Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სირიაში 6-10 მარტის მოვლენებს არ უკავშირდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სირიაში 6-10 მარტის მოვლენებს არ უკავშირდება

март 17, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ქართველი ქართველი“ 10 მარტს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უგონო მდგომარეობაში არიან. ვიდეოს აღწერაში წერია „ამათი ცოდვით როგორ გაიხარებენ ამის ჩამდენები“ (დაარქივებული ვიდეო).

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო შეცდომაში შემყვანია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეო 2025 წლის მარტში სირიაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ამაზე მეტყველებს ვიდეოს კომენტარები, სადაც Facebook-მომხმარებლები წერენ, რომ ვიდეოში სირიელი ქრისტიანების მასობრივი ხოცვა ჩანს და ისინი ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებენ.

იგივე ვიდეო სხვა Facebook-გვერდის Apolitical Page მიერაც გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ კადრებში სირიაში დახოცილი ქრისტიანი ბავშვები არიან გამოსახულნი.

სინამდვილეში, ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული და ის არა 2025 წლის 6-10 მარტის მოვლენებს, არამედ სირიის სამოქალაქო ომს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საძიებო სისტემაში ვიდეოს ძიებისას ვხვდებით პოსტებს, რომლებიც იდენტურ ვიდეოს შეიცავს და რამდენიმე თვის წინაა გამოქვეყნებული.

ფოტო: საძიებო სისტემაში ძიების შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ იგივე ვიდეო თვეების წინაც ქვეყნდებოდა

ეს ნიშნავს, რომ კადრებს 2025 წლის მარტში ასადის მომხრეებსა და სირიის უსაფრთხოების ძალებს შორის განვითარებულ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს.

ამასთანავე, ვიდეოს უკეთეს ხარისხში მოძიებისას ასევე ჩანს ვიდეოზე დატანილი თარიღი (2013-8-21), რომელიც ადასტურებს, რომ ის 2013 წლის 21 აგვისტოს გადაიღეს.

ფოტო: კადრო სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოდან

აღნიშნულ ვიდეოს სირიის რევოლუციური არქივის Instagram გვერდზე ვხვდებით. გვერდზე ვიდეო 2024 წლის 21 აგვისტოს, ვიდეოს გადაღებიდან ზუსტად 11 წლის შემდეგ, გამოქვეყნდა.

მის აღწერაში კი წერია, რომ კადრები 2021 წლის 13 აგვისტოს დამასკის მახლობლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ღუტაში სირიის [ასადის] რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გარდაცვლილ ბავშვებს ასახავს.

ფოტო: სირიის რევოლუციური არქივის Instagram-გვერდის ეკრანის ანაბეჭდი

2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რომელსაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, 230 000-დან 620 000-მდე ადამიანი შეეწირა. 2019 წელს გერმანულმა „გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტმა“ სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევები შეისწავლა და დაასკვნა, რომ დაფიქსირებული 336 შემთხვევიდან 98%-ში მის გამოყენებაზე ასადის რეჟიმია პასუხისმგებელი. ქიმიური იარაღის გამოყენებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  მათგან ყველაზე მძიმე თავდასხმა 2013 წლის 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც დამასკოს გარეუბან ღუტაზე ქიმიური ნივთიერება სარინით მიიტანეს იერიში, რასაც დაახლოებით 1400 ადამიანი ემსხვერპლა. შეტევამ 400 ბავშვის მოწამვლაც გამოიწვია.

Human Right Watch-ის მიხედვით, 21 აგვისტოს თავდასხმების დროს ნერვული აგენტის გამოყენება იმ დროს ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებულ დამასკის გარეუბნებში, დაახლოებით 330 მმ დიამეტრის, სავარაუდოდ, სირიის წარმოებული სარაკეტო სისტემის გამოყენებით და საბჭოთა ეპოქის 140 მმ-იანი სარაკეტო სისტემის გამოყენებით მოხდა. ამ ტიპის სისტემების ფლობა იმ დროს დაფიქსირებული იყო მხოლოდ სირიის ხელისუფლების მხარეს. ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ უარყო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა და მასში ოპოზიციური ძალები დაადანაშაულა, თუმცა თავისი მტკიცების დასტურად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ასადების ოჯახის მმართველობა სირიაში 1971 წლიდან დაიწყო და 2024 წლის 8 დეკემბერს დასრულდა.  ალავიტი ბაშარ ალ-ასადის მმართველობა აჯანყებულებმა დაასრულეს, რომლებსაც ისლამისტი სამხედრო ჯგუფი ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი (HTS) ლიდერობდა. მათ დაიკავეს სირიის სიდიდით მეორე ქალაქი – ალეპო, შემდეგ გამა და ჰომის ძირითადი კერები. აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აჯანყებულების წინსვლასთან ერთად ქვეყნის დედაქალაქი დამასკო აჯანყებულებმა იზოლაციაში მოაქციეს. რამდენიმე საათში კი აჯანყებულებმა დამასკოც დაიკავეს, რასაც სირიის მმართველის, ბაშარ ალ-ასადის, მოსკოვში გაქცევა მოჰყვა. 2025 წლის 6 მარტს ალ-შარას ხელისუფლებას დაქვემდებარებულ უსაფრთხოების ძალებსა და ასადის მომხრეებს შორის დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქებში – ლატაკიასა და ტარტუსში, რომლებიც ალავიტებით მჭიდროდაა დასახლებული, დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდგომ კომუნალურ და შურისძიების მკვლელობებში გადაიზარდა. დაპირისპირებას რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა სირიული ქსელის (SNHR) აღმასრულებელმა დირექტორმა 10 მარტს განაცხადა, რომ 779 მოკლულს შორის, ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფები პასუხისმგებელნი არიან 383 ადამიანის სიკვდილზე, მათ შორის – სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების 172 წევრზე და 211 სამოქალაქო პირზე. რაც შეეხება სამთავრობო ძალებს და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომლებიც როგორც სირიელ, ასევე უცხოელ მოქალაქეებს მოიცავდა, ისინი პასუხისმგებელნი არიან სულ მცირე 396 ადამიანის დაღუპვაზე, მათ შორის, „სამოქალაქო და განიარაღებული მებრძოლების“ ჩათვლით. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებაში მოკლული მებრძოლების რაოდენობა ამ მონაცემებში არ შედის (დაარქივებული ბმული).

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის 9 მარტის განცხადების მიხედვით, მასობრივი ხოცვის 39 შემთხვევაში და სხვა ინდივიდუალური სიკვდილით დასჯის შემთხვევებში, რომლებიც მათი თქმით,  სირიის  სამხედრო და უსაფრთხოების ძალებმა  სანაპირო ზოლსა და ლატაკიის მთებში ჩაიდინეს, 973 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი დააფიქსირეს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 1400-ზე მეტია, თუ ამ სტატისტიკაში, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, შეტაკებების შედეგად დაღუპულ 231 უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელსა და 250 ალავიტ მებრძოლსაც განვიხილავთ.

 

Все посты

Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025
Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
ноя 05, 2024
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
окт 29, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.