Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
თაზო დათუნაშვილი: საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. შობადობის ინდექსი არის 1,7 ამ მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ.ზე ნაკლები იქნება

თაზო დათუნაშვილი: საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. შობადობის ინდექსი არის 1,7 ამ მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ.ზე ნაკლები იქნება

май 29, 2025 · Проверенные факты · Вердикт: В Основном Правда

თაზო დათუნაშვილი: საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. შობადობის ინდექსი არის 1,7… ამ მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ.ზე ნაკლები იქნება

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე

2024 წლის მონაცემებით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1.7-მდე არის შემცირებული. როცა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2,1-ზე ნაკლებია, ნიშნავს, რომ მოსახლეობა დროთა განმავლობაში მცირდება.

2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც ისტორიული მინიმუმია. უკვე 5 წელია, რაც საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით გადააჭარბა.

გაეროს პროგნოზით (საშუალო სცენარი), რომელიც ძირითადად შობადობისა და ემიგრაციის მიმდინარე ტენდენციებს ეფუძნება,  2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3.6 მლნ-მდე, ხოლო 2100 წლისთვის 2.9 მლნ-მდე შემცირდება.

ამრიგად, პოლიტიკოსი დემოგრაფიულ პრობლემაზე სწორად მიუთითებს და შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტსაც სწორად ასახელებს. თუმცა გაცხადების ის ნაწილი, სადაც მოსახლეობის მოსალოდნელ შემცირებაზე საუბრობს, გადაჭარბებულია. ამიტომაც, „ჯეოფაქტსი“ თაზო დათუნაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა: „შობადობის ინდექსი არის 1,7… საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ამ მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ.ზე ნაკლები იქნება“.

„ჯეოფაქტსმა“ თაზო დათუნაშვილის განცხადება გადაამოწმა.

პოლიტიკოსი შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტზე (TFR) საუბრობს. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (Total Fertility Rate) გვიჩვენებს,  ქალი მთელი რეპროდუქციული პერიოდის (პირობითად 15-49 წლის ასაკში) განმავლობაში საშუალოდ რამდენ ბავშვს გააჩენდა.

მიიჩნევა, რომ თუ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი  2,1-ის ტოლია, ეს  უზრუნველყოფს მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობის შენარჩუნებას. თუ TFR 2,1-ზე ნაკლებია, მაშინ ახალი თაობა ვერ ჩაანაცვლებს სრულად წინა თაობას და მოსახლეობა დროთა განმავლობაში შემცირდება. აღნიშნული კოეფიციენტი 2.1-ს თუ აღემატება, მოსახლეობა იზრდება. რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება მხოლოდ შობადობის კოეფიციენტზე არაა დამოკიდებული და მასზე პირდაპირი გავლენა სიკვდილიანობას და მიგრაციას ასევე აქვს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს შობადობის ჯამობრივმა კოეფიციენტმა 1.7 შეადგინა. გასული 10 წლის განმავლობაში შობადობს ჯამობრივი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც 2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობაზე 731-ით ნაკლებია, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 21,152-ით. 10-წლიან პერიოდში შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით 16.3-დან 10.7-მდე შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 2).

შობადობის შემცირებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უმეტესწილად  ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების შემცირებას უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი რეპროდუქციული ასაკის ქალების ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და ასევე, 90-იან წლებში შობადობის კლებით არის განპირობებული.

გრაფიკი 2: 2014-2024 წლებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა და შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (1 000 მოსახლეზე)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2024 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 4 488 ერთეულით გადააჭარბა. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, ყველა სხვა რეგიონში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით გადააჭარბა.

2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით, ეს უკანასკნელი კი COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული. 2022-2023 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა გაგრძელდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით აიხსნება. 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელზე გავლენა იქონია როგორც შობადობის შემცირებამ, ასევე სიკვდილიანობის ზრდამ.

გრაფიკი 3: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები, 2014-2024 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გაეროს მონაცემებით, საშუალო სცენარის (Medium variant) მიხედვით, 2050 წლის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,6 მლნ იქნება, ხოლო 2100 წლის პროგნოზის თანახმად, 2.9 მლნ-მდე შემცირდება.  ეს პროგნოზი ეფუძნება შობადობისა და ემიგრაციის მიმდინარე ტენდენციებს.

ამრიგად, პოლიტიკოსი საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემაზე სწორად მიუთითებს. მტკიცება, რომ საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, სიმართლეს შეესაბამება. პოლიტიკოსი სწორად ასახელებს შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტსაც, რომელიც საკმაოდ დაბალ ნიშნულამდე (1.7) არის შემცირებული, რაც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის  ჩანაცვლებას. გაეროს პროგნოზით, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობა მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა მტკიცება, რომ „2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ.ზე ნაკლები იქნება“, გადაჭარბებულია.

Все посты

В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
В социальных сетях распространяется фейковая цитата матери Дональда Трампа
фев 17, 2025
Подлинность видео, в котором Путин  утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
Подлинность видео, в котором Путин утверждает, что министры грабили Россию за его спиной, не подтверждается
янв 26, 2026
Настоящее ли фото, согласно которому на Камчатке выпал снег высотой с 9-этажный дом?
Настоящее ли фото, согласно которому на Камчатке выпал снег высотой с 9-этажный дом?
янв 21, 2026
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
янв 25, 2026
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
дек 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.