Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება

июль 22, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეხვედრიდან მონაკვეთია ამოჭრილი. ვიდეოში პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემისთვის სხვადასხვა ქვეყნის მზაობაზე საუბრობს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ტრამპმა განაცხადა, რომ „გერმანია და მთელი რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინაში “გაამწვავონ” კონფლიქტი“. სინამდვილეში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

2025 წლის 14 ივლისს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ძირითად განსახილველ საკითხებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და რუსეთისთვის ტარიფების დაწესება წარმოადგენდა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომლის მიხედვითაც ევროპელი მოკავშირეები NATO-ს გენერალური მდივნის კოორდინაციით მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო  აღჭურვილობას შეიძენენ აშშ-ისგან და მათ უკრაინაში გაგზავნიან. გეგმა ერთდროულად ემსახურება უკრაინის იარაღით მომარაგებისა და ვაშინგტონის ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნებს. ამას გარდა, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მოსკოვი კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას მომავალ 50 დღეში არ მიაღწევს, აშშ რუსეთს მკაცრი სავაჭრო სანქციებით/მეორეული ტარიფების დაწესებას ჰპირდება.

შეხვედრის მთავარი ნაწილი თეთრ სახლში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას დაეთმო. ერთ-ერთ ჟურნალისტსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის უკრაინისთვის გასაგზავნი „პეტრიოტების“ შესახებ შემდეგი დიალოგი შედგა:

ჟურნალისტი: კონკრეტულად პეტრიოტის რაკეტების გაგზავნას გეგმავთ თუ „პეტრიოტის“ ელემენტების (ბატარეების); (Will these be Patriot missiles specifically or Patriot batteries that you’re planning?).

დონალდ ტრამპი: ყველაფრის, „პეტრიოტების“, ყველაფრის. ეს სრული კომპლექტია, ბატარეებით (it’s a full complement with the batteries).

ჟურნალისტი: თქვენი მოლოდინით, როდის ჩააღწევენ ისინი უკრაინაში (And when do you expect them to arrive in Ukraine, sir)?

დონალდ ტრამპი: ზოგიერთი მათგანი ძალიან მალე. რეალურად, რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია „პეტრიოტები“, გაგზავნის საკუთარ „პეტრიოტებს“ და შემდეგ მათ გაგზავნილს ჩვენ ჩავანაცვლებთ. მეთიუ უიტაკერს [ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელი] ექნება კოორდინაცია ნატოსთან. მაგრამ ასე მოხდება, ისინი ძალიან მალე ჩავლენ [უკრაინაში]; (Well, we’re going to have some come very soon. Within days, actually. A couple of the countries that have Patriots are going to swap over and we’ll replace the Patriot with the ones they have. And Matt will coordinate with NATO. But so it’s going to be, they’re start arriving very soon).

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ტრამპისა და რუტეს შეხვედრიდან სწორედ ეს მონაკვეთია ასახული. ვიდეოს აღწერის მიხედვით კი, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია სხვა რიგ ქვეყნებთან ერთად კონფლიქტის გამწვავებისთვისაა მზად. რეალურად, მსგავსი განცხადება დონალდ ტრამპს შეხვედრის დროს არ გაუკეთებია და ის არც პოსტში მითითებული ვიდეო მონაკვეთით დასტურდება. პირიქით, დამაზუსტებელ კითხვაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პეტრიოტების“ ეს შეთანხმება საბოლოოდ მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

ჟურნალისტი: შეიძლება, თუ – არა ნატოსთან ეს გარიგება მშვიდობის მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ, რომელიც პუტინს მიანიშნებს, რომ ახლა ზელენსკის უფრო ძლიერი იარაღები აქვს და შესაძლოა, მას ამ ნაბიჯმა მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ უბიძგოს (Could this transaction with NATO be viewed as a step towards achieving peace, letting Putin know that now Zelensky has a little bit more powerful tools in his tool chest, and maybe that brings him to the table to achieve peace)?

დონალდ ტრამპი: ბრაიან, სწორედ ამას ვამბობდით. მგონი, უკეთესად თქვით სათქმელი. მან ჩვენზე უკეთ თქვა… კი. ვფიქრობ, ეს მშვიდობის მოპოვების შანსია, თორემ უბრალოდ მუდმივად იგივე იქნება (Brian, that’s what we’ve been saying. I think you might’ve expressed it better if you want. I think he said better than us… Yeah. I think this is a chance at getting peace, or it’s just going to be the same thing).

დამატებით, მოგვიანებით ჟურნალისტსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის შესაძლო ესკალაციაზეც შედგა დიალოგი. ჟურნალისტი დონალდ ტრამპს ეკითხება, პუტინის მხრიდან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რამდენად შორს წასვლას გეგმავს პრეზიდენტი, რაზეც ამ უკანასკნელისგან ვიგებთ, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულება სურს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის დასაწყისში მარკ რუტემ ნატოს რამდენიმე წევრი სახელმწიფო (გერმანია, ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა) ჩამოთვალა, რომლებიც მზად არიან პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყვნენ. მიუხედავად ამისა, არც გენერალურ მდივანს არ გაუკეთებია იმგვარი განცხადება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დასავლური სახელმწიფოების მხრიდან ესკალაციის მცდელობაზე/გეგმაზე მიუთითებდა.

დამატებით, არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროს არ გაუვრცელებია უკრაინის დახმარებისთვის შემუშავებული ახალი გეგმა იმგვარი ფორმულირებით, თითქოს აშშ და ნატო მზად არიან, კონფლიქტი გაამწვავონ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის არა გამწვავების, არამედ დასრულების პირობა დადო. ამრიგად, გავრცელებული ციტატა გაყალბებულია.

Все посты

Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
ноя 10, 2025
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
окт 05, 2024
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.