Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

апрель 15, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ჯერ Facebook-ანგარიში ჯორჯ სოროსის ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელსაც თანდართული აქვს წარწერა: „ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ არა – ჯორჯ სოროსი“. რეალურად, ციტატა ყალბია, არ დასტურდება, რომ მსგავსი განცხადება ჯორჯ სოროსმა გააკეთა.

ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და სოროსის ავტორობას დაადასტურებდა.  აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა ქართულ სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელებულა და მაშინაც, დეზინფორმაცია ჯორჯ სოროსის ფოტოს ფონზე დატანილი ტექსტის სახით გავრცელდა. არც ადრე და არც ახლა გავრცელებულ ფოტომასალაზე გამავრცელებელი ორგანიზაციის, მედიის ლოგო ან დასახელება მითითებული არ არის. წლების წინ გავრცელებულ იდენტურ დეზინფორმაციას ქართული ფაქტების გადამმოწმებელი მედია „ფაქტ-მეტრიც“ გამოეხმაურა.

ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 449-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2025 წლისთვის 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  1984 წელს სწორედ სოროსმა შექმნა „ღია საზოგადოების ფონდი“ შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ.

ჯორჯ სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები (1; 2).

[1] „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
Военная мобилизация в украинском спортзале или постановочная сцена?
Военная мобилизация в украинском спортзале или постановочная сцена?
июн 03, 2026
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
сен 02, 2024
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.