Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

июль 9, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „დიტო ბერძენიშვილი“ ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩანან. ვიდეოში წარმოდგენილი კადრები პოსტის აღწერასთან ერთად „კოკაინის ევროპული პროგრამა – “ფართოდ დაქაჩული თვალები”, ქმნის წარმოდგენას, რომ ისინი ნარკოდამოკიდებულნი არიან. ვიდეოში  ის კადრებია ჩასმული, რომელშიც ევროპელ ლიდერებს ხელი ცხვირთან აქვთ მიტანილი ან მკაფიოდ გამოხატავენ რეაქციებს. რეალურად, ევროპელი ლიდერების ნარკოდამოკიდებულება არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ რუსული პროპაგანდა წლებია ევროპელი ლიდერების დისკრედიტაციას ნარკოდამოკიდებულების თემით ცდილობს. ვიდეოში წარმოდგენილი ჯორჯა მელონის კადრები თავდაპირველად, 27 ივნისს სწორედ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RT-მ გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ჯორჯა მელონი კარგადაა? ზელენსკისთან ერთად ჰააგაში ზედმეტი ხოარ მოუვიდა?“.  24 საათის განმავლობაში 30-ზე მეტი სტატია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა გამოცემამ „Pravda Italy“, რომელიც კრემლისტური  „პრავდას“ ქსელის ნაწილია. ერთ-ერთი სტატია გამოცემამ გამოაქვეყნა სათაურით „ევროპაში უკვე ღიად საუბრობენ თავიანთი ლიდერების ნარკოდამოკიდებულებაზე“.

ივნისის ბოლოს ჰააგაში NATO-ს  სამიტის შემდეგ, სადაც ალიანსის  წევრები  თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. აღნიშნული ინტერვიუს სრული ვერსია  თავად პრემიერმა X-პლატფორმაზე გამოაქვეყნა. პრორუსულმა არხებმა კი ვიდეო რედაქტირებული სახით გაავრცელეს, მასში მხოლოდ ის კადრები ჩანს, რომლებშიც მელონი ცხვირს ეხება ან თვალები ფართოდ აქვს გახელილი. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მელონიმ, რომელიც სახის მკვეთრი და გამოხატული მიმიკებით გამოირჩევა, ნარკოტიკებს იყენებს.

Facebook-ანგარიშის ვიდეოში ასევე ჩანს ის კადრები, რომლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი ცხვირს ეხება. მაკრონს ნარკოდამოკიდებულებაში ბრალი  მიმდინარე წლის მაისში სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული დაბალიგარჩევადობის ვიდეოს საშუალებითაც დასდეს.   ანგარიშები ამტკიცებენ, რომ კიევიდან დაბრუნებისას მატარებელში საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს მაგიდაზე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ჰქონდა და ჟურნალისტების კუპეში შესვლისას ის გადამალა. მაკრონის გარდა, ბრალს სდებენ გერმანიის კანცლერ მერცს, რომ ის კოვზს მალავდა. ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელების რუსეთის მხარდამჭერი ანგარიშების მიერ გავრცელდა და მალევე გამოაქვეყნეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ და Russia Today (RT)-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. მტკიცება  ფართოდ გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო მედიაში  (1, 2, 3), რამაც ვიდეოს სწრაფ საერთაშორისო გავრცელებას  შეუწყო ხელი. რეალურად, მატარებელში გადაღებულ მაღალი გარჩევადობის ფოტოში, რომელიც AFP-მ გამოაქვეყნა, კარგად ჩანდა, რომ  მაკრონი რეალურად ხელსახოცს იღებდა (აღნიშნულ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია) .

გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც პრორუსული პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარებაში მუდმივად ადანაშაულებს და მის დისკრედიტაციას ამ ხერხით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ  პროპაგანდა ამ თემას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდეც შეეხო, ძალისხმევა მნიშვნელოვნად  2022 წლის თებერვლის შემდეგ გაძლიერდა. ზელენსკის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულების „მტკიცებულებები“ ძირითადად მოიცავდა რედაქტირებულ ფოტო/ვიდეო მასალას ან რედაქტირებულ ინტერვიუებს. აღნიშნულ თემას არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის, ქართული „ფაქტ-მეტრი“ და „მითების დეტექტორი“.

 

Все посты

Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
окт 29, 2025
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.