Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა

დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა

март 4, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, გამჟღავნდა ინფორმაცია ბარაკ ობამს გაყალბებულ დაბადების მოწმობასთან დაკავშირებით. პოსტს დართული აქვს დაბადების მოწმობაც, რომელშიც ბარაკ ობამას რეალური დაბადების ადგილია მითითებული, თუმცა  ანგარიში პოსტის აღწერაში წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვანსის თქმით,  ობამას თაღლითობა დაბადების მოწმობის გაყალბებასთან დაკავშირებით გამოაშკარავდა. „მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ის არ დაბადებულა როგორც აშშ-ს მოქალაქე. მისი პრეზიდენტობა უკანონოა. ობამა WEF-ის (მსოფლიო ეკონომიური ფორუმის) მარიონეტია, რომელიც გაამზადეს ამერიკის უმაღლეს ეშელონებში შესაღწევად! დიფ სთეითის ყველაზე დიდი ტყუილი ცხადდება“. რეალურად, ბარაკ ობამა აშშ-ის შტატ ჰავაიზე დაიბადა, რაც Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ მოწმობაშიც ჩანს. ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ობამას დაბადების მოწმობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბარაკ ობამას დაბადების ადგილთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უკვე მრავალი წელია ვრცელდება, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, PolitiFact, FactCheck.org, Reuters, Snopes,  გამოეხმაურა.

მტკიცება, რომ ობამა რეალურად აშშ-ში არ დაბადებულა, აქტიურად ვრცელდებოდა მისი პრეზიდენტობის დროსაც. ამერიკის კონსტიტუციის  მიხედვით, თუ პირი აშშ-ში არ არის დაბადებული, მას არ აქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მტკიცებას 2011 წელს თეთრი სახლიც გამოეხმაურა და ინტერნეტში ბარაკ ობამას დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა (იხილეთ ფოტო). დაბადების მოწმობაში მითითებულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 1961 წლის 4 აგვისტოს, 19:24 საათზე  ჰავაის შტატში, ჰონოლულუში დაიბადა. მისი მამის დაბადების ადგილად კი კენიაა მითითებული. დოკუმენტის ვალიდურობა ჰავაის შტატის  ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერაც დადასტურდა.

Facebook-ანგარიში ყალბი დაბადების მოწმობის შესახებ მტკიცებას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს მიაწერს. თუმცა, ობამას გაყალბებულ დაბადების მოწმობაზე ვანსს განცხადება არ გაუკეთებია. საქმე იმაშია, რომ დაბადების მოწმობასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 მარტს X-ანგარიშმა „JD Vance News“ გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ეს ანგარიში ჯეი დი ვანსს დაუკავშირეს. თუმცა, ანგარიში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ ეკუთვნის და მასთან კავშირი არ აქვს.

დამატებით, Facebook-ანგარიში პოსტის კომენტარებში წერს, რომ „ჰავაის ჯანმრთელობის მინისტრმა არ დაადასტურა მისი დაბადების ადგილად ჰავაი და ამის გამო მოკლეს“. თუმცა, სწორედ ლორეტა ფადი, ჰავაის ჯანდაცვის დირექტორი იყო ის პირი, რომელმაც დაბადების მოწმობის ავთენტურობა და შესაბამისად ცნობა, რომ ობამა  ჰავაიზე დაიბადა, დაადასტურა. ლორეტა ფადი 2013 წელს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

ამდენად, ტყუილია მტკიცება, რომ ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა.

Все посты

Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
Дезинформация: Немецкая газета «Die welt» опубликовала интервью экс-супруги Путина о смерти президента РФ
авг 08, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура, посвященная выборам в Молдове
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» опубликована карикатура, посвященная выборам в Молдове
сен 30, 2025
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил виллу на «Острове миллиардеров» в Карибском море
Дезинформация: Владимир Зеленский купил виллу на «Острове миллиардеров» в Карибском море
янв 17, 2025
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
сен 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.