Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

февраль 25, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ნინო წილოსანის შემდეგ ციტატას ავრცელებს: „თოვლის მოსვლა მარტო ნაციონალებს არ უხარიათ, რა ამბავი ატეხეთ ხალხო მოდის გაზაფხული და დადნება სულ კი არ იქნება ეს თოვლი“. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია (არქივირებული ბმული). აღნიშნული ციტატა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დიდთოვლობის სტიქიის კონტექსტში გავრცელდა.

გავრცელებულ ფოტოს ტელეკომპანია „იმედის“ ლოგო აქვს, თუმცა „იმედის“ საინფორმაციო ბარათებს განსხვავებული დიზაინი აქვს. ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.

გავრცელებულ ციტატას ნინო წილოსანი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ციტატა ყალბია.

2025 წლის 20 თებერვალს, ამავე Facebook-ანგარიშმა  „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატაც გამოაქვეყნა: „ემიგრანტები ვინც ემიგრაციიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლებას მოვითხოვთ მათ დეპორტაციას რადგან ქართულ ციხეში მოიხადონ სასჯელი 60 დღე“, – ვკითხულობთ ბარათზე. სინამდვილეში, მსგავსი განცხადება მამუკა მდინარაძეს არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

საინფორმაციო ბარათს „მთავარი არხის“ ლოგო აქვს, თუმცა ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. საგულისხმოა, რომ ტექსტის შრიფტი „მთავარი არხის“ ბარათებზე განსხვავებულია.

მსგავსი ციტატა მედიასაშუალებების გვერდებზე და ასევე არც მამუკა მდინარაძის ან „ქართული ოცნების“ ოფიციალურ Facebook-გვერდებზე არ იძებნება.

ამგვარად, ზემოაღნიშნული ორივე ციტატა ყალბია.

Все посты

Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025
В социальных сетях распространяется ложная информация о якобы инициировании в Украине закона о химической кастрации женщин
В социальных сетях распространяется ложная информация о якобы инициировании в Украине закона о химической кастрации женщин
апр 30, 2026
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
дек 26, 2025
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
Послом Украины в США не является женщина, забравшая шампанское со стола во время нападения на Трампа
май 04, 2026
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.