Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის შესახებ ირმა სოხაძის განცხადება არასრული კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის შესახებ ირმა სოხაძის განცხადება არასრული კონტექსტით ვრცელდება

август 4, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

31 ივლისს არაავთენტურმა Facebook-გვერდმა „არ აგარევინებთ“, გამოაქვეყნა ნაწყვეტი „ბათუმელების“ სიუჟეტიდან, სადაც ირმა სოხაძე მზია ამაღლობელზე საუბრობს (დაარქივებული ვიდეო).

Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის ის მონაკვეთი, სადაც ირმა სოხაძე ამბობს: „იმდენჯერ გვითხრეს, რომ მზია არის მოძალადე, რომელიც 4-დან 7-წლამდე უნდა თურმე ციხეში წავიდეს იმიტომ, რომ „თავს დაესხა“ პოლიციელს. ნუ ადამიანებო, ხომ არის რაღაცა, რისი თქმაც არ უნდა შეგვეძლოს არა? მზიასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ასე რომ გამოვა წყობიდან, რომ ხელს გაარტყამს პოლიციელს….“  ამ მონაკვეთში ვიდეო წყდება.  ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია „ხო რა იყო მშვიდად გაარტყა“, რითაც მომხმარებელს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს სოხაძე საქმეს ახასიათებს როგორც „მშვიდად დარტყმას“ და ჟურნალისტის პატიმრობას უსამართლოდ სწორედ ამიტომ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ISFED-ის („სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”) მიხედვით „არ აგარევინებთ”, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის და ამჟამად „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო შაქარიშვილის გუნდთან დაკავშირებული ანგარიშია, რომელიც ფოტომანიპულაციებისა და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივების საშუალებით ოპოზიციის, ცალკეული მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ აქტივისტების საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს. გვერდის მიერ მსგავსი მიზნით გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1).

სინამდვილეში, Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომღერალ ირმა სოხაძის განცხადების კონტექსტი არ ჩანს. „ბათუმელების“ სრულ ვიდეოში ირმა სოხაძე არ მალავს ან უარყოფს ხელის გარტყმის ფაქტს, ის ასევე არ აფასებს ეს დარტყმა „მშვიდი“ იყო, თუ – არა, როგორც ეს ვიდეოს აღწერაშია წარმოჩენილი. რეალურად, ის ამ საქმის შეფასებისას, მისი აზრით, რატომ უნდა იყოს მზია ამაღლობელი თავისუფალი, ახსენებს წინაპირობებს, რამაც ჟურნალისტის ეს ქმედება განაპირობა. გარდა ამისა, სრულ ვიდეოში ირმა სოხაძე საუბრობს სასამართლოს იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომლითაც ხელისუფლების მომხრეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს განსჯიან. ასევე ახსენებს ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რითაც დამატებით მიუთითებს, მისი აზრით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ უსამართლო მოპყრობაზე.

„იმდენჯერ გვითხრეს, რომ მზია არის მოძალადე, რომელიც 4-დან 7-წლამდე უნდა თურმე ციხეში წავიდეს იმიტომ, რომ „თავს დაესხა“ პოლიციელს. ნუ ადამიანებო, ხომ არის რაღაცა რისი თქმაც არ უნდა შეგვეძლოს არა?! მზიასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ასე რომ გამოვა წყობიდან, რომ ნუ ხელს გაარტყამს კი პოლიციელს…. ალბათ, იქ რაღაცა უბედურება მოხდა, წინაპირობა… არ უნდა იყოს ეს არაფერი გათვალისწინებული?

სამარცხვინოა, ამის გულისთვის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელსაც მხედველობა დაუზიანდა იქ ყოფნისას. არ ვიცი, მე სულ მეტირება მზიაზე რომ ვფიქრობ. მაშინაც, როცა შიმშილობდა. და დღეს იმის თქმა, რომ უნდა შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში იმიტომ, რომ მართლა არაფერი დაუშავებია, იწვევს ისეთ გაოცებას: როგორ აბა, სამართალი, კანონი არ უნდა დავიცვათ?! ეს შეიძლება?!

ასეთი ორნაირი კანონი ვინ მოიგონა? ჩვენ მოვიგონეთ ეგეც, რომ რაღაც არ შეიძლება ჩვენთვის, მაგრამ მათთვის ყველაფერი შეიძლება. რაღაცაზე ისტრესებიან დეპუტატის ბავშვები და ჩვენი ბავშვები არ ისტრესებიან. მოკლედ, ყველა ადამიანი ადამიანია, მაგრამ ზოგიერთი უფრო ადამიანია – ასე გამოდის ხომ? მაინც მაქვს იმედი რომ ამ შემთხვევაში ეს დაუშვებელი რამ არ მოხდება და მზიას სასამართლოდან პირდაპირ გაათავისუფლებენ. მე მინდა ვუსურვო მას თავისუფლება. ჩემი სოლიდარობა მზიას და სინდისის ყველა პატიმარს“, – ამბობს ირმა სოხაძე „ბათუმელების“ სრულ ვიდეოში მზია ამაღლობელზე საუბრისას.

ამდენად, Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასზე დართული აღწერა ერთობლიობაში ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს მომღერალი ირმა სოხაძე მზია ამაღლობელის ქმედებას „მშვიდ დარტყმად“ აფასებს.  „ბათუმელების“ გამოქვეყნებულ სრულ ვიდეოში ირმა სოხაძე ხელის გარტყმის ფაქტს არ აფასებს „მშვიდ დარტყმად“ და ამას მზია ამაღლობელის პატიმრობის მიმართ მისი პოზიციის განსამარტად არ იყენებს. ამის ნაცვლად ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სილის გაწვნას შესაძლოა, წინაპირობები ჰქონდა, რამაც მზიასნაირი მშვიდი ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა შეძლო. დამატებით, სოხაძე მიუთითებს, მისი აზრით, მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტზე, როცა დანაშაულისთვის მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ისჯებიან, ხოლო ხელისუფლების მომხრეები – არა.

Все посты

Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
окт 29, 2025
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
Дезинформация: «Симпсоны» предсказали убийство Дональда Трампа
июл 16, 2024
Дезинформация: Adidas возвращается в Россию
Дезинформация: Adidas возвращается в Россию
май 24, 2025
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.