Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: გელათის გუმბათზე რუსული სიმბოლიკით დატვირთული ჯვარი აღმართეს

დეზინფორმაცია: გელათის გუმბათზე რუსული სიმბოლიკით დატვირთული ჯვარი აღმართეს

апрель 15, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „News Of the day • დღის ამბები“ გელათის ტაძრის გუმბათის ფოტო გაავრცელა (დაარქივებული ბმული), აღწერით: „10 წუთის წინ, ამ ჯვრის აღმართვას ცდილობდნენ გელათის გუმბათზე. სხვაგან სად გინახავთ ასეთი ჯვარი?“ კომენტარებში გვერდი უთითებს ChatGPT-ის მიერ მოცემულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  აღნიშნული ჯვარი წარმოადგენს რუსულ მართლმადიდებლურ ჯვარს, რომელიც ცნობილია  აგრეთვე, როგორც რუსული ჯვარი.

ამჟამად, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესში ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს ჯვარი, რომელიც, სპეციალისტების თქმით,  მე-19 საუკუნიდანაა გელათის გუმბათზე.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო ტაძარი დაზიანდა, კერძოდ, სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წყალმა სერიოზულად დააზიანა ტაძრის ფრესკები.

2023 წლიდან ტაძრის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით გადაიბარა. ფაქტს  წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე და აგრეთვე საპატრიარქოს მკვეთრი განცხადება, რომ გელათში მდგომარეობა კრიტიკულია.

გელათის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო.  გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიხედვით, ამ დროისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვის მეორე ფაზის, მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დაწყებულია მთავარი ფაზა – გელათის კათედრალის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

გუმბათის გადახურვის პროცესში ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს აღმართული ჯვარი. წარსულში გადაღებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ჯვარი მართლაც იყო გელათის გუმბათზე აღმართული (1, 2, 3).

წყარო: https://georgia.travel/

სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი განმარტავს, რომ მტკიცება, თითქოს ჯვარი რუსულია და თან იდგმება, დეზინფორმაციაა: „მე-19 საუკუნიდან ეგ ჯვარი დგას გელათის თავზე.  მაშინ რუსული, ერთიანი სივრცე იყო, ეგზარქოსობის დროს არის დადგმული და ახლა ამაზე იმის თქმა, რომ რუსული იდგმება, შესაძლოა უფრო აწყობდეს პროპაგანდას. ანუ არ არის სასიკეთო გელათის ინტერესებისთვის. პრობლემა უბრალოდ ისაა, რომ ახლა იხსნება ჯვარი, რადგან ეს ყველაფერი აქამდეც უნდა დასრულებულიყო. ახლა იხსნება იმიტომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კონსტრუქციები ადის იქამდე, სადაც  ჯვარია. უნდა გადაიხუროს ხომ? ამიტომ კონსტრუქციას უშლის ხელს და შესაბამისად, ეს ტრაგიკული მოცემულობა დადგა“.

მისი თქმით,   ნახევარმთვარე, რომელიც ჯვრის ქვეშ არის გამოსახული, სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც ნიშნავს ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვებას. ჯვართან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემაც. პოსტის მიხედვით, „ნახევარმთვარეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლოა (ზოგი განმარტებით გემის ღუზას განასახიერებს), ფართოდ გავრცელდა ამდაგვარი ჯვრები რუსეთში და მათი გავლენით მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და არაერთ ეკლესიას აქვს. რაც შეეხება ჯვრიდან გამომავალ სხივებს, დეკორაციულთან ერთად, უპირველესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომ ფრინველები არ დასხდნენ და არ ასკინტლონ“.

თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში დამატებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ გუმბათიდან ჯვარი მოხსნილია და გუმბათი წვიმისგან დასაცავად სპეციალური ტენტით არის დაფარული. სხვა რაკურსით გელათის ფოტო Facebook-ანგარიშის მიერაც გავრცელდა. გელათის გუმბათიდან ჯვრის ჩამოხსნის კადრები სოციალურ ქსელში Mega TV-ის მიერ გავრცელდა.

 

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ გელათის გუმბათზე „რუსული ჯვარი“ აღმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

Все посты

Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
янв 31, 2025
В социальных сетях распространяется видео, на  котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
В социальных сетях распространяется видео, на котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
ноя 27, 2025
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
май 20, 2025
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
дек 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.