Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
არის, თუ - არა ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსი და შედეგად ფინანსდება, თუ - არა მისი ფონდი NATO-სგან

არის, თუ - არა ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსი და შედეგად ფინანსდება, თუ - არა მისი ფონდი NATO-სგან

май 22, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

„რადიო ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „რეალური აქცენტები“ პაატა ლომთათიძემ და მხატვარმა ეკა მუხაძემ განაცხადეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია და ამაზე დაყრდნობით, გამოთქვეს მოსაზრება, რომ მისი ფონდი სწორედ უცხოეთიდან ფინანსდება და მას კონკრეტული ვალდებულებები აქვს, მათ შორის – აქციის მონაწილეების ჯარიმების დაფინანსება (დაარქივებული ვიდეო).

გადაცემაში გაჟღერდა ისეთი მტკიცებები, როგორიცაა „თვითონ ნანუკა NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებს. როგორც ჩანს მისი ფონდის დაფინანსებას და გაწეული სამუშაოც უცხო ქვეყნის დაფინანსებით ხორციელდება“, „ის აკეთებს შემოწირულებებს აგროვებს, რომელიც ისევ ხალხის არის და რაღაც დარაზმვის ტიპის შეგროვებაა, რომელიც, ალბათ, ვხვდები, რომ იმ NATO-ს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომაა იქიდან აქვს… ვალდებულებაც ექნება“.

გადაცემის აღწერაში კი ვკითხულობთ ეკა მუხაძის ციტატას: „როგორ შეიძლება არ იცოდეს საზოგადოებამ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსია. ის დღეს მოქალაქეებს ეუბნება, რომ მდიდარი მამის შვილია, არის ბლოგერი და აქედანაც აქვს შემოსავალი. სინამდვილეში, თურმე, მას ნატო აფინანსებს და კონკრეტულ დავალებას აძლევს. იცის ეს ვინმემ?”

„ჯეოფაქტსმა“ გაჟღერებული მტკიცებები გადაამოწმა.

არსებობს, თუ – არა NATO საინფორმაციო ცენტრი და ვინ არის მისი დირექტორი?

NATO-ს საინფორმაციო ცენტრი ნამდვილად არსებობდა და ის 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულებით შეიქმნა. მისი მიზანი იყო, აემაღლებინა მოსახლეობის ცნობიერება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციის საკითხებზე და შედეგად მოსახლეობისგან გაცნობიერებული მხარდაჭერა მიეღო. 2013 წელს ცენტრს ევროკავშირში მიმართულება დაემატა და დღეს მას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ეწოდება. ის 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას ნამდვილად იკავებდა. მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდი 2007-08 წლებს მოიცავდა.

ამ პერიოდში ასევე იძებნება სხვადასხვა შინაარსის სტატია და პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ნატოს საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა. მაგალითად, „ამერიკის ხმის“ 2007 წლის სტატიაში აღნიშნულია NATO-ს კვირეულის გასამართად არსებული სამზადისის შესახებ, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანმა კვირეულის ჩასატარებლად NATO-ს სათავო ოფისის მიერ 10 000 ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა (დაარქივებული ბმული).

NATO-ს საინფორმაციო ცენტრმა 2008 წელს გამოსცა პუბლიკაცია, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანის, როგორც „ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის წინასიტყვაობა არის დართული.

დღეს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი თამარა წულეისკირია, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს.

ამდენად მტკიცება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი „ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორია, სიმართლეს არ შეესაბამება.

აფინანსებს, თუ – არა ნანუკას ფონდს NATO?

აღსანიშნავია, რომ პაატა ლომთათიძისა და ეკა მუხაძის მტკიცება, რომ ნანუკას ფონდს NATO აფინანსებს, იმ მცდარი ფაქტიდან გამომდინარეობს, თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანი ამჟამადაც NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორია. ვინაიდან ირკვევა, რომ ჟორჟოლიანი აღარ იკავებს ცენტრის დირექტორის თანამდებობას, მტკიცება, რომ NATO „ნანუკას ფონდს“ აფინანსებს, საფუძველს კარგავს.

„ნანუკას ფონდის“ დაფინანსების წყაროებზე ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook-ანგარიშზე პერიოდულად აქვეყნებდა ფონდის ანგარიშებსა და  ინფორმაციას როგორც „ნანუკას ფონდში“ შესული, ისე ფონდიდან გასული თანხების შესახებ.

მაგალითად, მის Facebook-ანგარიშზე ვხვდებით პოსტებს, სადაც ის ფონდის ფინანსური რესურსების ამოწურვის შესახებ იტყობინებოდა. ასევე – პოსტებს, სადაც სხვადასხვა კომპანიის თუ პირის მიერ ფონდში თანხის გადარიცხვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10).

ცნობისთვის, 2025 წლის 17 მარტს ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი „ნანუკას ფონდიც“ იყოს.  ფონდებს ყადაღა „საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში დაედო, რაც თავის მხრივ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, არსად ვხვდებით მითითებას იმის შესახებ, რომ ფონდების ნაწილი, მათ შორის „ნანუკას ფონდი“ NATO-დან ფინანსდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ NATO-ს სამოკავშირეო ოფისი საქართველოში სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სახის გრანტებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლაზე,  ნატოს ღირებულებების (ინდივიდუალური თავდაცვა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა) დაცვაზე, NATO-ს სამხრეთ სამეზობლოში თანამშრომლობით უსაფრთხოებაზე, მშვიდობის ხელშეწყობაში ჩართული ქალების გაძლიერებასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე კონცენტრირდება.

საჯაროდ მოცემული ინფორმაციით, NATO-ს სამოკავშირეო ოფისი საქველმოქმედო ფონდებს არ აფინანსებს.

ამდენად, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორია, ყალბია. ხოლო მასზე დაფუძნებული მტკიცება, რომ ის თანხებს NATO-სგან იღებს, საჯარო წყაროებით არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
Дезинформация: McDonald's официально объявил о возвращении на российский рынок
май 05, 2025
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
Дезинформация: на видео показаны кадры премьер-министра Израиля Беньямина Нетаньяху, бегущего в бункер
окт 05, 2024
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.