Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯო უილსონს ლობისტურ საქმიანობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უხდის ფულს

დეზინფორმაცია: FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯო უილსონს ლობისტურ საქმიანობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უხდის ფულს

июль 28, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

22 ივლისიდან სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარეობს კამპანია, რომლითაც ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ლობიზმის სანაცვლოდ თანხის აღებაში ადანაშაულებენ. თავდაპირველად, ინფორმაცია სხვადასხვა მედიამ, მათ შორის – „იმედი“, „რუსთავი 2“; „პოსტვ“, Newshub.ge – ნიუსჰაბი, Prime Time • პრაიმ ტაიმი, INFO9, გამოაქვეყნეს. მათ საინფორმაციო ბარათებზე აღნიშნულია: „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრით (FARA) ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. შემოწირულებებს კი კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“ (დაარქივებული ბმული).  უფრო შორს წავიდნენ Facebook-ანგარიშები (1, 2, 3, 4, 5),  რომლებიც ამტკიცებენ, რომ  FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს ლობისტურ საქმიანობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უხდის ფულს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილის თქმით,  „ფარას“ დოკუმენტით ირკვევა, რომ  „ჯო უილსონი ჩვენს ღირებულებებზე როდესაც გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა“. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა კი განაცხადა: „დღეს გავიგეთ, თურმე რა არის ჯო უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის და მეგობრობის ფასი – ეს არის 360 ათასი დოლარი, დაახლოებით მილიონი ლარი“.  თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას ორჯერ გამოეხმაურა. თავდაპირველად, მან აღნიშნა, რომ ჯო უილსონი განცხადებებს მიღებული თანხის სანაცვლოდ  აკეთებდა: „როდესაც ვისმენდით არასწორ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, არასწორ დამოკიდებულებას იმ კონკრეტული კონგრესმენის მხრიდან, ვსაუბრობდით, რომ ფული აქვს ამ ადამიანს აღებული. რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის, საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია. ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს, ეს არის რეალობა“. მოგვიანებით კი, კალაძემ თანხის ის რაოდენობაც დაასახელა, რომელსაც თითქოს  ჯო უილსონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ იღებდა: „ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში [„MEGOBARI აქტი“]“.

„ჯეოფაქტსმა“აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა. როგორც ამერიკული FARA-ს რეესტრში 11 ივლისით დათარიღებულ  დოკუმენტშია მითითებული, ამერიკულ ლობისტურ კომპანიას  „ნელსონ მალინსი“ (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP)  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რაც  კომპანიის მომსახურების მომდევნო 6 თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. დოკუმენტში მითითებულია, რომ თანხა კომპანიამ 3 ივლისს მიიღო (იხ, მე-7 გვერდი) .

 

გამოქვეყნებული დოკუმენტი ასევე ჩამოთვლის იმ მიზნებსა და სერვისებს, რასაც ლობისტურ კომპანიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დადებული შეთანხმება მოიცავს: „ჩვენ [კომპანია „ნელსონ მალინსი“] მოგაწვდით რჩევებს და გაგიწევთ დახმარებას შეერთებულ შტატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად, მათ შორის პარტიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მცდელობაში. წინა არჩევნები დარღვევებითა და წინააღმდეგობით ჩატარდა და ჩვენი კომპანია შეიმუშავებს [ამერიკის] მთავრობასთან ურთიერთობის ისეთ სტრატეგიას, რომელიც მიზნად  ისახავს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას მომავალ არჩევნებში“.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიისთვის 360,000 აშშ დოლარის ოდენობის გადახდილი თანხა მომდევნო ექვსი თვის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, რაც სრულად  ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე უნდა ჩარიცხულიყო. დოკუმენტი ასევე მოიცავს მხარეთა წარმომადგენლების მიერ  მიმდინარე წლის ივლისით დათარიღებულ ხელმოწერას (იხ. გვერდი 14). „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტს ხელს პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

 

FARA-ს რეესტრის მიხედვით,  ამ ეტაპზე, არც პირადად ჯო უილსონს და არც მის კომიტეტს, „ერთიან  ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ნელსონ მალინსს“ შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიღებული თანხა არ უფიქსირდება.

რაც შეეხება თანხას, რომელიც ჯო ვილსონის კომიტეტს  „Joe Wilson for congress” „ნელსონ მალინსისგან“ წარსულში მიიღო, ის ვერ იქნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, რადგან  ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough-სთან 1 ივლისამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ხელშეკრულება არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული ლობისტური კომპანიისგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩარიცხულ თანხას ჯო უილსონი ვერც მანამდე მიიღებდა.

რაც შეეხება კახა კალაძის მიერ დასახელებულ „87 ათას  [დოლარს]“, რომელიც მისი მტკიცებით, ჯო უილსონმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადახდილი 360 ათასი დოლარიდან მიიღო. აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია „ნიუსჰაბის“ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა და „იმედის“ სიუჟეტშიც გავიდა.  87 ათასი დოლარი, რომელსაც კალაძე მცდარად ამტკიცებს, რომ ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ლობირებისთვის აღებული თანხაა,  რეალურად, ლობისტურ კომპანიისგან რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონის კომიტეტისთვის „Joe Wilson for congress” 2001 წლიდან ჩარიცხული თანხების ჯამს წარმოადგენს.  თანხის რაოდენობა, რომელსაც ჯო უილსონის კომიტეტი ამ წლების განმავლობაში იღებდა,  ამერიკული საგამოძიებო მედიაპლატფორმის „Propublica” ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი (იხილეთ ფოტო).

„ნელსონ მალინსისგან“ (ლობისტური კომპანიისგან) რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონის კომიტეტს „Joe Wilson for congress” , რომელიც უილსონისთვის  წარმოებული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემოწირულებების შეგროვებასა და ხარჯების მართვას ახორციელებს, წარსულში თანხა რამდენჯერმე აქვს მიღებული. მაგალითად, FARA-ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბოლო დონაცია ლობისტური კომპანიისგან ჯო უილსონის მისამართით 2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა. შესაბამისად, 87 ათასი დოლარი ლობისტური კომპანიისგან ჯო უილსონის კომიტეტისთვის  ბოლო წლებში ჩარიცხული თანხის რაოდენობაა და  არა კონგრესმენისთვის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის გადახდილი თანხა.

 FARA-ში წარმოდგენილია ის პოლიტიკური აქტივობები, რომლებსაც  აღნიშნული ლობისტური კომპანია  ასრულებს. აქტივობების რაოდენობა, რომლებშიც შუამავალი „ნელსონ მალინსი“, ხოლო  საკონტაქტო პირი ჯო უილსონია, 129. დამკვეთნი კი არიან: ბანგლადეშის, სასკაჩევანის პროვინციისა (კანადა) და კატარის მთავრობები. აქტივობები ძირითადად ტელეფონის ან მეილის გამოყენებით ხორციელდება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, ელჩთან შეხვედრის გამართვა, ოფიციალურ პირებთან ვიზიტის ჩანიშვნა, ვიზიტორთა საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება და სხვ. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა საქართველოს არ უკავშირდება.  

 

ცნობისთვის, „ნელსონ მალინსი“ არის ცნობილი ამერიკული იურიდიული და ლობისტური კომპანია, რომლის სათავო ოფისი სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს.  კომპანიის მომსახურება კლიენტებისთვის აშშ-სა და საერთაშორისო ორგანოებში ლობირებას, პოლიტიკური პროცესების მონიტორინგს, მედია სტრატეგიების შემუშავებას და მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის კავშირების ხელშეწყობას მოიცავს.

ამდენად,  FARA-ს რეესტრის მიხედვით, „ნელსონ მალინსისგან“ ჯო უილსონის მისამართით ყველა დონაცია და ტრანზაქცია იქამდე განხორციელდა, სანამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდებოდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯო უილსონს „ნელსონ მალინსისგან“  თანხა არ მიუღია. ბოლო 20 წელში კომპანიის მიერ უილსონის კომიტეტისთვის გადარიცხული თანხის ჯამი 87 ათასს დოლარს აღწევს, თუმცა ვერც ამ თანხას ექნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან“ კავშირი,  რადგან მიმდინარე წლის ივლისამდე კომპანიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.  შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, რომ FARA-ს რეესტრის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს ლობისტურ საქმიანობაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხადა ფული, სიმართლეს არ შეესაბამება.

Все посты

Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
Дезинформация: Россия передала Аляску США в 160-летнюю аренду, срок действия которой истекает через 2 года
авг 20, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
ноя 10, 2025
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
авг 10, 2024
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
Дезинформация: Украинский священник назвал Трампа антихристом
ноя 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.