Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?

რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?

март 3, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья

რა გაავრცელა „ტელეკომპანია პირველმა“?

„ტელეკომპანია პირველმა“ სოციალური ქსელ Facebook-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო და საინფორმაციო ბარათი შალვა პაპუაშვილის სიტყვებით „სტიქია რა, თოვლი არის“ (დაარქივებული ბმული 1, 2).

ამის საპირისპიროდ, Facebook-გვერდმა „სინამდვილეში“, რომელიც „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტს ეკუთვნის, “ტელეკომპანია პირველი” შალვა პაპუაშვილის მიერ სტიქიის შეფასების დაკნინებაში დაადანაშაულა და ამ საკითხზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

პირველ პოსტში აღნიშნულია: „ტვ პირველი“ ავრცელებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის ნაწილს [„სტიქია რა, თოვლი არის“], რათა შექმნას ყალბი აღქმა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე სტიქიის მასშტაბს აკნინებს“. კონტექსტის საჩვენებლად კი ურთავს შალვა პაპუაშვილის კომენტარის იმ ნაწილს, სადაც ის მძიმე სიტუაციის არსებობაზე საუბრობს.

აღნიშნულ პოსტში გვერდი „სინამდვილეში“ „ტელეკომპანია პირველის“ მიერ შალვა პაპუაშვილის გაშუქებულ სიტყვებს „სტიქია რა, თოვლი არის“ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზად მოიხსენიებს, რითიც არ უარყოფს, რომ ფრაზა „სტიქია რა, თოვლია“ ნამდვილად ითქვა.

თუმცა მეორე პოსტში, სადაც გვერდი ისევ ამტკიცებს, რომ „ტვ პირველმა“ პაპუაშვილის სიტყვები მანიპულაციურად ამოჭრა, ვხვდებით ციტატას, რომელიც გადაკეთებულია და ფრაზა „სტიქია რა, თოვლი არის“ სახეცვლილია (დაარქივებული პოსტი).

კერძოდ, პოსტში ვკითხულობთ შემდეგ ფრაზას: „ამინდის მხრივ, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება. მათ შორის, პროგნოზიც არის, თუ არ ვცდები, ორი დღე კვლავ იქნება თოვა. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია, რომ, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, კომუნიკაცია შედგეს და ასევე, მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი და ა.შ. ჩვენ დღეს თბილისში ვიმყოფებით და ცა აქ, მართალია, მოწმენდილია, მაგრამ, როგორც იცით, სტიქია კვლავ გრძელდება, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რათა კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა როგორც პრევენციის, ისე შემდეგ, იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს მოაქვს ხოლმე სტიქიას“.

ამდენად, პოსტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს სიტყვები „სტიქია რა, თოვლი მოდის“ თითქოს საერთოდ არ უთქვამს. გვერდის „სინამდვილეში“ მიერ გადაკეთებული ციტატა შემდეგნაირად იკითხება: „როგორც იცით, სტიქია კვლავ გრძელდება, თოვლი არის“.

პოსტებში გვერდის კრიტიკა „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ფრაზის კონტექსტიდან შესაძლო „ამოგლეჯვის“ შესახებ შესაძლოა, გასაგები ყოფილიყო, გვერდს შალვა პაპუაშვილის მიერ ნათქვამი ციტატა თავადვე რომ არ დაემახინჯებინა. თუმცა პოსტში ჩანს, რომ გვერდმა „სინამდვილეში“ შალვა პაპუაშვილის სიტყვები თავად შეცვალა იმგვარად, რომ მასში საერთოდ აღარ იკითხება ფრაზა „სტიქია რა, თოვლი არის“. ამდენად, გვერდის „სინამდვილეში“ მეორე პოსტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილის ფრაზას არათუ კონტექსტი აკლია, არამედ მას „სტიქია რა, თოვლია“ საერთოდ არ უთქვამს. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ამ ფრაზის პრობლემურობა თავად გვერდმა დაინახა და პაპუაშვილის გამოსვლის ტექსტი იმგვარად გადააკეთა, სადაც ეს ფრაზა საერთოდ დაიკარგა.   

გვერდმა „სინამდვილეში“ ამ საკითხზე რიგით მე-3 პოსტი ვიდეოს სახითაც გამოაქვეყნა. გვერდი ვიდეოში კრიტიკული მედიის პოსტებს კვლავ კონტექსტიდან ამოგლეჯილ მანიპულაციად წარმოადგენს და მას ცრუ ნარატივს უწოდებს.

რა თქვა შალვა პაპუაშვილმა?

რეალურად, შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ ლაივში (დაარქივებული ბმული), სადაც ის ჟურნალისტების კითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პასუხობს, ჟურნალისტის კითხვაზე „სტიქიაზე რომ გვითხრათ, ხალხი არის ჩარჩენილი გურიაში…“ მან განაცხადა (22-ე წუთიდან):

„რაც შეეხება სტიქიას, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება, ამინდის მხრივ, მათ შორის, პროგნოზიც არის, რომ 2 დღე, თუ არ ვცდები, ჯერ იქნება კვლავ თოვა. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების ნივთები და ა.შ.

[ჟურნალისტების დამატებითი კომენტარები: „მოსახლეობის დიდი ნაწილია მოწყვეტილი გარესამყაროს…“, „სწრაფი რეაგირებაა საჭირო“, „მოხალისეების ჯგუფიც შეიქმნა და ამაზეც რომ გვითხრათ“ და სხვა…] ზუსტად ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები, რომ ამ უამინდობის პირობებში, რომელიც გრძელდება ჯერ კიდევ, არ არის ისე, რომ… ჯერ ჩვენ ვიმყოფებით თბილისში და აქ ამინდი, მართალია, მოწმენდილია, მაგრამ იქ, კვლავ არის, როგორც იცით, სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, იმისთვის, რომ კომუნიკაციები იყოს.

[ჟურნალისტების დამატებითი კომენტარები: „…რატომ არ მოხდა წინასწარ მომზადება ამისთვის, მოქალაქეების გაფრთხილება, თუ საჭირო იყო ევაკუაცია…“]. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს რაც საჭირო არის, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე“.

აღსანიშნავია, რომ ლაივის ჩანაწერი, საერთო ჯამში, თითქმის სრული ნახევარი საათია (29:47 წუთი). გურიაში არსებულ ვითარებაზე საუბარს შალვა პაპუაშვილი ჩანაწერში 22-ე წუთიდან იწყებს და საკითხს 1 წუთისა და 30 წამის განმავლობაში განიხილავს. ამ თემაზე საუბრის დასაწყისში დასავლეთში არსებულ ვითარებას ის ნამდვილად მოიხსენიებს  „სტიქიად“. ეს მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც გურიაში არსებულ სტიქიაზე სთხოვა კომენტარი („სტიქიაზე რომ გვითხრათ, ხალხი არის ჩარჩენილი გურიაში…“). ამის შემდეგ, ზუსტად 1 წუთში ის კვლავ იმეორებს სიტყვა „სტიქიას“ და შემდეგ თავადვე ასწორებს მას („სტიქია რა, თოვლი არის…“).

ლაივში არც მანამდე, არც მას შემდეგ შალვა პაპუაშვილი გურიაში არსებულ სტიქიაზე აღარ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, თვითშესწორებას ადამიანები მაშინ მიმართავენ, როცა წარმოთქმულ სიტყვას არ ეთანხმებიან ან მას არ გულისხმობენ, შემდეგ კი იმას ამბობენ, სინამდვილეში რითიც არასწორი ნათქვამი ჩაასწორეს. შალვა პაპუაშვილის კომენტარის შემთხვევაში ცხადად ისმის, რომ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, თავდაპირველად მან საუბარი დაიწყო სიტყვა „სტიქიით“ მოგვიანებით კი როცა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს სიტყვა, თავადვე შეასწორა სიტყვებით „თოვლი არის“. შესაბამისად „სტიქიის“ ნაცვლად სიტყვა „თოვლიას“ გამოყენება სიტუაციის აღწერის მის მიერვე შესწორებული ვერსიაა.

ტელეკომპანია „პირველს“ პოსტების აღწერაში შალვა პაპუაშვილის სრული ციტატის მოყვანა შეეძლო, რომლის დასაწყისში გამოჩნდებოდა, რომ გურიაში არსებული ვითარების აღსაწერად პაპუაშვილი ასევე იყენებს სიტყვებს „მძიმე ვითარება“ და „სტიქია“. თუმცა, მსგავსი გაშუქება პაპუაშვილის მიერ დასაწყისში გამოყენებული სიტყვების („სტიქია“ და „მძიმე ვითარება“) თავად პაპუაშვილის მიერ მოგვიანებით გაკეთებული შესწორებით შექმნილ ბუნდოვანებას ვერ შეცვლიდა.

ამასთანავე, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ლიდერის, შალვა პაპუაშვილის, პოზიცია, თუ რა შეფასებას აძლევს ამა თუ იმ სიტუაციას და რა არის მისი დამოკიდებულება, საჯარო ინტერესის საგანია. ამბები გურიაში არსებული სტიქიის შესახებ 24 თებერვალსაც ვრცელდებოდა. ამ დღეს მოხალისეებისა და რესურსების მობილიზაციისთვის მაგალითად Facebook-გვერდი „მოხალისეები გურიისთვის“ ჩამოყალიბდა.

საინტერესოა ისიც, რომ 24 თებერვალსვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ შალვა პაპუაშვილის ინტერვიუ შედგა. გადაცემაში, რომლის ხანგრძლივობა 50-წუთამდეა, შალვა პაპუაშვილი არც გურიაზე და არც ზოგადად დიდთოვლობაზე, არ საუბრობს.

საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩართვის შესახებ ირაკლი კობახიძის  ბრძანება სოციალურ ქსელ Facebook-ზე 25 თებერვლის 13:31 საათზე გამოქვეყნდა. შალვა პაპუაშვილის კომენტარი მედიასთან კი მანამდე, 25 თებერვლის 11:20 საათზე შედგა.

24 თებერვალს შალვა პაპუაშვილი არ გამოეხმაურა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დამდგარ ვითარებას, 25 თებერვალს კი ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ უპასუხოდ დატოვა გურიის შესახებ დასმული კითხვა (დაარქივებული ბმული). ამასთანავე, 25 თებერვალს პაპუაშვილის კომენტარის მომენტში თავდაცვის ძალების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია საჯარო და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯერაც არ იყო. ამდენად, მოკლე კომენტარში შალვა პაპუაშვილის მიერ სიტყვა „სტიქიის“ ჩანაცვლებამ „თოვლიათი“ თავად გააჩინა მისი შეფასებების სიმძაფრეში ბუნდოვანება. ამის ფონზე, Facebook-გვერდმა „სინამდვილეში“  შალვა პაპუაშვილის გამოსვლის ტექსტი გადააკეთა, სადაც ფრაზა „სტიქია რა, თოვლი არის“ ციტატიდან გააქრო და ამით მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პაპუაშვილს აღნიშნული სიტყვათ-წყობა არ გამოუყენებია.

Все посты

Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
Дезинформация: Президент Молдовы критикует демократов за то, что они допустили победу Трампа на выборах
ноя 13, 2024
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
В социальных сетях распространяется фотография президента Украины, сгенерированная искусственным интеллектом
окт 29, 2025
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
Дезинформация: Aдминистрация Трампа отказалась покрывать расходы Зеленского на проживание в Вашингтоне
мар 03, 2025
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
янв 24, 2025
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
Дезинформация: Майя Санду незаконно приобрела сперму, полученную от гей-знаменитостей
авг 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.