Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
თაზო დათუნაშვილი: 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან

თაზო დათუნაშვილი: 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან

июнь 16, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Полуправда

თაზო დათუნაშვილი: 13 წელია, ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2013-2024 წლებში ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 1,311,187 შეადგინა, აქედან 947,004 საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე პერიოდში, იმიგრანტების რაოდენობამ 1,311,187 შეადგინა, აქედან საქართველოს მოქალაქეობის მქონე იმიგრანტების რაოდენობა 662,430-ია.

გრძელვადიან პერიოდზე საუბრისას მართებულია, განვიხილოთ მიგრაციული სალდო, სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის. 2013-2024 წლებში საქართველოს ჰქონდა უარყოფითი მიგრაციული სალდო, ანუ უფრო მეტი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.  ამ პერიოდში უარყოფითი მიგრაციული სალდო ჯამში, 20,078 იყო. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კი მკვეთრად უარესი მაჩვენებელია, 284,574 მოქალაქით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მასშტაბი ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. თუმცა თაზო დათუნაშვილი  მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე მიუთითებს და ქვეყანაში დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს, რითაც არსებულ რეალობას კიდევ უფრო მძიმედ წარმოაჩენს. შესაბამისად,  „ჯეოფაქტსის“ შეფასებით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა: „13 წელია ხელისუფლებაში არიან, ამ პერიოდის მანძილზე მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან“.

საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო და წინა 12 თვის მანძილზე საქართველოში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

პოლიტიკოსი 2013-2024 წლებში ემიგრანტების რაოდენობას, ანუ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს აჯამებს და იმიგრანტების რაოდენობას (ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებელს) უგულებელყოფს. ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან ყველა ის პირი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა ემიგრაციაში და შემდგომ დაბრუნდა ქვეყანაში, ემიგრანტების რიცხვში ჩაითვლება. ამასთან, გრძელვადიანი პერიოდის დაჯამებისას, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი რამდენჯერმე აღირიცხოს ემიგრანტად, თუ მან წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი ხნით რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა.

როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში დაბრუნებულთა უგულებელყოფა, მანიპულაციურია და რეალურ სურათს ამახინჯებს.

საქსტატის მონაცემებით, 2013-2024 წლებში იმიგრანტების რაოდენობამ ჯამში 1,311,109, ხოლო იმიგრანტების რაოდენობამ 1,311,187 შეადგინა. მიგრაციული სალდო ანუ სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის ჯამში, 20,078 იყო.

გრაფიკი 1: ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო, 2013-2024 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, 2013-2024 წლებში ქვეყანას ჰქონდა უარყოფითი მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს რომ, უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ეს მაჩვენებელი მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, სურათი გაცილებით მძიმეა.

2013-2024 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 947,004 შეადგინა, ხოლო იმიგრანტების რაოდენობამ 662,430. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯამში 284,574 მოქალაქით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციამ პიკურ მაჩვენებლებს 2021-2023 წლებში მიაღწია და უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. 2021 წელს მიგრაციული სალდო – 40,825, 2022 წელს – 46,397, ხოლო 2023 წელს 71,584 იყო. (იხილეთ გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: 2013-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Все посты

Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
апр 25, 2025
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
авг 21, 2025
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
Дезинформация: В Польше распространяются  листовки против президента Украины
Дезинформация: В Польше распространяются листовки против президента Украины
фев 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.