Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

июль 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ გამოთქმულია შემდეგი მტკიცება: „ცოტა ხნით დავანებოთ თავი სხვა მოთხოვნებს და განსაკუთრებით ყურადღებით  წაიკითხეთ მესამე პუნქტი ნახეთ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის პაკისტანელები და ინდოელები, მთელი აფრიკა აქ ჩამოვა და კანონი აგვიკრძალავს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას“. პოსტის ავტორის მტკიცებით, ევროკომისია საქართველოში აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან უკონტროლო მიგრაციის დაკანონებას ითხოვს. სინამდვილეში, მტკიცება ყალბია და წერილში მტკიცების საპირისპირო რეკომენდაციაა ჩაწერილი.

2025 წლის 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. საბჭოს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირის იმ შესაძლო ზომებზე, რომლითაც შესაძლოა, ხელისუფლების რეპრესიებს უპასუხონ. შეხვედრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გაეგზავნა წერილი, რომელშიც განსაზღვრულია ის 8 რეკომენდაცია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებას განიხილავს. წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტოა დასახელებული. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული კანონმდებლობების გაუქმებას, ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას ეხმიანება.

სწორედ აღნიშნული ინფორმაციაა დატანილი „მთავარი არხის“ საინფორმაციო ბარათზე, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს. მომხმარებელი პოსტში ყურადღებას მესამე პუნქტზე ამახვილებს. აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის ჩამონათვალთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს იმ მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ. პოსტის ავტორის მიხედვით, ეს პუნქტი საქართველოში აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მოქალაქეთა მასობრივ შემოსვლის დაკანონებას მოიაზრებს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოიყვანონ. გაფართოების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროკავშირის კანონთა კრებული, იგივე EU acquis (acquis communautaire), ვინაიდან სწორედ ამ კრებულშია განსაზღვრული ის პოლიტიკა, რომელთა გადმოტანაც ეროვნულ კანონმდებლობაში კანდიდატ წევრებს ევალებათ. სწორედ ამ პროცესით იწყება გაფართოების მოლაპარაკებების გახსნა.

EU acquis კრებულის 24-ე თავი სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. სწორედ ამ თავშია განსაზღვრული, რომ ევროკავშირის პოლიტიკა თავისუფალი, უსაფრთხო და სამართლიანი სივრცის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ამრიგად, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სასაზღვრო კონტროლი, სავიზო პოლიტიკა, მიგრაცია და თავშესაფარი, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ და ა.შ. კანდიდატი ქვეყნები სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებულნი შესაბამისი კანონების დასანერგად. აქედან გამომდინარე, კანდიდატი ქვეყნებისთვის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა გაფართოების ერთ-ერთი კრიტერიუმია.

ევროპული კომისიის მიერ ევროპარლამენტის წინაშე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხზე წარდგენილ მე-7 ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ისეთ 25 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი გამოცხადებული, რომლებიც ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე ქვეყანათა სიაში არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელიზი, ბოტსვანა, ჩინეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ირანი, იორდანია, ყაზახეთი, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლიბანი, ომანი, კატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ამავე ანგარიშში  საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის შესახებ აღნიშნულია: „საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს სავიზო პოლიტიკის შემდგომი ჰარმონიზაციის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა გაიზარდა. საქართველო აცხადებს, რომ ვინაიდან მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის არარსებობა არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, კომისია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაცია მთავარი საკითხია ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მქონე ქვეყნებისთვის. ამიტომ, კომისია ელის, რომ საქართველო მიაღწევს პროგრესს სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით“.

როგორც ანგარიშშია ასახული, საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის პოლიტიკასთან არა აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან უკონტროლო და მასობრივი მიგრაციის დაკანონებას, არამედ პირიქით – შეზღუდვას გულისხმობს. ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი არსებითი პრინციპია, რომ გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფო, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, აქტიურად უნდა მუშაობდეს სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციაზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული პოლიტიკების ჰარმონიზაცია გულისხმობს იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის სივრცეში მოსახვედრად ვიზა სჭირდებათ. აღნიშნულით კი, ევროკავშირი კანონთა კრებულის 24-ე თავში განსაზღვრულ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო სივრცეს ინარჩუნებს.

შესაბამისად, მცდარია მტკიცება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ აზიისა და აფრიკის  ქვეყნებიდან უკონტროლო მიგრაციას ავალდებულებს.

Все посты

Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
Дезинформация: Дональд Трамп сделал заявление о договоре между Россией и Украиной
июл 25, 2025
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
ноя 08, 2024
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
ноя 13, 2024
Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
фев 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.