Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება

июль 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано
Поделиться

სოციალურ ქსელში ანგარიში „Tamuna Tamo”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და ჰილარი კლინტონის  „ალ-კაიდას“ ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). რეალურად, აღნიშნული ფოტოები ყალბია და პროგრამულად არის დამუშავებული. 

   

გავრცელებულ ფოტოებს წარსულშიც არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოხმაურებია, მათ შორის, Snopes; AFP; Newschecker და Factcheck.ge.

ფოტო, რომელზეც  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბინ ლადენთან ერთად ჩანს, რედაქტირებულია. რეალურად, ფოტოზე ადვოკატი ანდრე ვუტენი ჩანს, ფოტო ობამას  ჰავაიზე ვიზიტის დროს არის გადაღებული.

სურათი ასევე გამოიყენეს წიგნის „აფროამერიკელი ადვოკატები ჰავაიში“ ყდისთვის,  რომელიც 2014 წელს გამოიცა და  ონლაინ მაღაზია „Amazon”-ზეა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება შემდეგ ფოტოს, რომელზეც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი,  2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და ოსამა ბინ ლადენი ჩანან, ფოტო 2007 წელს შეიქმნა და  ვებგვერდზე Freaking News გავრცელდა ფოტოშოპის კონკურსისთვის. ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კონკურსი შეიძლება მოიცავდეს დამუშავებულ ფოტოებს და ხუმრობებს. ფოტოს ორიგინალი ვერსია 2004 წელს მაისშია გადაღებული და მასში კლინტონი და ინდოელი მუსიკოსი Shubhashish Mukherjee ჩანან.

ვებგვერდ Freaking News-ზე, ასევე  ფოტოშოპის კონკურსისთვის,  გავრცელდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და ოსამა ბინ ლადენის ფოტოც.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის TinEye-ს გამოყენებით, ბინ ლადენის რამდენიმე ფოტო იძებნება, რომელშიც სახის იგივე გამომეტყველება აქვს,  თუმცა ყველა მათგანში განსხვავებულად არის ჩაცმული. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი არც ერთ მათგანში არ ჩანს.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული სამივე ფოტო რედაქტირებულია.

Все посты

Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
янв 24, 2025
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
янв 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.