Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი

თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი

апрель 23, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Правда

თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი

ვერდიქტი: “ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 700,470 ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს.

ბოლო წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2025 წლის მარტის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 273,097-ით  არის გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 9,974 ადამიანით არის გაზრდილი.

პოლიტიკოსი საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობას ზუსტად ასახელებს. გარდა ამისა, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა/საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ამრიგად, „ჯეოფაქტსი“ თაზო დათუნაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა  განაცხადა, რომ „700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი ამ ქვეყანაში“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,282,280 პირი [392,573 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 34.7%-ს შეადგენს.  აქედან 700,470 ადამიანი (181,935 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს.  მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2,636-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 9,974 ადამიანით არის გაზრდილი.

2020-2025 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 273,097-ით, დაახლოებით 64%-ით, არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი/პირი, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძველზე კი ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.

გრძელვადიან პერიოდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ამგვარი მატება გარკვეულწილად ხელისუფლების „კეთილ ნებას“ უკავშირდება –  პროგრამის გაფართოება, დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების ინტენსივობის შემცირება და ახალი განაცხადების მყისიერად განხილვა/დაკმაყოფილება. მაგალითად, 2021 წელს გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორია. 2022 წლიდან, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

თუმცა ძირითადი ფაქტორი, რამაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა, ეს არის მოსახლეობის მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობის ზრდა.

Все посты

В социальных сетях распространяется видео, на  котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
В социальных сетях распространяется видео, на котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
ноя 27, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
Дезинформация: Владимир Зеленский купил за 20 млн. фунтов особняк в Лондоне
янв 23, 2025
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
Утверждение о том, что Зохран Мамдани является членом семьи Джеффри Эпштейна, не соответствует действительности
янв 25, 2026
Италия не призывала к международной изоляции Израиля
Италия не призывала к международной изоляции Израиля
мар 11, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.