Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

май 2, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“,  რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2), ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ხელბორკილები, მათრახი და სხვა სახის სექს-სათამაშოები ჩანს. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნივთები ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, ფოტო რუსულ ონლაინ-მაღაზიის „Ярмарка Мастеров“ ვებგვერდზე იძებნება, სადაც აღნიშნული ნივთების ნაკრები 11 500 რუბლად იყიდება.

საგულისხმოა, რომ იდენტური შინაარსის მტკიცებით სხვადასხვა ფოტო TikTok-ზეც გავრცელდა (1; 2). Facebook-ზე მტკიცება ფოტოს გარეშეც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფოტო პროკურატურას არ გამოუქვეყნებია.

ცნობისთვის, 2025 წლის 29 აპრილს დილით ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელ ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის მტკიცებით,  ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, 2025 წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც სხვა საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად, მათ შორის პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებსაც ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ფონდის Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი. პროევროპული აქციების დაწყების პერიოდში ფონდი გამოყოფდა თანხებს დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის – რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის – შესაძენად.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ 2013 წლის 3 ივნისს დაარსდა. ის ადამიანის  უფლებების  დაცვის  კუთხით მუშაობდა და ბენეფიციარებს  უსასყიდლოდ  ემსახურებოდა.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი, მათ შორის, დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ფოტოზე არსებული ნივთები ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ტყუილია.

Все посты

Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
Дезинформация: Трамп призовет в армию тех, у кого в профиле в соцсетях фигурирует украинский флаг
мар 05, 2025
В сети распространяется фейковое видео о директоре ФБР Каше Пателе
В сети распространяется фейковое видео о директоре ФБР Каше Пателе
апр 03, 2026
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
мар 11, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.