Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

март 27, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2, 3) და YouTube არხი „უცხო“ ეგვიპტეში გიზის პირამიდების შესახებ პოსტებს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). პოსტების მტკიცებით, ეგვიპტეში მეცნიერებმა გიზის პირამიდის ქვეშ უზარმაზარი ოთახები აღმოაჩინეს. რეალურად, კვლევითი პროექტი, რომელსაც Facebook-ანგარიშები ეყრდნობიან, საეჭვოა, რადგან სანდო სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა და არ არის კოლეგიალურად განხილული.  მრავალმა ეგვიპტოლოგმა ნაშრომს  „მცდარი“ და „გაზვიადებული“ უწოდა.

ნაშრომი, რომელსაც Facebook-ანგარიშები ეყრდნობიან, პროფესორ კორადო მალანგას,  ფილიპო ბიონდისა და არმანდო მეის ეკუთვნის და 15 მარტს იტალიაში გამართულ ბრიფინგზე განიხილეს. მეცნიერთა ნაშრომი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული რეცენზირებად ჟურნალში.

ფილიპო ბიონდის მტკიცებით,  ახალ მიმოხილვაში სახელწოდებით „Khafre Project“, მიწის სიღრმეში მაღალი გარჩევადობის გამოსახულების შესაქმნელად რადარის პულსები  გამოიყენეს. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არსებობს „მრავალი სტრუქტურის ფარული სამყარო“ და რომ ხაფრის პირამიდა შესაძლოა, ამოუცნობ საიდუმლოებებს ფარავდეს. მათი მტკიცებით, ხაფრეს პირამიდის ბაზის მახლობლად ხუთი იდენტური სტრუქტურა არსებობს, რომლებიც დაკავშირებულია ბილიკებით და რვა ღრმა ვერტიკალური ჭაბურღილით, რომლებიც 648 მეტრის სიღრმეზე ეშვება.

გუნდმა ყურადღება გაამახვილა ხაფრეს პირამიდაზე, რომელიც ხუფუსა და მენკაურეს პირამიდებთან ერთად გიზის კომპლექსს ქმნის.

რატომ არ არის კვლევითი პროექტი სანდო?

Khafre Project-თან  დაკავშირებით არა ერთი მტკიცება ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes გამოეხმაურა.

საინტერესოა, რომ Khafre Project-თან დაკავშირებით ბუნდოვანება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნიკოლ ციკოლოს YouTube-არხის მიღმა, რომელიც  ხშირად აქვეყნებს დაუსაბუთებელ თეორიებს პირამიდების შესახებ, Khafre Project-თან დაკავშირებით ვებგვერდი ან დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს. 2025 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში ციკოლო ამტკიცებდა, რომ ღონისძიება  სასტუმრო Castello Artemide Congressi-ში იტალიაში, ბოლონიაში 2025 წლის 15 მარტს გაიმართებოდა, სადაც Khafre Project გამოავლენდა მათ ბოლო აღმოჩენებს და გააზიარებდა პრესრელიზს ღონისძიების შემდეგ.

ამ ღონისძიების დეტალები, მაგალითად, რამდენი ადამიანი ან ვინ დაესწრო, უცნობია. 2025 წლის 23 მარტს ნიკოლ ციკოლომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვლევარები, სავარაუდოდ,  თავიანთ დასკვნებს განიხილავდნენ.

ღონისძიების რეკლამაში Facebook-ზე (დაარქივებული) და იტალიური მუზეუმის ჯგუფის Archeoares-ის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ღონისძიების ბილეთები გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ Archeoares-ის სოციალური ქსელებში  ხშირად აზიარებენ მათი ღონისძიებების ფოტოებს, Khafre Project-ის კონფერენციიდან ფოტოები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ფილიპო ბიონდიმ ღონისძიების შესახებ LinkedIn-ზე დაპოსტა,  თუმცა, კომენტარებში, კვლევაში გამოყენებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შეკითხვებს არ პასუხობს.

Khafre Project, როგორც ჩანს, იმავე ავტორების მიერ 2022 წელს ჩატარებული უკვე საეჭვო კვლევის  მიმოხილვაა.  2022 წლის კვლევაში არსებული სავარაუდო აღმოჩენა მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ პირამიდები სამარხებს არ წარმოადგენდა, არამედ ერთგვარი  უძველესი ელექტროსადგურები იყო. თუმცა, კვლევა მიმოხილული ან სანდო არქეოლოგების მიერ დადასტურებული არ ყოფილა.

გარდა ამისა, კვლევაში „მიგნებების“  მხარდასაჭერად გაზიარებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურათი, რომელიც თითქოს პირამიდის კვეთასა და მის ქვეშ არსებულ სავარაუდო სტრუქტურებს ასახავს, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შეიქმნა.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოების ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, 99,9% არის იმის შანსი, რომ ფოტო  ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

საგულისხმოა ექსპერტების შეფასებებიც. რადარის ექსპერტმა პროფესორმა ლოურენს კონიერსმა დენვერის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგებს  „უზარმაზარ გაზვიადება“ უწოდა და აღნიშნა, რომ გამოყენებული ტექნოლოგია – რადარის პულსები თანამგზავრიდან (მაღალი სიხშირის რადიოტალღები დედამიწის ზედაპირის სკანირებისთვის) დედამიწის ამ სიღრმეში (648 მეტრზე) ვერ შეაღწევდა.  მან ისიც აღნიშნა,  რომ პირამიდების ქვეშ შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს პატარა სტრუქტურები, რაც უჩვეულო არ არის. სხვადასხვა უძველესი ცივილიზაციები, მაგალითად, მაიას ტომი, ძველ  მესოამერიკაში ხშირად აშენებდა პირამიდებს გამოქვაბულების შესასვლელებზე, რომლებსაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ანალოგიურად, ეგვიპტელმა არქეოლოგმა დოქტორმა ზაჰი ჰავასმა  The National-ს განუცხადა, რომ მკვლევრები „სრულიად ცდებოდნენ“. ჰავასი აღნიშნავს, რომ მათ ეგრეთ წოდებულ აღმოჩენას არ გააჩნია რაიმე სამეცნიერო საფუძველი.

ეგვიპტოლოგმა და გიზას პირამიდების არეალის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ჰუსეინ აბდელ-ბასირმა განაცხადა, რომ ნაშრომი არ იცავს  სამეცნიერო კვლევის ძირითად სტანდარტებსაც  კი. მან დასძინა, რომ ნებისმიერი ჭეშმარიტი სამეცნიერო აღმოჩენა არქეოლოგიის სფეროში, ჯერ უნდა გამოქვეყნდეს სანდო სამეცნიერო ჟურნალში და განხილულ იქნას კოლეგიალურად (Peer Reviewed).

მისი თქმით,  გეოფიზიკურ ტექნიკას, როგორიცაა ხმელეთში შეღწევადი რადარი (GPR) ან სეისმური ანალიზი, მხოლოდ შეზღუდულ სიღრმეებზე დაკვირვება შეუძლია, რომელიც საუკეთესო ვარიანტში ათეულ მეტრს არ აღემატება. აბდელ-ბასირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2000 ფუტის (600 მეტრის) სიღრმეზე უზარმაზარი სტრუქტურების არსებობის მტკიცება სამეცნიერო ფანტასტიკაა და  რეალობაზე არ არის დაფუძნებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ამ მტკიცებას ავრცელებს, კორადო მალანგა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ცნობილი მკვლევარია და ადრე უცხოპლანეტელების შესახებ გადაცემებში ხშირად იღებდა მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ პირამიდებთან დაკავშირებული „აღმოჩენის“ შესახებ სანდო საერთაშორისო მედია საშუალებები მხოლოდ იმას იუწყებიან, რომ ის არ დასტურდება.

ამდენად, არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც დაადასტურებს ხაფრეს პირამიდის ქვეშ ნაგებობების აღმოჩენას. კვლევითი პროექტი, რომელსაც Facebook-ანგარიშები ეყრდნობიან, მნიშვნელოვან ნაკლებს შეიცავს და საეჭვოა, არ არის გამოქვეყნებული რეცენზირებულ კვლევით ჟურნალში და დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მეცნიერების კრიტიკის საგანია.

Все посты

Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
май 20, 2025
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
Что мы знаем о налоговых документах Брижит Макрон, где она фигурирует как Жан Мишель?
ноя 19, 2025
В социальных сетях распространяется видео, на  котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
В социальных сетях распространяется видео, на котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
ноя 27, 2025
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
янв 21, 2026
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
В социальных сетях распространяется редактированное видео с Зеленским и Шольцем
дек 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.