Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს

დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს

март 10, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“  აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამისთვის პლებისციტს ამზადებს“. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება და მისი გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მტკიცება, უნგრეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისა და პლებისციტის შესახებ, ღია წყაროებში არ იძებნება. დამატებითი ინფორმაციისთვის „ჯეოფაქტსი“ უნგრულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას „Lakmusz” დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად ორბანის რიტორიკისა, ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაჟღერებულა.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით ბოლო განცხადება, ვიქტორ  ორბანმა გასულ პარასკევს გააკეთა. ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის, მათ შორის, უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას ნიშნავს. მისი თქმით,  ხელისუფლება  აპირებს  ხალხს ჰკითხოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.  ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმატით ჩატარდება გამოკითხვა, მას ექნება  რეფერენდუმის თუ ე.წ. „ეროვნული კონსულტაციის“ ფორმატი.

ამდენად, უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დატოვებასა და ამ თემაზე პლებისციტის ჩატარებაზე განცხადება არ დასტურდება. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების, და არა თავად უნგრეთის ევროკავშირიდან გამოსვლის, საკითხზე შესაძლო გამოკითხვაზე ისაუბრა.

 

Все посты

Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024
В социальной сети распространяется фальшивый плакат о мобилизации в украинскую армию
В социальной сети распространяется фальшивый плакат о мобилизации в украинскую армию
фев 19, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
Ложь, что Елена Зеленская потратила более 1 миллиона долларов в магазине Cartier
Ложь, что Елена Зеленская потратила более 1 миллиона долларов в магазине Cartier
июн 08, 2026
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
окт 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.