლიანი ვადით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდერის გამოცხადება არ მიუთითებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო რაიმე კრიზისული მოვლენისთვის მზადება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავდაპირველად 2005 წელს გამოაცხადა შესყიდვების კონტრაქტი „ეროვნული საგანგებო მორგების მოწყობის“ თაობაზე (National Emergency Mortuary Arrangements (Nema)). NEMA მოიაზრებდა ISO კონტეინერების (საერთაშორისო ინტერმოდალური კონტეინერები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს) შეძენას, რომელთა განთავსებაც შესაძლებელი იყო ინგლისის 9 რეგიონში ცხედრების შესანახად. თუმცა, ამ დიდი კონტეინერების განლაგებას სჭირდებოდა მძიმე სატვირთო მანქანები და ამწეები რთულ ადგილებში და მათი მოვლა-პატრონობა გართულდა, რადგან ისინი ექსპლუატაციის ვადის ამოწურვას უახლოვდებოდნენ. ამიტომ, 2025 წლის აგვისტოში გამოცხადებული ტენდერით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო NEMA-ს ცვლის ახალი სისტემით, სახელწოდებით „მასობრივი მსხვერპლისადმი მდგრადობის შესაძლებლობა“ (Mass Fatality Resilience Capabily), რომელიც უფრო მოქნილი და მასშტაბური სისტემის უზრუნველყოფას შეძლებს.

დამატებით, შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მოწყობილობები ექსპლუატაციის ვადის ამოწურვას უახლოვდება, შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მათ ჩანაცვლებას გეგმავს. PA საინფორმაციო სააგენტოსთან გაკეთებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შესყიდვის ახალი კონტრაქტები უკვე ორ ათწლეულოვანი სისტემის ჩასანაცვლებლად გამოცხადდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების დოკუმენტში, ოფიციალურ განცხადებებსა თუ სხვა ღია და სანდო წყაროებში არ გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი რაიმე კრიზისული მოვლენისთვის ემზადება. მსგავსი დეზინფორმაცია გავრცელდა უცხოენოვან სოციალურ ქსელებშიც, რომლებიც უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს: techarp, independent, PA.media.

ამრიგად, მტკიცება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ მსგავსი შესყიდვის განხორციელებას ოფიციალური ახსნა არ აქვს და ომისთვის ან ახალი პანდემიისთვის მზადებაზე მიუთითებს, მანიპულაციურია.

Все посты

Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
май 20, 2025
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
ноя 11, 2024
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.